May 23, 2009

ტანსაცმელი და სოციალური ნორმები

ცოცხლად მახსენდება ერთი მხიარული შემთვევა, როცა ერთ ჩემს ამხანაგს უთხრეს რომ გოგონა უნდა ყოლოდა, ამიტომ ექიმებისაგან დაიმედებულმა ბავშვის ოთახი საგულდაგულოდ გადააღებინა ვარდისფრად, იყიდა ვარდისფერი ტანსაცმელი, ავეჯი და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა რომ არა..:ჵ ბავშვი დაიბადა და აღმოჩნდა რომ ექიმებს შეეშალათ სქესი. აი აქ დაიწყო ”ტრაგედია”. ”როგორ გავაჩერო ჩემი ბიჭი ვარდისფერ ოთახში?” საშინლად წუხდა ჩემი ამხანაგი. თავისთავად ხვდებით რომ ყველაფერი გადაიღება, ვარდიფერი ავეჯი და ტანსაცმელი კი ბიჭისათვის ”შესაფერისს” ნივთებზე გადაცვალა.

ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან სოცილური ნორმების გამო ჩვენი გარდერობის ფერი და ფორმა უკვე დეტერმინირებულია. ბიჭუნას ”უნდა ეცვეს” მწვანე, ცისფერი და მსგავსი ფერების ტანსაცმელი, მაშინ როცა გოგონას უფრო ”უხდება” ვარდიფერი, ნაზი ყვითელი და ა.შ.

ფაქტია რომ საზოგადოებაში არსებობობენ სტერეოტიპები ამ საკითხთან დაკავშირებით. დღესდღეობით უმრავლეს ქვეყნებში თითქმის სრულიად მიღებულია ან განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევს როცა ქალი ატარებს კოსტუმს გინდაც არაქალურს, მამაკაცურ ან გინდაც უნისექს სამოსს, დაბალძირიან ფეხსაცმელს. თმა აქვს მოკლედ შეჭრილი და არ ატარებს მაკიაჟს. ახლა წარმოვიდგინოთ პირიქით, რა რეაქცია გაქვთ როცა ხედავთ კაბაში გამოწყობილ( შოტლანდიურ ტრადიციულ სამოსს არ ვგულისხმობ) მაკიაჟით და მაღალ ქუსლებზე შემდგარ მამაკაცს?

ჩემი კითვხვა ძალიან მარტივია - საიდან მოდის ეს სტერეოტიპები? რა არის მათი საფუველი?

13 comments:

nati kuda said...

ar miyvars mase dayofa ferebad. netav vin daadgina?

ნინი said...

მე ამას სტერეოტიპს ვერ დავარქმევდი. ეს არის ერთგვარი ნორმები, რომლებიც ყალიბდება საზოგადოებაში. ანუ ესაა დროთა განმავლობაში განმტკიცებული ურთიერთშეთანხმება, რომ ქალს მაღალქუსლიანი უნდა ეცვას და კაცს არა. ეს ნორმები განსხვავებულია სხვადასვა კულტურაში (თუნდაც შოტლანდიელების მაგალითი). ანალოგიურია "სილამაზის" ფორმულირებაც. ერთი პერიოდი სრული ქალები მიიჩნეოდა სასურველად, მერე გამხდრები. ერთხელ ფსიქოლოგიის ლექტორმა გვითხრა, სადღაც, რომელიღაც ველურ ტომში, ის ადამიანი ითვლება "ლამაზად", რომელსაც ცხვირში თუ ყურში პალმის რტო აქვს გარჭობილიო. აი, ესაა სოციალური ნორმა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემა, მანამ, სანამ მას სხვა სოცილაური ნორმა არ ჩაანაცვლებს.

iasamani said...

ეს სტერეოტიპები ჩნდება და მერე ისე მკვიდრდება, რომ მათი შეცვლა ძალიან ძნელი ხდება

Katten försvann said...

ნამდვილად ძნელია მათი შეცვლა. საკითხი ისაა საიდან გაჩნდა :)

Sophie Golden said...

God knows, საიდან ჩნდება სტერეოტიპები, საერთოდ... სოციუმი ქმნის, გეოპოლიტიკა ;) ფსიქოლოგიური ახსნა არსებობს, რამდენადაც ვიცი. ვარდისფერი - არის სინაზის სიმბოლო, ანუ უფრო შინაგანი, ცისფერი - კიდევ სივრცეა, თავისუფლება, ამიტომაც გოგო სახლში იჯდესო და ბიჭმა იაროსო ;) მე კი არცერთი ფერი მევასება :P

Sal said...

