May 25, 2009

ირანმა ფეისბუქი დაბლოკა

პატივს ვცემ ქვეყანას სადაც არ არის დემოკრატია და არც აქვთ პრეტენზია რომ არის. (ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით , სახელებს არ დავასხელებ ახლა, თავად მიხვდებით) გთხოვთ არ იფიქროთ თითქოს დემოკრატიის არარსებობობა მომწონს, უბრალოდ ის მხიბლავს რომ მსგავსი ქვეყნები არ მალავენ თავიანთ ავტორიტარულობას. ერთ ერთი მათგანი არის ირანი.

ირანიდან ბევრი ამხანაგი მყავს, რომელებიც ავტორიტარული რეჟიმის გამო გამოქცეულები არიან ქვეყნიდან. ის რასაც ისინი ყვებიან ხანდახან წარმოუდგენელია ჩემთვის, ჩვენი ქვეყანა - საქართველო, ირანთან შედარებით დემოკრატიის სამოთხეს ჰგავს :)

ირანში პრეზიდენტის არჩევნები ახლოვედება და შესაბამისად დაიწყო ყველანაირი რესურსის დაბლოკვა რომლის გამოყენებაც ოპოზიციას შეუძია . ერთ ერთი ასეთი რესურსი არის Facebook რომელიც დაიბლოკა ირანელი მომხმარებლისათვის. მთავრობის განცხადებით პრობელმა კაბელშია, მაგრამ რა კაბელში? კითხვა აი ესაა.

მსგავსი შემთხვევები ხშირად არის თანამედროვე ისტორიაში, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ხდება საიტების დაბლოკვა. მაგრამ რეალურად არიან კი ეს საიტები მართლ ასეთი ძლიერი რომ საშიშროებას წარმოადგენს სახემწიფოსათვის?

15 comments:

ჩორვენი¹³ said...

ngoni youtube ufro sashishia mag dros :D

Katten försvann said...

მგონი ეგეც დაბლოკილი აქვთ.

Sophie Golden said...

საშიში, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ძლიერი საიტია ფეისბუქი, იმდენი ინფორმაცია ვრცელდება და "გემრიელი" დემაგოგიაც მიდის. პრინციპში, ირანს არც აქვს დემოკრატიაზე პრეტენზია ;) იქნებ, ამერიკამ იზრუნოს მათზეც, როგორც ერაყის დემოკრატიაზე :ლოლ:

alex said...

Sophie ამერიკამ რო ''იზრუნა'' ტავის დროზე მაგან გამოიწვია ყველაფერი არაც ეხლა ხდება ირანში, მეშინია ჩვენთანაც ეგრე არ მოხდეს xa xa xa

თაზო said...

რამდენიმე თვის წინ ვუყურე ბი-ბი-სი-ს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ირანზე. ფილმში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციას. ძირითადად სულ ისინი საუბრობდნენ ცენზურაზე, ზეწოლაზე და ა.შ. ფილმის ბოლოს გადის ტიტრები, რომ ფილმის გამოსვლიდან მეორე დღესვე რედაქცია გამოაძევეს შენობიდან და რაღაც სანქციები დაუწესეს. მგონი ჟურნალისტებიც დაიჭირეს. ბი-ბი-სი-მ კი ფილმი ხელმეორედ გაუშვა ბოლო ნაწილის აფდეითით.

ამის შემდეგ მე უკვე აღარაფერი მიკვირს ირანზე. ისე ძალიან მაგარი ქვეყანაა, ძალიან მინდა ცოტა ხნით ვიმოგზაურო იქ

თაზო said...

პრინციპში, ჩვენთნ იმედს და ზოგიერთ გაზეთს ნაკლები არ უქნეს, მაგრამ.....მაინც ჩვენი მერყევი და კოჭლი დემოკრატია მირჩევნია მათ გაცხადებულ დიქტატს

Keti said...

ჰო, როგორც ვიცი, მანდ ბლოგერებიც ცუდ დღეში არიან, მაქსიმალურად კონტროლდება ეს ხალხი და, მგონი, იმეილებსაც კი ამოწმებენ...

Sophie Golden said...

Alex, სწორად გეშინია :ლოლ:
აბა, სხვა რისთვის ვჭირდებით ამერიკას? ირანი და აღმოსავლეთის ქვეყნებს რომ ადვილად მიწვდეს ჩვენგან. მე იმის მეშინია, წონასწორობა თუ დაირღვა, მერე ჩვენთანაც შემოცვივდებიან ტერორისტები - suicide bombers, I mean.

