May 9, 2009

შორი გზიდან მომავალოოოოო...

”თვალჟუჟუნა ტურფა ქალოოო...” არა თვალჟუჟუნა ქალებზე არ ვაპირებ წერას, არამედ საჩუქრებზე რომლებიც ჩემმა მეგობარმა ნინომ გამომიგზავნა საქართველოდან, ასევე ჩემი FaceBook -ის მეგობრების ჰენრიკ და დალი ოფოლსონების ხელით :)

ვინც წასულები ხართ ალბათ დაკვირვებიხართ რომ სამშობლოდან გამოგზავნილი ნივთები ძალიან დადებით ენეგიას ატარებს, არ აქვს მნიშვნელობა რაა, მაგრამ ნივთები რომლებიც მართლა გინდოდათ და რაც მთავარია სიყვარულითაა გამოგზავნილი საერთოდ სხვაა. რაც არ უნდა მოწყენილი იყო დახედავ და გაგიხარდება, ან შეეხები და უბრალოდ ხასიათზე მოხვალ:)

რა არის საუკეთესო საჩუქარი ადამიანისათვის რომელსაც ძაღლები უყვარს ძალიან და რომელსაც ერთი თმაზე გასაკეთებელი ძაღლიც კი არ აქვს? რათქმაუნდა ძაღლი თმაზე გასაკეთებელი! ასეთი ძაღლუკა ჩემმა მეგობარმა თავიდან თავისთვის იყიდა, რომ მანახა ისე მომეწონა ჩემთვისაც შეიძინა :)

ძაღლუკა ხან ჩემს კომპიუტერზე ცხოვრობს და ხან ჩემს თმებზე :)

მეორე საჩუქარი არის წიგნი, რომელიც უკვე დიდი ხანია მინდა - გურამ დოჩანაშვილის ”სამოსელი პირველი”. ეგეც გეცოდინებათ რომ ამ წიგნის შოვნა ძალიან ძნელია, მაგრამ ნინო და მისი დის ქეთის მონდომებული ძიების შედეგად ამ წიგნმა ჩემამადე ჩამოაღწია. წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ ისე ჩამითრია რომ გამოცდებს ვერ ვუდებდი გულს, ამიტომ გადავდე და ერთ კვირაში მივუბრუნდები.


ხოდა მიხარია, ჩემი საჩუქრები :) თუ მოწყენილი ვარ ჩემ ძაღლუკას ვუყურებ რომელიც აგერ მიზის, ვემზადები წიგნის წასაკითხად და უკვე ვცქმუტავ, იმიტომ რომ ვიცი რა სიამოვნებაც მელის.

ნინოს, ქეთის, დალის და ჰენრიკს - ნეტავ თუ იცით როგორ გამახარეთ?!


მხოლოდ მონოლოგი რომ არ გამოვიდეს ეს პოსტი, კომენტარებში ვისაუბროთ თქვენთვის ძვირფას საჩუქარზე/საჩუქრებზე, რომლებიც განსაკუთრებული ენერგიის მატარებლები არიან თქვენთვის :)

9 comments:

ჩორვენი¹³ said...

yvela sachuqari zvirfasia chemtvis ragdan me vic romca me vchuqni rac ar unda iyois mtels guls vayoleb da mgonia da imedi maqvs rom mec rom rames tundac ravic ai ert yunc yvavils mchuqnian namdvilad undat chuqna da iseve crfelad aa nachuqari rogorc me amas visurvebdi da vgrznb da vaketeb

Katten försvann said...

ჩორვენი, მეც მასე ვარ როცა რამე ვჩუქნი, ამიტომ საჩუქრის შერჩევა ურთულესი მომენტია ჩემთვის :)

სამწუხაროდ შეგან განსხვავებით ვიცი რომ უმრავლესობა საჩუქრებისა მხოლოდ ფორმალუს ხასიათს ატარებს :(
ძალია ცოტა ადამიანი მყას გვერდით რომელმაც იცის რა მომწონს :)

ჩორვენი¹³ said...

me sachuqarze ar vfiqrob me roca nivts shevxerdav vici rom ai es imisia ra ai vgrznob, zurgis tvini mimushavdeba :)
jer ar gamimzaavs ravic sheizleba ubralod an martla kargad vgrznob an martla karagd vicnob mat visac rames vchuqni
tumca vtvli rom sheizleba erti fotoli gachuqaon magram ise rom verc erti sxva sachuqari ver sheedreba da me dgemde maqvs egre shenaxuli askilis toti

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ - მომეწონა რომ ფოთოლზე ნათქვამი და გეთანხმები :)

Jenny said...

ui ra magari Tmebi gaqvs :D

Katten försvann said...

Jenny - ჰმ? შენი თმის პატრონი მაგარ თმას მე როგორ მეუბნევი :D

Jenny said...

mesmis sagani ^^

Sophie Golden said...

მე გამომიცდია :) ათენში რომ ვცხოვრობდი, დეიდამ ჩურჩხელები გამომიგზავნა და ტყემალი :) ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა, მეგონა პაკეტსაც დეიდაჩემის ხელების სუნი ასდიოდა - ტკბილი ვანილივით :)

საჩუქრებს მართლა არაფერი ჯობია. ჰო, თმა რომ ლამაზი გაქვს, ეს ადრეც აღვნიშნე :) თვალებიც :)

Katten försvann said...

Sophie Golden - აუუუუ, ჩურჩხელები ზამთარში გამომიგზავნეს. უუუუუუუუუ... რა გამახსენე ახლა :ჵ:ჵ