May 28, 2009

რატომ იმატებს წონაში მომავალი მამა?

თქვენი პარტნიორი ორსულადაა? მაშინ ის დროა გაცუნცულდეთ და თქვენი თავისათვის დიდი ზომის ტანსაცმელი შეიძინოთ.

ახალი გამოკვლევა აჩვენებს რომ ცოლის/პარტნიორის ორსულობის პერიოდში კაცები მინიმუმ 6 კილოს იმატებენ. დიახ დიახ, არა მარტო ორსული ქალები არამედ მათი პარტნიორებიც იმატებენ წონაში!

მიზეზი სხვა ყველაფერს შორის არის ის რომ ორსულობის პერიოდში სახლში სასუსნავების რაოდენობა იმატებს; გარდა ამისა მომავალი მამები უფრო მეტ ლუდს მიირთმევენ.

ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს რომ 25 პროცენტი 5000 გამოკვლეული მამაკაცისაგან ამბობს რომ ისინი ჭამენ უფრო მეტს ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან უნდათ რომ მათმა ორსულმა მეუღლეებმა კარგად იგნონ თავი და არ იყვნენ მარტო წონის მომატების პროცესში. ასე ვთქვათ - ზა კომპანიუ :ჵ

ტანსაცმელი დავიწროვდა?


საშუალოდ ორსული ქალი 14 კილოს იმატებს მთელ ორსულობის პერიოდში. მამების მეხუთედი ასევე ადასტურებს რომ მათ ორსულ პარტნიორებთან ერთად ისინიც იმატებენ წონაში.

15 comments:

No Dar 7th said...

ბრიტანეთში ისედაც რამდენ ლუდს სვამენ და მაგ დროს თუ კიდე უმატებენ გასუქდებიან აბა რა იქნება :)

tatushka55 said...

37 კვირის ორსული ვარ :)
მინდა გითხრა რომ სახლში არც ერთ თვეში არ მოუმატია სასუსნავებს რაოდენობა
მხოლოდ ბოლო 2 კვირაა აქტიურად ჩნდება მარწყვი და ალუჩა
ესეც ვიტამინების პონტში

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, 1 გრამიც არ აქვს მომატებული :) და ლუდსაც იმდენს სვამს რამდენსაც ჩემს ორსულობამდე
მე კიდევ სულ 10 კილმდე მაქვს მომატებული

ასე რომ ჩვენ ალბათ გამონაკლისები ვართ :)

Katten försvann said...

tatushka55 - შენი მეუღლე იმ მეხხეუთედში არ შედის :)
ძალიანაც კარგი, ფულის დახხარჯვა არ დაგჭირდებათ ზედმეტ ტანსაცლემზე :ჵ:ჵ

No Dar 7th, სულ მაინტერესებდა, რატომ სვავენ ამდენ ლუდს? რამდენადაც ვიცი ამერიკაში და ავსტრალიაშიც ზუსტად მასეთივე სიტუაციაა

Sophie Golden said...

ლოლ
კარგია, მე მომწონს ეგ ამბავი, აბა მარტო მე ხო არ უნდა გავსუქდე :D :D :D

ამერიკაში არ ვიცი თუ ამდენს სვამენ, მაგრამ ბრიტანეთში და გერმანიაში "იმენა" პივის კასრები აქვთ მუცელში :|

Katten försvann said...

Sophie Golden - hahaa.
ისეთ სასაცილო რამეს დაწერ ხოლმე, რომ წარმოვიდგენ ლამის გადავყირავდე სკამიდან :)

ახლა ცაწმოიდგინე მუცლის ნაცვლას ლუდის კასრი :D

No Dar 7th said...

მოკლედ, პარასკევს საღამოს რო დაჯდებიან იციან რო პაბი იკეტება 12 ზე და აბა მოვასწროთო, ხოდა ისხამენ და ისხამენ რომ 12 ამდე ბევრი მოასწრონ და მერე ცანცარებენ =) უმრავლესობა კვირაში 2ჯერ მიდის პაბში მაგრამ იმდენს სვამენ რასაც მე 1 თვეში მემგონი :)

Katten försvann said...

No Dar 7th - ხო , პაბობანა აქაც პარასკევ საღამოს იწყება, მერე შაბატი და კვირას ორშაბათისთვის ემზადებიან და აღარ სვავენ.

სამუშაო დღეებში სვავენ?

Keti said...

ჩვენთან ოჯახში ბავშვის გაჩენის მერეც აგრძელებენ კაცები მატებას, იმდენი სუფრა იშლება :)

Katten försvann said...

Keti მაგი უკვე ცოლთან სოლიდარობის მიზნით არ ხდება :ჵ:ჵ ეგ უკვე სხვა რამეა :)

Keti said...

მეც მაგას ვამბობ:)
სოლიდარობაზე რომ წავიკითხე, ჩვენებური მამიკოები გამახსენდნენ. თუმცა ეს სოლიდარობაც არ მესმის, სიმართლე გითხრა:)

Katten försvann said...

Keti - :)
ალბათ მამაები რომ არ ვართ მაგიტომ არ გვესმის :) :ჵ

Chaotic said...

მეგობარია ფეხმძიმედ და აი, არ ვაჭარბებ და ქმარსაც ისე ეზრდება მუცელი, როგორც მაგას :D

Katten försvann said...

Chaotic - hahaa, და რატომ ნეტა? :ჵ:ჵ

Kate said...

მომავალ მამიკოობას თავი გავანებოთ და
ისა....
ახალდაქორწინებული ადამიანები რატომ სუქდებიან ხოლმე???
ოღონდ მართლა არვიცი და არ დამცინოთ.
ანუ ქალები არვიცი რამდენად, მაგრამ მამაკაცზე არაერთზე შევამჩნიე.

Katten försvann said...

Kate - მეუღლეები ანებივრებენ ალბათ :ჵ:ჵ
ან კიდე ისე აღარ დვიჟენიობენ როგორც დაქორწინებამდე.

მართალი ხარ, მეც შემინიშნავს ეგრევე პატარა ღუპუცას დაიდებენ ხოლმე :)