Jun 3, 2009

ინტერნეტით გადამდები კიდევ ერთი ”დაავადება”

ბლოგერობა - ახალი მანია რომლითაც მთელი მსოფლიოა შებყრობილი. მოტივი თუ რატომ ბლოგერობს ადამიანი ბევრია, მათ შორის ჰობი, გართობა, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, ფულის გამომუშავება და ა.შ. ამ პოსტში მინდა დავწერო იმ კატეგორიის შესახებ რომლებიც ცდილობენ ბლოგით ფულის გაკეთებას. (საუბარი მექნება შვედ ბლოგერებზე რადგან მხოლოდ მათ ბლოგებს ვადევნებ თვალყურს, საქართველოში კი ჯერ არაა განვითარებული ეს სფერო)

ზოგადად დავაკვირდი, რომ ბლოგი რომელიც ჰობის ”სახეს ატარებს” ბევრად საინტერესოა ვიდრე ის რომელიც მიმართულია მკითხველების მიზიდვას, რანკის აწევასა და რეკლამის მოპოვებაზე. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანი ორიენტირებულია იმაზე რაც მას მართლა აინტერესებს, წერს საკითხზე რომელიც მართლა აწუხებს და სულ არ ადარდებს მისი ბლოგი მერამდენე ადგილია ამა თუ იმ ჩარტში.შესაბამისად წერის სტილი უფრო თავისუფალი და გახსნილია.

რამოდენიმე კვირის წინ, ერთ ერთ გაზეთში იყო ინტერვიუ 5 ყველაზე ცნობილ შვედ ბლოგერთან. მათი ბლოგები მიეკუთვნება კატეგორიას - პირადი + მოდა. ერთ ერთი კითხვა იყო დასმული შემდეგნაირად - ”რა არის ბლოგის წარმატების საწინდარი” ხოდა ამ კითხვაზე ყველამ უპასუხა რომ ფოტოები, რაც შეიძლება ბევრი ხარისხიანი პირადი ფოტო. სიმართლე რომ ვთქვა ვერ გავიგე რაღაც. მე როგორც მკითხველს რატომ შეიძლება მიზიდავდეს მსგავსი ფოტოები? რად მინდა ვიცოდე რა ჭამა ამა თუ იმ ადამიანმა დილას, ვისთან გაიღვიძა, რა ჩაიცვა, ვის აკოცა და ა.შ. მაგრამ როგორც ჩანს ხალხს იზიდავს, რადგან ბლოგები ძალიან პოპულარულები არიან და მათი პატონები კაი ფულსაც აკეთებენ :)

პირადად ჩემი პოზიცია მსგავსი ბლოგების მიმართ ? არ ვიცი არც ნეგატიური და არც პოზიტიური. ზოგადად არ მიყვარს სხვისი პირადი სურათების თვალიერება (მოგზაურობას არ ეხება) და დილას ვინ სად რა ტანსაცმლით ჭამა მითუმეტეს არ მაინტერესებს. მაგრამ ფაქტია რომ ასეთი ბლოგები მკითხველს იზიდავს.

15 comments:

Alexander said...

არც მე მიყვრს მაინც და მაინც ისეთი ბლოგები, რომლებიც თავიდან ბოლომდე პირადულია. მე ქართულ ბლოგებს ვგულისხმობ. ალბათ იმიტომ რომ ქართულ ბლოგებში ცნობილი ადამიანების ბლოგები არაა, რომ იყოს მაშინ შეიძლება რომელიმემ დამაინტერესოს, არ ვიცი. ისე, რომ დღეს გავიღვიძე ეს ვჭამე ის დავლიე და ეს მოვისაქმე.. ცოტა მოსაბეზრებელია და არცერთ ასეთ ბლოგებს არ ვკითხულობ.

მაგრამ არიან ისეთი პირადი ბლოგები, რომლებიც თავიანთ განცდებზე, ნაფიქრალზე და ცოტა უფრო ამაღლებულ რაღაცეებზეა, ვიდრე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ასეთებში ზოგჯერ რაღაც საინტერესოებს ვპოულობ :)

ხო, ესაა ჩემი კომენტარი :):):) (გამგები გაიგებს :)

Keti said...

პირადი ფოტოები არ მაინტერესებს, არც ბლოგზე არც სხვა ფოტოსაიტებზე. არც ყოველდღიური, საათობით აღწერილი ამბები.. ამ ყველაფრის გარეშეც შეიძლება გქონდეს პირადი ბლოგი.
რა თქმა უნდა, რეიტინგზე ორიენტირებული ბლოგი ნაკლებად საინტერესოა. რაც უფრო თავისუფალი ხარ მსგავსი დამოკიდებულებებისგან, მით უფრო კარგად გრძნობ თავს. მე მაგალითად, არასდროს დავწერ წინასწარი განზრახვით ბევრ კომენტარზე გათვლილ პოსტს. ვწერ იმას, რაც ამა თუ იმ მომენტში მაღელვებს.

