May 17, 2009

Eternal Life is Possible

ჩემი ემოცია არის ამბივალენტური. თან ვფიქრობ რომ კარგი იდეაა, მაგრამ იმავდროულად ვერ ვხვდები მიზანს. რაზე ვსაუბრობ? რაზე და ერთი შვედი სტუდენტის Lisa Granberg მიერ შეთავაზებულ სერვისზე.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს ლიზას და ფრიად უნცაური კონტრაქტი დადოს მასთან. კონტრაქტი მოქმედებას იწყებს შემკვეთის გარდაცვალების შემდეგ და ეხება მის ვირტუალურ სიცოცხლეს. ლიზა თავის თავზე იღებს ვალდებულებას კლიენტის გარდაცვალების შემდეგ, მისი სიცოცხლე გააგრძელოს ვირტუალურ სივრცეში, და მის ნაცვლად პოსტოს, წეროს და ა.შ. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მაგ. როგორებიცაა Facebook, Twitter, Flickr.



რათქმაუნდა ჩვენი სერვისი გარდაცვალების მიერ მიყენებულ ტკივილს ვერ შეამსუბუქებს, მაგრამ სოციალურ ქსელებში დაღუპული მეგობრის, ამხანაგის, ნათესავის არსებობა მაინც სასიამოვნოა - ამბობს ლიზა.

კომენტარებში მინდა განვიხილოთ ამ სერვისის დადებითი და უარყოფთი მხარეები. ჩემ აზრს შეგნებულად არ ვწერ გარკვეული მიზეზების გამო, და შემდეგ კომენტარებში შემოგიერთდებით მეც.

13 comments:

თათია said...

ის აზრი არ მომწონს, რომ ჩვენს მაგივრად პოსტოს და წეროს.
მაგრამ ერთი რაღაც ვიფიქრე. ასეთი რამე მაგარი იქნებოდა: ჩვენი გარდაცვალების შემდეგ ჩვენი მეილები, ექაუნთები და პაროლები რომ მისცეს ვინმე ჩვენ ახლობლებს.
საინტერესო რაღაცეებს გაიგებენ ჩემზე ეგეთი რამე რომ მოხდეს :))

ntvare said...

ჩემი ნიკით თუ დაპოსტავს, იმას არ ნიშნავს, რომ მე შემცვლის. იმას ვერ დაწერს, რასაც მე დავწერდი, ისე ვერ მოიქცევა, როგორც მე მოვიქცეოდი. ჩემი აზრით სისულელეა

ჩორვენი¹³ said...

zogadad me mesmis am esrvisis mugamimmagram ararseboibs adami vinc shecvlis meoes aase rom es cota saechvoa ramdenad gaqachavs

unaamarga said...

namdvilad ar maqvs survili, chemma gardacvlilma megobarma an axloblebma facebook-shi an kide sadme momceron! ufro sworad, mat nacvlad weros vigacam. chemi azrit, sxva adamiani mat ver shecvlis da roca ubralod mati saxelit momweren, ufro mwvaved aRviqvam, rom isini agar arian da es ufro mtkivneuli iqneba!

Keti said...

და.. ლიზა არ აპირებს სიკვდილს? :დ

ჩემი აზრით, არანაირი შვება არ არის, რადგან ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.

Katten försvann said...

თათია - მასეც შესაძლებელია, შენ ურიგდები ამ გოგოს (დარწმუნებული ვარ მალე კომპანიას ჩამოაყალიბებს) თუ რა გინდა დაემართოს შენს აქუნთებს :)

ntvare- ნამდვილად ვერ დაწერს ისე როგორ პატრონი.

ჩორვენი¹³ - ეჰ, გაჩავს და ეგაა :)

unaamarga - არც მე. ძალიან გამაღიზიანებელია ჩემი აზრით.

Keti- დატოვებს შთამომავლობას :ჵ:ჵ

თავის მოტყუებაა აბა რაა, მაგრამ ხომ იცი ადამიანებს თავის მოტყუება ყველაფერზე უკეთ გამოგვდის :)

Keti said...

ჰმ, ლიზა "კლიენტს" ეუბნება, შენ მოკვდები, მე დავრჩებიო :)
და კლიენტიც დარწმუნებულია: კი, კი და შენ ოღონდ ფორუმული კერია არ გამიცივოო :)


ასეთი (და საერთოდ) თავის მოტყუება არ მიზიდავს :)

Katten försvann said...

Keti - არა ლიზა არ უებნევა. არამედ კლიეტი ეუბნევა რომ ჩემ ამა და ამ ექაუნთს მიხედეო. და ლიზაც თანხმდება :ჵ + გარკვეულ თანხას იღებს :)

არც მე მომწონს მაგრამ ფაქტია რომ იდეა კარგად მუშაობს და უამრავ ადამიანს ”ეხმარება”.

პ.ს. მე პირადად არ ვისურვებდი მსგავს ორგანიზაციაში დამხმარედ მუშაობას.

lasharela said...

saitereso statiaa...
LISSA :)


P.S. ise ro kvdeba oficiluri shetkobineba egzavneba neta?

P.S.p.s :)
სცენა ლიზს გარდაცვალების შემდეგ.
ზალაში დასვენებულია ხნიერი ქალბატონი, თავთან ჩართული ნოუთბუქი დევს... სასახლეს კი ლიზას პირადი მეილით და ბლოგის მისამართებით არის გაფორმებული.

იქვე ჭირისუფალი ტირის..
რავა ყველას უპოსტავდი, შე უბედურო....შენ ვინღა დაგიწერს და დაგიპოსტავს აწი...

რავიცი სასაცილოა ვითომ :)

lasharela said...

ხო, ქეით...
ეუბნე'ბ'ა.... ეუბნევა არა...ეს კომენტი წაშალე სურვილისამებრ :)

Katten försvann said...

lasharela - რას ვერჩი მშვენიერი გაგძელებაა :ჵ

პ.ს. ჩემი სახელი კატენ-ად იკითხება :)

tatushka55 said...

Da chemze adre tu mokvda Tviton?

Tiniko K said...

ლიზას ვერ უყურებთ თქვენ?! :დ:დ...მეც მაინტერესებს, ნეტავ, რა ღირს ლიზას ეს სრულიად "საინტერესო" სერვისი