May 6, 2009

”დავთამაშდდით”

მესმის დემოკრატიულობაზე გვაქვს პრეტენზია, მესმის რომ გვინდა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება ამიტომ ბევრ რამეს ითმენს მთავრობა და ”თვალებს ხუჭავს” მაგრამ ის რაც ბოლო ერთი თვეა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ცდება დემოკრატიულობას. რატომ? იმიტომ რომ ის რა მოწოდებებიც იყო ტელევიზიით გინდაც უცნობის მხრიდან, ქუჩიდან მისი ძმის და სხვების მიერ, უბრალოდ ”ნოუსენსია”. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ პატიობს ხელისუფლება ადამიანს რომელიც მოუწოდებს სხვას კოლაფსისაკენ, დანგრევისაკენ, დარბევისაკენ და ა.შ.

გუშინ და დღევანდელ დღემდე ითმინეს, მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა, მაგრამ დღვანდელი ”ღობეზე გადაძრომის” ფაქტი, ხომ იყო პროვოკაციაზე წასვლა? კი მაგრამ ასე ძნელი იყო იმის გათვლა რომ მათ შეაჩერებდნენ? თუმცა მაინც ვაკრიტიკებ მთავრობას იმის გამო რომ გამოიყენა იარაღი. უბრალოდ უნდა აეყვანათ იარაღის გარეშე და ეგაა!

გვეყო ერთმანეთის ჭამა და საქვეყნოდ ცირკის მართვა. დროა ყველამ დათმოს თავისი მე და მართლა სამშობლოზე იფიქროს!

16 comments:

Alexander said...

რაღატომ მიყვარს ეს ქვეყანა მე თვითონაც არ მესმის... რა მინდა ამ მარაზმში რომ ვცხოვრობ, მე თვითონაც არ მესმის.. და რა გავაკეთო, რომ ამდენი მარაზმები აღარ ხდებოდეს, არ ვიცი... :(:(:(:(

lasharela said...

დარწმუნებულვიარ მეც და შენც ერთნაირად განვიცდით და ყველა ქართველი...

უბედურებაა იმაშია რომ ორივე მხარე იმდენად დაიღალა ამ ნერვების ბრძოლით რომ ერთი სულიაქვთ ვინ ვის დაჭამს...ვინ ვის დაარტყამს....ვინ ვის...

არადა ზემოდან დავხედოთ ერთი წამით ამ ყველაფერს....დრო გაივლის.... რა სასაცილოებითვართ...

ხელისუფბლებას ვადანაშაულებ? პირველ რიგში...უპირველესად? ოპოზიციას ვემხრობი? არანაირად....

მე ისეთი სასოწარკვეთილივარ, უფლის წყალობას ველოდები მხოლოდ და მხოლოდ...

zina said...

ნერვების ომმა პიკს მიაღწია და შეიძლება ფსიქოზამდე მივიდეს და მაშინ ნახეთ ”ღობეზე გადაძრომა,”აი,მაშინ დავიღუპებით!:(

Katten försvann said...

Alexander - სხვათაშორის ქვეყანა მეც მიყვარს, ხალხი მშლისნერვებზე თორემ, ჩვენს მთებს და ზღვას და ტბებს არაფერი მირჩევნია.

lasharela - შენთანაც დავწერე, ღმერთი დაიღალა ჩვენით. მართლა.

lasharela said...

ლამაზი მთები და ზღვა ჩემთვის არაფერია იმ ხალხის გარეშე ვინც ლამაზად უნდა ტკბებოდეს ამ სილამაზით....

უბედურებაა იმაშია ვიცნობ იმათაც ვინც ოპოზიციის მხარეს საყვირიტ ხელში ყვირის...ბავშვობიდან ვიცნობ მათ....
ამათგანაც ვიცნობ...ისევ ბავშვობიდან....
რა ხდება ასეთი რომ ქართველების ყველაზე უვარგისი და "ნაგავი" ფენა ზევით ხვდება და შედარებით ნორმალური ხალხი ყოველთვის ქვემოთ ილექება....

მსუბუქები რო არიან და უტვინოები ვიცი მაგრამ ამ ფიზიკის კანონს მარტო ქართველები ვემორჩილებით....

მართლა არ მესმის....

Katten, ვფიქრობ...ჯანდაბას ჩემი ოცნებები და სურვილები.... ავდგებოდი და ვიბრძოლებდი ამ ყველაფრის გასაკეთილშობლებლად (თუმცა არანაირი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში ვიყო)...

