May 30, 2009

იმერეთში ხომ არ დაგვესვენა?!

დასვენება ყოველთვის კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ სურვილი სადმე წასვლისა და დასვენებისა განსაკუთრებით ზაფხულობით მძაფრდება. (ალბათ იმიტომ რომ სიცხეში მუშაობის თავი არავის გვაქვს :ჵ)

მოვიდა ზაფხული და ცნობისმოყვარეობის გამო გადავწყვიტე ქართული ტურისტული შეთავაზებების გადათვალიერება. რადგანაც წარმოშობით იმერეთიდან ვარ დამაინტერესა თუ არსებობს რაიმე ტურისტული კომპანია რომელიც დამსვენებელს სთავაზობს საქართველოს ამ მშვენიერ რეგიონში დასვენებას (თქვენი არ ვიცი მაგრამ ყოველწლიურად ზღვა და ბორჯომი ნამდვილად მოსაბეზრებელია ჩემთვის!). ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გამეხარდა როცა ძებნის შემდეგ მივაგენი ერთ მშვენიერ ტურისტულ სააგენტოს სახელად იმერტური. ვებგვერდის დათვალიერების შემდეგ გამიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა რომელიც საააგენტოს მენეჯერს მივწერე და აგერ კითხვებს თავის პასუხებიანად ვაკოპირებ ამ პოსტში.

”1. რას სთავაზობთ დამსვენებელს?
ფეხით ლაშქრობას, საცხენოსნო, სპელეოლოგიური და აგრო ტურებს,რაფტინგს და ალპინიზმს (მოყვარულთა და პროფესიონალთათვის).

2. რა ფასებშია შესაძლებელი იმერტურით დასვენება?
ერთ დამსვენებელზე მინიმალური თანხა არის 25 ლარი, რაშიც შედის 1 დღე-ღამე სოფლის სასტუმრო სახლში გაჩერება (სახლები აღჭურვილია სველი წერტილებით). ფასში აგრეთვე შედის სამჯერადი კვება. ოჯახებისა და ჯგუფებისათვის გვაქვს მოქნილი ფასდაკლების სისტემა.
ამ ფასში არ შედის სხვადასხვა აქტიურობა მაგ.თევზაობა, ან ნადირობა და ა.შ.

3.როგორ დავუკავშირდეთ იმერტურის სააგენტოს?
სააგენტოსთან კავშირი შესაძლებელია ჩვენი საიტიდან ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით imerturi@yahoo.com; gi.dzne@gmail.com . ”

ხალხო, თვენი არ ვიცი და მე მგონია რომ მშვენიერი შეთავაზებაა :) განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც რაღაც ახალი უნდა :)

14 comments:

Anonymous said...

katten chamafiqre casvlaze imeretshi ( ;) )

ნინი said...

მართლაც რომ საინტერესო და მისასალმებელი ამბავია! რა ჯობია იმას, ვინმე თუ შიდა ტურიზმის განვითარებაზე ზრუნას ქვეყანაში, საქართველოს ყველა კუთხე განსაკუთრებული სილამაზით და საინტერესო ადგილებითაა სავსე და თუკი ხელმისაწვდომ ფასად შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურისტული კომპანიის დახმარებით მათი დათვალიერება, მე მგონი მსურველები ნამდვილად გამოჩნდებიან. პირადად მე იმერეთში არ ვარ ნამყოფი. ასე რომ მადლობა საინტერესო ინფორმციისთვის! :)

utvino said...

საინტერესოა, მაგრამ მე ვთქვათ იმერეთში იმ შემთხვევაში წავიდოდი, მერე 1 კვირა მაინც ზღვაზე თუ მოვახერხებდი, მასე კი იშვიათად გამოდის, წყლის გარეშე ძალიან მიჭირს

უბრალოდ said...

ვაჰ ინტერესნო : )

მაგრამ მე მეყოფა იმერეთი, მთელი ბავშობა მანდ მაქვს გატარებული :))
მაგრამ

მივესალმები საოჯახო სასტუმროებს და ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

ჩემი მხრივ კი ვიტყვი , რომ ვინც თავგადასავლებს და ზღაპრებს ეძებს - თუშეთისკენ ან სვანეთისკენ აიღოს გეზი.(იქაც არის საოჯახო სასტუმროები)

Katten försvann said...

Anonymous - ჩაფიქრება და გაკეთება ერთი უნდა იყოს :)

ნინი - ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ინფო :):*

utvino- კი მესმის შენი :) თუმცა 2 კვირა ზღვაზე გატარებას რამოდენიმე დღეს იმერეთში გავატარებდი :) მრავალფეროვნების გამო. და მე რამ მიმიზიდა იცი? საჭმელს რომ თავად აკეთებენ :ჵ:ჵ

უბრალოდ - მაგ რეგიონი უკვე სულ სხვა რამეა :) საბედნიეროდ საქართველო ისეთი ქვეყანაა რომლის თითოეული რეაგიონი თავისთავად არის უნიკალური და აი ყველაზე მაგარია :)

Keti said...