Katten försvann said...

Alexander - გასაგებია შენი პოზიცია :)
ახლა მე რომ ყოველ დღე ჩემს სიზმრებზე ვწერო ნეტა საინტერესო თუ გამოვა? ::ჵ:ჵ:
(საინტერესო სიზმრები მაქვს ყოველთვის:ჵ)

Keti - კი, მასეა, რაც უფრო თავისუფალი ხარ მით უფრო საინტერესო გამოდის ბლოგი, მაგრამ ერთი ფაქტორიცაა უნდა იცოდე რას წერ, თორემ თავისუფლებასაც ვერ შეირგებ :)

Katten försvann said...

გიშინ ერთ ერთ ცნობილ ბლოგერზე წავიკითე, ციგნის დაწერას პაირებს 19 წლის გოგოა. ხოდა რედაქტორთან და გამომცემლპბასთან უკვე გაუფორმებია ხელშეკრულება, მაგრამ წიგნი არ აქვს ჯერ დაწერილი. იცი რა მაინტერესებს, რატომ ჰგონია რომ წიგნის დაწერას შეძლებს? როცა მისი პოსტები დღეს რა ვჭამე, რა გავაკეთეს არ სცილდება?

Keti said...

კატენ, ეგ თავისთავად:)

რაც შეეხება კონტრაქტს, მე ქართველი ავტორიც ვიცი, სხვათაშორის, საკმაოდ კარგი, რომელსაც 2 თუ 3 წლის წინ 5 რომანზე მისცეს შეკვეთა.

აქ ალბათ პროფესიონალიზმიც მოქმედებს, კიდევ გარკვეული გათვლებია დროზე. როცა იციან, რომ ხარისხიანი იქნება, რასაც შექმნის – შესაბამისად იხდიან წინასწარ.

თანაც, როცა ჰონორარი ავტორის ერთადერთი შემოსავალია და თუ გსურს, შენი გამომცემლობის გარდა არსად აქვეყნებდეს, უნდა გადაიხადო. მოკლედ, ასე :)

Katten försvann said...

Keti - მასე თუ იყო არ ვიცოდი ნამდვილად :)

Keti said...

კი, ოღონდ მე სერიოზულ მწერალზე ვამბობ. ბლოგერებზე რა გითხრა, მით უმეტეს, პირადი ხასიათის პოსტების წიგნად ბეჭდვაზე (თ%ანაც წინასწარი კონტრაქტით)...

Katten försvann said...

Keti - არ ვიცი რის დაწერას აპირებს. კი აპირებს ისე :ჵ

iasamani said...

სულ ვამბობ ამას: იმიტომ, რომ ხალხს სხვის თეთრეულში ხელის ფათური ძალიან უყვარს

Katten försvann said...

iasamani- komentarebs kitxulob xolme? maseTi blogebis?

dodka said...

ისე ქართული ბლოგების მიმოხილვის დაწერას იმედია გეგმავ, ინტერესით წავიკითხავდი :დ

nati kuda said...

me kidev sashinlad magizianebs blogebi, romlis avtorebic cdiloben sakutari cxovrebis gamomzeurebit fuli aketon. chemi blogi piradia, mara fulis saketebeli araa da arc is magelvebs 10 kaci naxavs tu 1

Katten försvann said...

nati kuda - კი, მაგ კატეგორიის ბლოგერები იკვნენ გამოკითხულნი სტატიაში. (ძალიან კარგ ფულს აკეთებენ სხვათაშორის)

Katten försvann said...

dodka - არ ვაპირებ მსგავსი პოსტის დაწერას. ქართველი ბლოგერები თავის ჭიას ახარებენ (შეიძლება რამეზე კი გვაქვს პრეტენზია მაგრამ სასაცილოა ეს პრეტენზია. არ ვიცი უახლოეს მომავალში მაინც თუ გამოჩნდება ერთი ბლოგერი მაინც რომელიც იმის მეათედ ნაწილს გამოიმუშავებს რასაც ესენი შოულობენ.

ხოდა ამდენი რატომ ვწერე, მე ვერ გამიგია ამდენი ხალხი რამ გადარია რომ მსგავს რამეებს კითხულობს. ცოტა სერიოზულის წაკითხივს სურვილი არ აქვთ თუ აღარ შეუძლიათ?

Anika... said...

განათლების დონით ბოლოდან მერომელიღაცე ადგილზე ვართ და არცაა გასაკვირი ასეთი სახის რამეები უფრო აინტერესებს მკითხველთა დიდ ნაწილს, ვიდრე მაგალითად სამეცნიერო პოსტები. (ცხადია, ყველას არ ეხება)