Jun 6, 2009

სასიკვდილო შერკინება ფსიქოანალიზსა და კათოლიციზმის შორის

გაბრუებული ვარ მას შემდეგ რაც Lars von Trier ის ანტიქრისტე ვნახე. ჩემი მოლოდინი რომ ფილმი იქნება მძიმე გამართლდა, მაგრამ ჩემი მოლოდინი რომ ფილმის ყურებისას შემეშინდება არა. ფაქტი ისაა რომ 90 წუთი გავიდა თვალის დახამხამებაში, ისე რომ ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი. ჩემი სურვილის მიუხედავად ყველაფრის დაწერას ვერ მოვახერხებ ერთ პოსტში, მაგრამ შევეცდები დავწერო ძირითადი მომენტები. გაფრთხილებთ რომ გრელი პოსტი იქნება.

მიუხედავად იმისა რომ წაკითხვას ყველგან შეძლებთ თავიდან მაინც ვწერ ფილმის მოკლე შინაარს. წყვლის ორგაზმის დროს ფანჯრიდან ვარდება მათი 3 წლის ბავშვი (ეს სამი სიმბოლურია). დედა, ცოლი ან უბრალოდს ში (She, Charlotte Gainsbourg) ნერვიული სტრესის ფონზე საავადმყოფოში ხვდება, სადაც მისი გამოჯანმრთელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა- ასე ფიქრობს მისი მეუღლე და იმავდროულად თერაპევტი ჰი (He, Willem Dafoe).

ცოლის დახმარების სურვილით შებყრობილი ჰი, გადაწყვიტავს გახდეს მისი თერაპევტი და თავად მოარჩინოს ის. (მსგავს სვლას ორი დატვირთვა აქვს, რადგან ის ცდილობს დაეხმაროს არა მარტო მეუღლეს არამედ საკუთარ თავსაც.) ხვდება რა რომ ცუდად ყოფნის მიზეზი რომელიც ახლა უკვე ფსიქოსომატურია არა მარტო ბავშვის დაღუპვაა არამედ შიშიც, ჰი ცდილობს იმის გარკვევას თუ რისი შეშინია, ან ვისი ეშინია შის. შიშის ობიექტი აღმოჩნდება ედენი (Eden), პატარა ადგილი მთებში, ტყეში, სადაც დგას პატარა სახლი, ასწლიანი რკოების ქვშ. ჰის სჯერავს, რომ თუ ის აიძულებს შის ედენში წასვლას, და პირისპირ დააყენებს მის შიშითან, მაშინ ის განიკურნება. ამიტომ წყვილი გაემგზავრება ტყეში.

ჰი ცდილობს იმ მიზეზის პოვნას რაც ყველაზე მეტად აშინებს მის მეუღლეს, რომლის მდგომარეობაც უარესდება. თავიდან ის ფიქრობს რომ ეს შეიძლება იყოს ტყე ან სატანა. ერთ დღესაც სხვენში ის პოულობს წიგნს რომელზეც ში მუშაობდა რამოდენიმე წლის წინ, სურათებს სადაც ნაჩვენებია როგორ აწამებენ ქალებს 14-15 საუკუნეებში. შისთან ლაპარაკისას აღმოჩნდება რომ ქალის პრობლემა და ფსიქიკური აშლილობა ბავშვის სიკვდილამდე რამოდენიმე წლით ადრეა დაწყებული (რატომ გამოეპარა ეს ფიქოთერაპევტ მეუღლეს კიდე სხვა თემაა) და რელიგიური ხასიათისაა. მეუღლესთან საუბარში ში ამბობს მის მიერ აღმოჩენილ საიდუმოს -”ბუნება თავად სატანაა” ამბობს ის, ”მაგრამ ბუნებას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი სხეული, ხოლო ქალს, მე არა”. ანუ შიშის ობიექტი საკუთარი მეა.

დახმარებისათვის მზად მყოფი ჰის პარალელურად ვხედავთ შის თვითგვემას, რომელიც საშინლად მტკივნეულია მაყურებელისათვის. თავიდან ვიფიქრე რომ ეს თვითგვემა ბავშვის დაკარგვის გამო იყო, რადგან მაშინ როცა ში ნეტარების მწვერვალზეა მისივე დაბადილი ბავშვი კვდება. შემდეგ და შემდეგ, დავინახე რომ ბავშვის გარდაცვალებამ უბრალოდ გზა მისცა ამ ქალის ”აშლილობის” გამოვლენას, მისი თვთგვემის მიზეზი არის ის რომ ის არის ქალი, რომელიც ბადებს და კლავს, რომელსაც არ შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი სხეული, რომელიც ფიქრობს რომ მისი საწყისი არის სატანისეული, თვითდასჯის მიზნით ის მაკრატლით იჭრის სავნებოს (სიამოვნების მიმცემ წყაროს, რომელიც ამავდროულად ცოდვილს ხდის მას)

ყველაზე საინტერესო მომენტი ჩემთვის დგება მაშინ როცა რაციონალურად მოაზროვნე ფსიქოთერაპევტი, რომელიც მანამდე მის მეუღლეს ირაციონალური ფიქრებისაგან კურნავდა, თავადვე ხდება ირაციონალური, თავად ხედავს სატანისეულ საწყისს მის მეუღლეში და თავს იცავს მისგან. აქედან ვასკვნი რომ ძლიერი სტრესი ირაციონალური ქცევისა და აზროვნებისაკენ უბიძგებს ადამიანს.