დებილიზმია ეს სტერეოტიპი, გოგოს ვარდისფერი, ბიჭს ცისფერი, ჰოდა მერ ეუკვეიტ რომ ვარდისფერ/ცისფერდებიან :))
ისე მე ვეხუმრე ერთხელ ცემ ძმას "ცუდად" და ერთ ერთი მისი ჩამოსვლის წინა თვეს ოთახში რემონტი გავუკეტე "Dყველაფერი ვარდისფერში შევაღებინე, ახალი ვარდისფერი ფარდები და საწოლის გადასაფარებელი ბალიშისპირებიანად ვუყიდე. ბევრი მაქმანებიტ და კრუჟავოებით, ვარდისფერი ცუსტებიც ვუყიდე, მოკლედ ყველაფერი გულისამრევად ვარდისფერი დასვდა თავის ოთახში რომ შევიდა :D მთელი ოჯახი ვხარხარებდით .

hexe said...

ნუ მე პირადად ძალიან მაღიზიანებს ამგვარი დაყოფა ბავშვობიდან
ვინ დაადგინა რომ გოგოს აუცილებად ვარდისფერი უნდა ესვას
ბიჭს კი ცისფერი

ერთმა ახლებელმა მითხრა
ახალშობილ ბავშვებს ხომ სქესი არ ეტყობათ და ფერების მიხედვით არჩევენ
ყოველ წამს რომ არ იკითხონ ბიჭია თუ გოგოო

ხოდა რავი :D

Katten försvann said...

Sophie Golden - კი ნამდვილად სოხიუმი ქმნის. და მიზეზის მათში უნდა ვეძიოთ.

Sal - საწყალი ბიჭიიი :D :D დაც მასეთი უნდა :)

hexe - რა გამახსენდა იცი, ლეკვები და კნუტები რომ ჩნდება ხოლმე, კისერზე ფერად ბაბთებს აბავენ. წითელი გოგოთვისაა მგონი და ლურჯი ბიჭისთვის. მერე მყიდველი რომ მიხვდეს სქესს. ლეკვი კნუტი და ადამიანის ახალშობილი ,ერთ პონტში გადიან :D

Dreamer said...

orsulobashi saertod araferi miyidia,loginebic ki mashin vayidine saavdmyoposhi ro viceki ukve, da ise chemze egonat 9 tve ro bichi viyavi da dedachems ro gauketes sakeisro da gamovida shemdgom narkozidan da utxrees gogo geyolato, kivili dauckia matyuebdto me bichi myavso :D:D:D:D, im camidan mominda bichi vkopilikavi, maxsovs eg sityvebi :D

lasharela said...

ისა და ეს საზოგადოებაში ყალიბდება თუ კაცობრიობის მაშტაბით ასეა...

კაცები ნადირობდნენ, ქონდათ პრაქტიკული ტანსაცმელი და არ ეცალათ ლოყების შესაღებად...

ქალები ისხდნენ სახლში და იკეთებდნენ პედიკურს გამოქვაბულში...

ასე არ იყო? :)

Katten försvann said...

lasharela - აფრიკულ ზოგ ტომში მამაკაცები დრესაც კი იხატავენ სახეს, იცმევენ ლამაზ ლამაზ ტანსაცმელს და ქალებს ეპრანჭებიან :ჵ:ჵ

სოციალური ნორნები სხვადასხვა ქვეყანაშჳ სხვადასხვაა, და საინტერესოა როგორ ყალიბდება :)

tatushka55 said...

აუ მეც ძაან ნერვს მიშლის ეს დაყოფა
ხოდა გადავწყვიტე რომ რ დავემორჩილო
ხოდა ჩემს გოგონას რომელიც 2-3 კვირაში უნდა გამოიჩეკოს ვუყიდე ლურჯი ფეხსაცმელები და ცისფერი ხალათი
და ასევე ამაზონიდან გამოვუწერე შავი და ნაცრისფერი უსაყვარლესი ბოდეები, ძვლები ახატია
და ვინც ნახულობს ყველა წარბს წევს ეს გოგოს ფერები არ არისო
აი დარდი რაააააააა .........
მთავარია ჯანმრთელი დამებადოს და ბედნიერი ადამიანი იყოს მომავალში და რა ფერს ჩავაცმევ ვისი რა ტაკოს საქმეა?

Presfish said...

ამ საფუძველს საზოგადოება აყალიბებს და ეს ჩამოყალიბებული "ტენდენცია" კიდევ უფრო ღვივდება მოწინააღმდეგებით