May 26, 2009

გამოსავალი მხოლოდ ერთია!

ობიექტურობა ის თვისებაა რომელიც ძალიან დასაფასებელია ადამიანში, მაგრამ იმდენად ძნელია რომ ალბათ ერთეულები თუ არიან ამ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულნი განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს როცა უამრავი წყაროდან ვიღებთ ინფორმაციას და სხვადასხვა საშუალებები არსებობს ჩვენს აზრის ჩამოსაყალიბებლად.

საკუთარი თუ ”მეზობლის” თვალებით ნანახი და აღწერილი ფაქტებისაგან ყალიბდება ჩვენი წარმოდგენა ამა თუ იმ მოვლენაზე. დღევანდელ დღესაც თითოეული ჩვენთაგანი სხვადასხანაირად ვაფასებთ ქვეყანაში არსებულ კრიზისს - ვერაფერს ვიზავთ ადამიანები სუბიეტები ვართ ამტომ რეალობის აღქმაც საკმაოდ სუბიექტურია. მოკლეთ რატომ ვწერ ამდენს, ვიცი რომ ყველას ოპოზიციასაც და პოზიციასაც მოგვბეზრდა ის სიტუაცია რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ვიცი რომ ყველას გვინდათ მშვიდი და ნორმალური ცხოვრება, როცა მომავალი გარკვეულია და იმის საფრთხე რომ ვიღაც გამოხტება გადადექის ძახილით არაა.

მაგრამ როგორ მივიდეთ აქამდე? რაში ხედავთ გამოსავალს? ჩემი სუბიექტური აზრი საკმაოდ ლიბერალურია => სასტიკად ვეწინააღმდეგები ხალხის დარბევას, ამ სიტუაციაში ქუჩაში გამოსულ ხალხს გავიხილავ როგორც მსხვერპლს, მაგრამ არ მინდა რომ პრეზიდენტი გადადგეს. მაშ რამდენ ხანს შეიძლება ეს არეულობა გაგრძელდეს? როდემდე? სადამდე?

რა არის გამოსავალი?

2 comments:

Sophie Golden said...

ძიალოგიო, მავანი იტყოდა...
SICK OF POLITICS, ისევ სილამაზის კონკურსი მერჩივნა, ტომუშკა ;) :LOL:

lasharela said...

არანაირი დიალოგი.

როგორც წესი ხშირად ავადმყოფობა სულ სხვაგან, სხვა ფორმით ვლინდება. მიზეზი კი შეიძლება რადიკალურად სხვა იყოს.

ასეა ჩვენს შემთხვევაშიც მგონი. მიტინგები და გადადგომის მოთხოვნა უბრალოდ შედეგია. ის რომ ხალხი ამ მუხტს აყვება ხოლმე ესეც შედეგია.

მე მარტივი პრინციპი ვიცი – ორთქლი თუ არ გამოუშვი და ჭურჭელს გერმეტულად დახურავ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გასკდება.

ალეგორიებს რო მოვეშვა ერთის მხრივ ხელისუფლებამ გაცილებით ადრე დაუშვა გარკვეული შეცდომები (სწორედაც რომ გერმეტული გახადა ჭურჭელი – დებატებზე არმისვლის, მედიის ჩახშობით, უკანონობის დაუსჯელობით, ალტერნატიული აზრის არმოსმენის სურვილით და სხვა – დათო გამყრელიძის პირველ გამოსვლაზე პრეზიდენტის რეპლიკა – "ვიცი რასაც ემსახურებოდა გამყრელიძის გამოსვლა, რომ ხალხმა თქვას დათო გამყრელიძემ ყველაზე მეტი გააჩმახაო"...ან პირველი საპარლამენტო არჩევნების დროს, პრეზიდენტის რეპლიკა "99% უნდა ვიყოთ პარლამენტში ეხლა ჩვენ ხელის შემშლელები იქ არ გვჭირდებაო"...რომელიმე ხელისუფლება თუ ისწავლის იმას რომ ორთქლი თანაბრად უნდა გამოუშვას ჭურჭლიდან ყველაფერი კარგად იქნება...

იგივე 7 ნოემბერს, მაინც დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. განა რა მოხდებოდა ის ხალხი არ ეცემათ და ისე დანიშნულიყო?

ამ ხელისუფლების სხვა ფატალურ შეცდომებზე აქ არ ვისაუბრებ. დამნაშავე მაინც ხალხია. ჩვენ უნდა ვიყოთ რადიკალურები სწორედ მაშინ როცა პირველი ნიშნები იქნება არასწორი ქმედებების და არა მაშინ, როცა აღმოვაჩენთ რომ უკვე ყელამდე ნაგავშივართ.