მე როგორც რიგითმა მართლა არ ვიცი რა გავაკეტო.... რითი ვუშველო ორივე სანაპიროდან ქართველ ერში ჩამომდინარე ფეკალურ მასებს....

Katten försvann said...

lasharela - არ ვიცი ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ახლაც მაგ თემაზე ვესაუბრები ჩემს მეგობარს სკაიპით , რომ რა გავაკეთოთ, რითი შევხვალოთ ეს სიტუაცია.

ჩვენც ქუჩაში ხომ არ გამოვალთ - ხალხო დაშოშმინი-ს ყვირლით?

ჩორვენი¹³ said...

au minda yvela politikos mokvdes ra!!!
da saertodac iset ambamde mivalt rom uechveli daxocave ertmanets da aravin damenaneba vafshe vinc iq ris da magashi moxvdeba!!!
ukve agar shemizlia

lasharela said...

ქეთი, საქმე იმაშია...მე პირადად უკვე ვისწავლე...იმის გამო რომ არ მოგწონს მეორე სულერთი არ უნდა იყოს ვინ მოდის მის მაგიერ....

ვიცნობ მართლა ორივეს.... "კმარას" ბათუმსი ნაცემს, რომელიც უშიშროებაში ერთერთ წამყვან პოზიციაზე დაინიშნა თუ ჩაენაცვლება "რატომში" ნაცემი უარესი "თესლი" ამით რა შეიცვლება?

მართლა ეგ მტკივა...რა დავაშავე რომ ქვეყანა დუღს და ამის მიზეზი მხოლოდ პარაზიტებია....

არადა არაა ეგ ჩვენი ერი ასეთი დამიჯერე.... რაღაც გვჭირს.... ორონდ ეხლა ვერ ვხვდები რა ჯანდაბა გვჭირს... ალბატ ღირსები ვართ მაინც....

Katten försvann said...

lasharela - მაგდენს რატომ ვერ ხვდება ხალხი რომ ერთი თუ ცუდია უარესით ჩანაცვლება არ უშველის საქმეს? :(

lasharela said...

არვიცი ქეთი ჩემო კარგო...ძალიან დავიღალე რამდენიმე წუთსი...ისე დავიცალე ემოციებისგან არ ვიცი რა ხდება....არ ვიცი რა შემიზლია გავაკეთო ან მანამდე რა შემეძლო გამეკეთებინა...მოდი ამაზე ვიზრუნოთ.... იქნებ და არის გამოსავალი...იქნებ და ეს ყველაფერი გაცილებით ადრე არის დაწყებული....

არვიცი ხალხო არა.... არვიცი მაგრამ უფალო შეგვინდე...

Sophie Golden said...

მგონი, უკვე სიტყვებიც აღარ გვყოფნის ხალხს, რა ვქნათ. ვინც ვაზროვნებთ, ძალიან ცოდოები ვართ :( ყველანი ემოციებზე თამაშობენ და ჩვენ მომავალს ღუპავენ :(

ზენობია said...

მე კი არ ვარ მანდ და მინდა მალე ჩამოვიდე. რატომ? არ ვიცი.

მისტერ სააკაშვილი, მისტერ გაჩეჩილაძეები და ა.შ. ჩვენ გვანგრევენ, მახსრად გვიგდებენ,აბუჩად გვიგდებენ...
გული მერევა ამ ყველაფერზე.

unaamarga said...

ჩვენი ლამაზი მთები და ტბები ჟირინოვსკისაც კი მოსწონს და რუსეთის მაღალჩინოსნების აგარაკად უნდა მთელი საქართველო! ეს არაა შენი ქვეყნის სიყვარული იმჰო! ქვეყანა ხალხთან ერთად უნდა გიყვარდეს, თორემ ცარიელი მთა ვის რა ჭირად უნდა.
ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩემი აზრით, ქვეყნის სიყვარული ისაა, შენი პირადი ამბიციები გადადო და იფიქრო იმაზე, რა აჯობებს საქართველოსათვის და ყურის ძირში დაბანაკებულ რუსს გახარების საშუალება არ მისცე.

Katten försvann said...

unaamarga - მიტინგზე არ გასვლ ამ წუთარის არის ერთადერთი გზა იმისათვის რომ რუსები არ გავახაროთ. ანუ შიდა არეულობის თავიდან აცდენა.მაგრამ ხალხი რატომ ვერ ხვდება ამას?

Keti said...

მიტინგზე მდგომ ჯგუფს არ აქვს უფლება, მთელი საქართველოს სახელით ლაპარაკობდეს და წყვეტდეს.

Katten försvann said...

Keti - გეთანხმები 100%!