May 21, 2009

ვაიდა კიბო მაქვს?

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ რატომღაც სულ ხელს ”ვითრევ”, რადგან არ ვიცი ზუსტად როგორ გამოვთქა სათქმელი. საქმე ეხება ერთი შეხედვით სრულიად უბრალო პრობლემას.

როგორც წესი თუ ადამიანი თავს გრნობს ცუდად, სტკივა ყველაფერი და სამკურნალოა უნდა წავიდეს ექიმთან, რადგან ექიმის როგორც პროფესიონალის დანიშნულება სწორედ ისაა რომ მოარჩინოს, უმკურნალოს ავადმყოფს. რათქმაუნდა არსებობენ კარგი და ცუდი ექიმები, საავადმყოფოები, ფასიც შესაბამისად სხვადასხვაა, მაგრამ ამავდორულად არსებობს ისეთი მშვენიერი რაღაც რასაც ქვია -დაზღვევა, რომელიც მეტ ნაკლებად ნორმალურ სააავდმყოფოების მომსახურებას ფარავს. ყველაფრის ამისდა მიუხედავად ზოგი ადამიანი, სულ რომ ტკივილში ათენებდეს და აღამებდეს მაინც არ მიდის საავამყოფოში.

რამოდებიმე იდეა კი მაქვს. მაგალითად ის რომ 1. ზოგ ადამიანს ავადმყოფობა სჭირდება ფსიქოლოგიური ძალადობისათვის საკუთარი ოჯახის წევრებზე. ტიპა, ხო ხეადავ რა ცუდად ვარ და შენ კიდე ნერვებზე მშლი. გარდა ამისა 2. შეიძლება არის შიშიც რომ ექიმი რაღაც საშინელებას მეტყვის - ვაიდა კიბო მაქვს?? კდიევ? 3. ეზარებათ ექიმტან მისვლა, ხო, აი რაც არ უნდა გასკვირი იყოს ეზარებათ! 4. ისევ ისევ ფული, ფიქრობენ რომ თუ ექმიმი დაუსვავს რაიმე დიაგნოზსს იმას მკურნალობა დასჭირდება, წამლები და ა.შ. ეს კი ფული ღირს. იმას კი არ ავნობიერებენ რომ რაც უფრო შორს წავა ესა თუ ის დაავადება მით უფრო ძვირი დაუჯდება ადამიანს არა ამრტო ფინანსური არამედ ფიზიოლოგიური თვალსაზრისითაც.

მეტ მიზეზს ვერ ვფიქრობ ამ ეტაპზე, იქნებ თქვენ დამეხმაროთ და გამარკვიოთ - რატომ არ მიდის ადამიანი ექიმთან როცა საშინელი ტკივილები აქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში?

10 comments:

nino said...

მე მეზარება ხოლმე და ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც ვახდენ თან ოჯახობაზე :)))

Da said...

nino - კი მაგრამ არ გეშინია? ტკივილი ხომ ტყუილად არ ჩნდება?

lasharela said...

დრო არ მაქვს დრო...

ამზე არ გიფიქრიათ? :)

და ბანკიდან ჰალსტუხგაფსკვნილი ვერ მივალ იქ და უამრავ პროცედურებს ვერ გავივლი...

Katten försvann said...

lasharela - რას ნიშნავს დრო არ მაქვს? თავს თუ არ მიხედავ მერე სამსახურისთვის არ გექნება დრო!

No Dar 7th said...

მატყუარები არიან და გაგაგიჟებენ და იმიტომ :) მე მაგალითად სკოლაში რო ვიყავი მოვიტყუე სახლში მუცელი მტკივა თქო რო სკოლაში არ წავსულიყავი. ჩემებმა კიდე წამიყვანეს ექიმთან გასასინჯათ და იცი რა მიქნეს?
ბრმანაწლავის ოპერაცია გამიკეთეს... ტყუილის გამო... =) მიდი და ენდე მაგათ ეხლა

Katten försvann said...

No Dar 7th -ბრმანაწლავზე ნაცნობი ქირურგებისგან გამიგია ”ბრმანაწლავზე თუ გაჭერი ავადმყოფი და აღმოჩნდა რომ არაა საოპერაციო, მაინც უნდა ამოაჭრაო” ნუ ხვდები რატომაც.

აბა რა უნდა ვქნათ როცა ცუდად ვართ?

unaamarga said...

eqimebs ar vendobi! magaTi arakompetenturobisa da saqmisadmi gulgrili damokidebulebis gamo sakmarisze meti tkivili miayenes chems ojaxs! rom mimishva saqarTveloshi naxevar eqimebs dResve licenzias CamovarTmevdi da meore naxevars cixeshi gavushvebdi!

Katten försvann said...

unaamarga - აბა რა ვქნათ?

Keti said...

გააჩნია – რომელ ექიმთან. მაგალითად, სტომატოლოგთან ვიზიტს არასდროს არ ვდებ, მიუხედავად არასასიამოვნო შეგრძნებებისა. კბილებზე ვზრუნავ :)
ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მხრივ არ ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მაგრამ.. შეიძლება ვიზიტი შიშის გამო გადავდო. ყველაზე მეტად კი, ექიმების მიმართ ბოლო დროს გაჩენილი უნდობლობის გამო.

Katten försvann said...

Keti - ძალიან სამწუხაროა რომ რამოდენიმე ცუდი ექიმი კარგებსაც უფუჭებს სახელს.

ზოგადად თერაპევტები მქონდა მხედველობაში