Jun 1, 2009

ერთგული მეგობარის ძიებაში

ბლოგის მკითხველმა უკვე კარგად იცის ჩემი სიყვარული ისეთი არაჩვეულებრივი ცხოველების მიმართ როგორებიც ძაღლებია, ეს პოსტიც მინდა მიუძღვნა ამ შესანიშნავ ცხოველებს. ადრეც ვამბობდი რომ ჩვენ ადამიანები უნდა ვიყოთ ბედნიერნი რადგან გვყავს ისეთი ერთგული მეგობარი როგორიც ძაღლია, თუმცა ხშირად ამ ერთგულებას ვერ ვაფასებთ და ბოროტად ვიყენებთ.

მიზეზების წერას აქ არ დავიწყებ, რადგან ჩემს მიზანს ეს ნაკლებად წარმოადგენს. ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ბატონი თამაზი რომელიც ერთი ძალიან საყვარელი ძაღლების თავშესაფარის დამფუძნებელია. რადგანაც საქართველოში არ ვარ, ბატონ თამაზს დავუკავშირდი ელექტრონული ფოსტით და რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი.

”1.გთხოვთ მომიყვეთ თქვენი ძაღლების თავშესაფარის შესახებ. რამდენი ძაღლი გყავთ ამჟამად? საიდან მოგყავთ ძაღლები? როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაში არიან ისინი?

სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში არის ისეთი შემთხვევები როცა ძაღლის პატრონი სხვადასხვა მიზეზების გამო ქუჩაში ტოვებს თავის ერთგულ მეგობარს ან უარეს შემთხვევაში ძაღლი მიყავს კლინიკაში დასაძინებლად (მოსაკლავად). სამი წლის უკან გადავწყვიტე დავხმარებოდი ასეთ ძაღლებს პირველად ქუჩიდან წამოვიყვანე პატრონის მიერ მიტოვებული ძაღლი, მერე მეორე, მესამე და დღეისათვის მყავს 36 ძაღლი.
თბილისში არსებობს ასეთი ორგანიზაცია, პირველი ვეტერინარული კლინიკა რომელსაც აქვს ძაღლების დამჭერი სამსახური, ძირითადად მათ მოყავთ ჩემთან ძაღლები. რათქმაუნდა მათი ფსიქიკა სერიოზულად არის დაზიანებული, რადგან ძაღლი ძალიან მგრძნობიარეა და საშინლად განიცდის პატრონის ღალატს.

2.საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ მოზრდილი ძაღის აყვანას სჯობია ლეკვის ყიდვა და გამოზრდა, რადგან ის უფრო ერთგული იქნება. რას ფიქრობთ აქვს თუ არა საფუძველი ამ მოსაზრებას?

ამ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

3.რამდენად ადვილად ახერხებს ზრდასრული ძაღლი ახალ პატრონთან შეგუებას?

ძალიან რთული პროცესია, მაგრამ გააჩნია ადამიანს. სითბო და სიყვარული უნდა დაანახოს და დამეგობრება გარანტირებული აქვს.

4.რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი რომელსაც სურს ძაღლის წამოყვანა თქვენი თავშესაფარიდან?

მთავარი კრიტერიუმი ძაღლების სიყვარულია.


მინდა ავღნიშნო რომ თავშესაფრიდან ძაღლის წამოყვანა სრულიად უფასოა, ერთადერთი რაც მსურველს მოეთხოვება როგრც ბატონმა თამაზა აღნიშნა ძღლების სიყვარულია. ძაღლების ნახვა და წამოყვანა შეიძლება შემდეგი მისამართიდან თავშესაფარის მისამართია: თბილისი, სვანიძის ქ. 30. (ყოფილი თამარაშვილის შესახვევი, ვაკეში) ტ: (99) 51 68 86. თამაზი ელიზბარაშვილი.

მორალის კითხვას არ ვაპირებ, მაგრამ სანამ პატარა ლეკვს იყიდით, იქნებ ნახოთ თავშესაფარში არსებული ძაღლები, რომლებსაც პატრონებმა უღალატეს, იქნებს სწორედ იქ არის თქვენი მომავალი ერთგული მეგობარი?!

ერთგული მეგობრის ძიებაში II

11 comments:

Keti said...

ისეთი სევდიანი პოსტია :(
არ მესმის, როგორ უნდა მოითხოვო ძაღლის დაძინება. ან, თუკი აიყვან, როგორ უნდა მიატოვო. მართლაც, საუკეთესო მეგობრები არიან!
სამწუხაროდ, არ შემიძლია ახლა ძაღლის ყოლა.

Katten försvann said...

Keti - მესმის რომ არ შეგიძლია, ნაგრამ თუ ვინმეს მოუნდეს, მაინც გაითვალისწინე კარგი ? :) მეც არ შემიძლია აყვანა მაგრამ იმას ვაკეთებ რაც შემიძლია :)

Keti said...

კარგი, გავითვალისწინებ.
შენ კი, ნამდვილად აკეთებ იმას, რაც შეგიძლია. ახლა ამაზე ვფიქრობდი :)
ბევრ პრობლემას ეხები, ყველა თემაზე.

Katten försvann said...

Keti - მიხარია რომ ჩემ ბლოგს კითხულობ :) ძალიან თან :)

marusssa said...

რა ჩოოდოები არიან ვგიჟდები ცხოველებზე განსაკუთრებით ძაღლებზე და კატებზე. სამწუხაროდ მე არ მომაყვანინებდნენ არც ეხა და არც ადრე დიდი ცხოველს მითუმეეტს ძაღლს :D:D კორპუსის ბინაში რთულია თან ცოტა არ იყოს მოსავლელად ხოდა ეხა კატა მყავს :) იმედი მაქ მალე გამოუჩდებათ ყველა ძაღლებს პატრონები

Sophie Golden said...

ტომუშკა, ყოჩაღ, ძალიან საინტერესო თემაა. მეც ძალიან მიყვარს ძაღლები. სხვათა შორის, მეც მინდა ძაღლი, მაგრამ სულ იმას ვიმიზეზებ, რომ დრო არ მაქვს და ვერ მოვუვლი, ჩემი მეგობარი კიდევ მარწმუნებს, რომ პასუხისმგებლობის აღების მეშინია და ასე შეიძლება ბავშვზეც ვთქვა :ლოლ: მოკლედ, მართლა კარგია, რომ იმას აკეთებ, რაც შეგიძლია და ძაღლებზე ფიქრობ, როცა ზოგიერთებს ადამიანებიც არ ადარდებთ.

Katten försvann said...

Sophie Golden - შევიფერე შექება :)
მე თუ მკითხავ თუ გრნობ რომ ვერ მიხედავ, სჯობს არ აიყვანო :)

utvino said...

აუ ძალიან მეტკინა :(

Katten försvann said...

utvino - ახლა ინფო გაქვს და თუ ვინმეს ენდომება აუცილებლად უთხარი კაი? :)

Anonymous said...

now I among your readers

Tomushka said...

Thanks :)
I am very glad :)