ვიცი, ძალიან არეულად დავწერე ყველაფერი, იმიტომ რომ ანტიქრისტე ის ფილმი არაა რომელის ”ჩატევა” ერთ პოსტში შეიძლება. ამ პოსტში დავწერე მე როგორც ჩვეულებრივი მაყურებლის ემოცია, მაგრამ ის რაც მე როგორც პროფესით ფსიქოლოგმა დავინახე ცოტა სხვა რამეა. ამაზე ალბათ კიდევ ცაკლე პოსტია დასაწერი, განსაკუთრებით კი იმ საშინელ შეცდომებზე რომელსაც მეუღლე - ჰი, ფსიქოთერაპევტი უშვებს. ასევე ცაკლე აღსანიშნავია სომბოლოები რომლებიც ფილმში უამრავია, როგორც ფსიქოლოგიური ასევე რელიგიური.

ფილმის დამთავრების შემდეგ, ვფიქრობდი რატომ აღშფოთდა კანში შეკრებილი საზოგადოება. მხოლოდ ერთი მიზეზი დავინახე- Lars von Trier არ გვაჩვენებს მორალს, არ განსჯის მის პერსონაჟებს მიუხედავად იმ სისასტიკისა რომელსაც ისინი ერთმანეთისადმი ავლენენ. ფილმის ნებისმიერ მომენტში, მაყურებელი თანაგრძნობას განიცდის როგორც ჰის ასევე შის მიმართ. ალბათ ეს თუ იყო ასეთი მტკივნეული საზოგადოებისათვის. ჩვენ ხომ მიჩვეულნი ვართ ”ცუდი და კარგი” სპექტრში ფიქრს, ქცევას და საუბარს.

ესაა ფილმში გამოყენებული მუსიკა. პროლოგშიც და ეპილოგშიც.

9 comments:

Keti said...

ძალიან საინტერესოა. სამწუხაროდ, ჯერ არ მინახავს, არადა, ისე მინდა.
და, თუ როგორც ფსიქოლოგი, დაწერ შენს აზრსაც, კარგი იქნება. არ ვიცოდი, რომ ფსიქოლოგი იყავი:)

ზინა said...

ფილმის ნახვის სურვილი გამიჩინდა და მგონია,ამ ”გზაზე რამდენიმე კაცი წამოვა”.

Katten försvann said...

ქეთი, ზინა - მიხარია რომ დაინტერესდით.

ქეთი, უკვე აღარ ვარ რამე (არამარტო ფსიქოლოგი) დიდი ხანია.
დიპლომი მაქვს მხოლოდ.

ჩორვენი¹³ said...

vax ra zerzkad giceria davintrigdi da zalian damainteresa!!!

Katten försvann said...

ჩორვენ- თუ შესძლებ კინოთეატრში უყურე. სახლში ყურებას არ გირჩევ.

Sophie Golden said...

დედაჩემს უყვარს ეგეთი ფილმები :ლოლ:
"და ვინჩის კოდიც" ნახა ისე, რომ მე დღემდე არ მინახავს, არ მაინტერესებს რაღაც :) მაგრამ შენ ისე კარგად აღწერე, დამაინტერესდა, თუმცა ისევ დედაჩემს გავუშვებ და მერე მომიყვება :D

Katten försvann said...

"და ვინჩის კოდს" ნუ შეადარებ ამ ფილმს იმიტომ რომ ეგ არის პოპსა, არანაირი სიღრმე, მე აზრი მაგ ფილმიდან ვერ გამოვიტანე, ყოველი შემთვხვევისათვის პირველი 10 წუთიდან რადგან შემდეგ ყურება აღარ გავაგრძელე.

ანტიქრისტე კიდე ცოტა სხვა ფილმია, მეტად ღრმა.

Buda said...

vaax, dzalian saintereso posti iyo. vecdebi rac sheidzleba male vnaxo filmi.

Katten försvann said...

Buda მიხარია რომ მოგეწონა პოსტი. ნახე ფილმი, მართლა ბევრ რამეს იპოვი, მთავარია დანახვა და მოსმენა შეგეძლოს. ძალიან განსხვავებულია და როგორც მაყურებელს საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაში გაყენებს.
დღესაც კი გაბრუებული ვარ.