Jun 2, 2009

რობოტი ემოციონალი - რა არის შემდეგი ეტაპი?

პატივს ვცემ იაპონელებს. მათი გამოგონებები რობოტების დარგში ყოველთვის მბურძგლავს. და აი ახლაც რობოტი მასწავლებლის შემდეგ, მათ წარადგინეს რობოტი რომელსაც შეუძლია მიბაძოს ადამიანის ემოციებს.

ორი იაპონური უნივერსიტეტი Tmsuk და Waseda თავიდან დამოუკიდებლად მუშაობდნენ რობოტების თემაზე, მაგრამ როცა მათ საკუთარი ძალები გააეთიანეს მიიღეს უმშვენიერესი რობოტი Kobian. ( Emotional Humanoid Robot. )

რობოტებს შეუძლიათ კონტაქტი დაამყარონ ადამიანებთან, საკუთარი სახის გამოყენებით. ეს მშვენიერი რობოტები აჩვენებენ საკუთარ ემოციებს, გრნობებს და რაც ყველაზე უცნაურია ისინი იყენებენ სხეულის ენას :)

საკუთარი ემოციის გამოსახატავად რობოტებს შეუძლიათ ტუჩების, წარბების და თვალების მოძრაობა. კობეინს სიცილიც კი შუძლია :) :*



ხვდებით რომ ამხელა შესავალი ხელოვნურ იტელექტზე სასაუბროდ დავიწყე. ბევრი ადამიანი ძლიან სკეპტიკურად უყურებს რობოტებს და ყველაფერს რაც მათთანაა დაკავშირებული, ბევრი ასევე განიხილავს როგორც მომავალ კონკურენტებს. როგორც საფრთხეს რომელიც კაცობრობას ემუქრება უშორეს მომავალში.

ჩემი პირადი დამოკიდებულება? რობოტები ძალიან მესიმპატიურებიან :) ვთვლი რომ არის სიტუაცია და სამსახური რომელიც ჯობია რობოტმა შეასრულოს. არ ვიცი რატომ მაგრამ რობოტს როგორც უბრალოდ მანქანას ვერ განვიხილავ და მასში ვდებ ”სულს” :)

9 comments:

ნინი said...

ჩემთვის კი რობოტის სულიერ არსებად აღქმა ძალიან ძნელია. ეს ჩვეულებრივი კომპიუტერია, რომელსაც უბრალოდ ადამიანის სახე მისცეს. ეს იგივეა ახლა ჩემმა ნოუთბუქმა სიარული რომ დაიწყოს (მარა ხანდახან ამ საწყალს ადამიანივით კი ველაპარაკები ხოლმე :) ), იმ აზრს კი, რომ შეიძლება რობოტებმა ადამიანებს აჯობონ, ძალიან გაზვიადებულად აღვიქვავ. მთავარია, "ხეზე ასვლაც" არ ვასწავლოთ და ყველაფერი კარგად იქნება :)

Katten försvann said...

ნინი - მეც ნოუთბუქი მაქვს და ვიცი რაც იგულისხმე :) მეც ველაპარაკები ხანდახან, და ჩემ ბარტყად ვიხსენიებ :D. თუმცა სულს მასში არ ვდებ, მაგრამ როგორ არ ჩავდო სული ემოციონალ რობოტში რომელიც კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს ჩემთან? :)

ანუ რისი თქმა მინდა, არიან რობოტები რომლებიც ასრულებენ მაგალითად მონოტონურ სამსახურს (დიდ ქარხნებში რომაა) მაგრამ არსებობენ ისეთები რომლებსაც ”ფიქრი” შეუძლიათ :)

Keti said...

შესაძლებელიც რომ იყოს, შინ არასდროს მექნებოდა/მეყოლებოდა:) რობოტი. მაშინებს "ჰაბიტუსით" და იმით, რომ უსულო საგანი შეიძლება სულიერის მსგავსად იქცეოდეს :))

იაპონელები კი საოცრად წინ მიდიან.. მომწონს ეს ხალხი.

Sophie Golden said...

TV-ში ვნახე ამაზე სიუჟეტი და გული გამისკდა.
აუ, ისე არ მიყვარს რობოტები და საერთოდ, მანქანები, იაპონელები კიდევ გადამრევენ, რაებს იგონებენ, ბლინ!
ადამიანები დამანახეთ!!!

nikusha said...

rodesac emocionali davinaxe vifiqre aizimovis tavad gmertebze iqneboda saubari...

Katten försvann said...

nikusha - კარგი წიგნია :)
თუმცა იქ ემოციონალი რობოტი კი არა არამედ უხოპლანეტელია :) (მიყვარს ეგ წიგნი ძალიან )

Sophie Golden - პატარა რობოტი დამლაგებელ არ გეყოლებოდა? ვინც შენს მაცვლად დაალაგებდა, და დააუთოვებდა ტანსაცმელს :ჵ:ჵ

ქეთი-მაინც ცოტა რომ ჩავუღრმავდეთ რა გაშინებს მათში? :)

Keti said...

რა თქმა უნდა, არაფერს დამიშავებს, უბრალოდ, ადამიანის მსგავსი "რკინის გროვა" შინ არ მსურს :))

Katten försvann said...

Keti- ლეკვის მსგავსი რომ იყოს? ან კატის მსგავსი ან კიდე უბრალოდ ჰმმმ, რობოტის მსგავსი? :ჵ

Keti said...

არა, ლეკვის მსგავსი მინდა ნამდვილი ლეკვი :)
მოკლედ, მირჩევნია მქონდეს კარგი სარეცხი მანქანა, ვიდრე სახლში მოძრაობდეს რობოტი, რომელიც თუნდაც ამ კარგი სარეცხი მანქანით დარეცხავს :)