ძალიან მომეწონა! ფასიც მისაღებია, თან ფოტომაც მომხიბლა და საერთოდ, იმერეთში დასვენების იდეამ :) მე მიყვარს ასეთი მშვიდი ადგილები :)

Katten försvann said...

Keti - როგორ მიხარია ნეტა იცოდე :)

Link said...

მე არ მესმის რატომ უნდა გადავუხადო ვიღაცას ფული, რომ სათევზაოდ წავიდე :)) ან საჯირითოდ , ან სანადიროდ.

ან კვებაში, ან სასტუმროში :))

ქართველი მაინც არ ვიყო, ტურისტი რომ იქნები შენივე ქვეყანაში ცოტა არ იყოს და ვერ ”ჟღერს” : )))

ისე ”ჟღერს” გეგონება ქართველს არ ჰქონდეს საქართველოში თითქმის ყველა გზა გახსნილი :) და ფული უდნა უხადო ვინმეს :ჵ თან ძვირია!

Katten försvann said...

Link - ძალიან ბევრი მიზეზია რატომ.
ჩამოვთვალო?
მე რატომ წავიდოდი?
1. იმიტომ რომ ვიყო მარტო
2.იმიტომ რომ არ მყავს არავინ.
3. იმიტომ რომ არ მინდა მათი შეწუხება ვინც მყავს.

ფულს იმიტომ გადავიხდი თევზაობა ნადირობაშჳ რომ არც ანკესი ამქვს და არც თოფი, არც თევზაობა ვიცი და არც ნადირობა. ამიტომ მჭირდება ვირაც ვინდ დამეხმარება და მაჩვენებს როგორ უნდა :)

Link said...

Katten försvann

იმედი მაქვს კაიფობ )))

მაგრამ თუ მარტო გინდა იყო, მარტო ითევზაო, და მარტო ინადირო, ახლო ადამიანების გარეშე - სხვა საქმეა :) (მართალია არ მესმის მაგრამ მაინც)

მაგრამ ნებისმიერი ახლო ადამიანი დაგთანხმდება წამოსვლაზე , და გასწავლის თევზაობასაც, ნადირობასაც და ყველაფერს რაც გულს გაუხარდება.

ქართველები განსხვავებულები იმით ვართ, რომ ყველაფერში მაინცდამაინც არ გვჭირდება ინსტრუქტორები , და ახლო ადამიანები შეწუხდებიან (შეწუხდებიან კი არა სიხარულით წამოვლენ, ოღონდ ნაწილი მაინც დააფინანსე ამ ”პახოდის”) და გასწავლიან კი არა ზედ გადაყვებიან.

ეგ საიტი კი არაჩვეულებრივია კი
იმ ხალხისთვის რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. იმერეთში მომინდეს დასვენება , თევზაობა, ნადირობა , ან უბრალოდ ხის ქვეშ წოლა, თავისი გრანდიოზული პურ-მარილებით ან უბრალოდ ჩაით და ბულკებით დილაობით და ვიღაცას გადავუხადო ყოველდღე 25 ლარი?

ჩამოდი და მე გაგულავებ კახეთში, იმერეთში, რაჭაში, გურიაში, სამეგრელოში. ნადირობას კი არა , სნაიპერობას გასწავლი, ან ვასწავლებინებ მე თუ არ გამომივა, და არ მინდა არცერთი შენი კაპიკი კაცო.

ასეა მოწყობილი ქართველი ქართველისთვის. ჩემი აზრით მხოლოდ გოიმები გადაიხდიან იმაში ფულს ,რომ თავის ქვეყანაში ტურისტებივით ”დაისვენონ” ვოტ

მაპატიეთ ამხელა გრძელი პოსტისთვის

Keti said...

უკაცრავად, რომ ვერევი, მაგრამ როცა ბათუმში მიდიან, ან ბორჯომში, იქ ფულს არ იხდიან? ან თუნდაც, სვანეთში წასვლას არ უნდა ფული?

Link said...

თბილისიდან ბათუმში ’ტურით’ წასვლა კი იდიოტიზმია : )) ყველაფერს თავის სახელი რომ დავარქვათ.

Katten försvann said...

Link - მაუნცდამაინც ტურით არ გჭირდება წასვა. დაწვენებასთან და სამჯერად კვებასთან ერთდ ამ ყველაფერს გთავაზობენ,

ისე მე ასე სააგენტო მირჩევნია ჰაერზე ჩასვლას. მითუმეტეს რაც გასულ წელს შემემთხვა იმის შემდეგ.

იმას კიდე დავწერ ცალკე პოსტად ბათუმში რაც შეგვემთხვა მე და ჩემს ქმარს.

Keti said...

"ტური" ქმნის პრობლემას :) არადა სადმე დაგეგმილად ჩასვლა მხოლოდ პრობლემებს ამცირებს. თუმცა, ჩვენთან ის უფრო მისაღებია, ჩახვიდე (მაგალითად) ბათუმში და იხეტიალო ბინის საშოვნად..