თაზო, მაგარი ქვეყანაა ირანი, დიდი კულტურის, ხომ ვიცით, პრინციპში, მთელი წარსული გაგვიმწარეს მაგათმა შაჰ-აბასებმა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ირანული კინემატოგრაფი უმაღლეს დონეზე ავიდა და ლამის დავიჯერო, რომ ცენზურა ერთგვარად ზრდის მოტივაციას, გააკეთო რაღაც ღირებული, ქვეტექსტებით, სერიოზული. ცენზურას მაინც აქვს რაღაც კარგი, არა? :D

Katten försvann said...

Sophie Golden - ამ ეტაპზე მეეჭვება ამერიკამ მაგდენი გაბედოს. თან ობამა არ ჩანს ისეთი სისხლის მსმელი როგორიც ბუში იყო.

თაზო -კი ჩემი ამხანაგებიც მსგავს რაღაცეებს ყვებიან.

Keti- კი კონტროლდება. ისევე როგორც ჩინეთში :)

Sophie Golden- ცენზურა მართლა კარგად მოქმედებს ხანდახან :)

No Dar 7th said...

ხო ჩინეთში მართალია თუ არა არ ვიცი მაგრამ ჩინელები მეუბნებოდნენ გუგლი არის დაბლოკილიო. იმისათვის რომ ბავშვებმა პორნო კონტექსტი არ მოძებნონო.. =)

ეგენი კაი მაგრამ ბლოგების გაკონტროლება უკვე ზედმეტია...

Katten försvann said...

No Dar 7th- შენც ხო კარგად იცი რომ მსგავსი თავის მართლებები ”ბავშვებმა პორნო არ მოძებნონ” , ”კაბელი გაფუჭდა”, ”ტერორიზმის თავიდან აცილება გვინდა” და ა.შ. უბრალოდ ნიღბავს ნამდვილ პოლიტიკურ მიზეზს?


ჩინეთში უამრავი პატიმარია იმიტომ რომ ინტრნეტით აკრიტიკებენ სახემწიფოს ქმედებებს და ხელისუფლებას.

ნინი said...

წინა კვირას ზუსტად ამ თემაზე მქონდა წასაკითხი მასალა “ინტერნეტ-მედიაში”. სხვათაშორის ბევრი საინტერესო რამ გავიგე სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტ-სივრცის რეგულირების მცდელობების შესახებ. მათ შორის რუსეთზეც. თურმე 1998 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კანონპროექტი სახელწოდებით COAM-2 წარმოდგინა. პროექტის მიხედვით რუსეთის ყველა პროვაიდერი ვალდებული იყო მომხმარებლებისთვის ე.წ. ,,შავი ყუთი~ დაეყენებინა, რომლთა გახსნის უფლება მარტო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ადგილობრივ რეგიონალურ განყოფილებებს ექნებოდათ. რუსული პროვაიდერები დასავლელ კოლეგებთან ერთად ,,სიტყვის თვაისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ~. საბედნიეროდ, ეს კანონპროექტი კანონპროექტად დარჩა. რაც შეეხება ჩინეთს, მსოფლიოში ის პირველი ქვეყანაა სადაც ადამინი ვებ-გვერდის შექმნისთვის სიკვდილით დასაჯეს. 36 წლის ჰუანგ ქის სახელმწიფო საიდუმლოების გაყიდვაში დასდეს ბრალი. მან 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დამსჯელი ღონისძიების შესახებ დაწერილი სტატიების გამაერთიანებელი ვებ-საიტი შექმნა. ვებში განთავსებული არც ერთი სტატია თავად ჰუანგ ქის არ ეკუთვნოდა. ქის მიზანი მხოლოდ 1989 წლის მოვლენების დროს დაკარგულთა მოძებნა იყო, მაგრამ ელექტრონულ გვერდზე იმ ჩინელი დიქტატორების მამხილებელი მასალებიც განთავსდა, რომლებმაც სტუდენტთა დარბევის ბრძანება გასცეს. სხვათაშორის, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის კვლევით საინტერესო შედეგები დაიდო: მსოფლიოში ინტერნეტ-ჟურნალისტებს უფრო ხშირად აპატიმრებენ, ვიდრე სხვა, ტრადიციული მედიასაშუალებების თანამშრომლებს. კონკრეტულად ჩინეთის მაგალითზე 2008 წლის მონაცემებით პატიმრობაში მყოფი 28 ჟურნალისტიდან, 24 ინტერნეტ-ჟურნალისტი იყო. ასე რომ , ქვეყანაში სადაც დიქტატორული რეჟიმია, ყოველთვის იქნება თავისუფალი სიტყვის გავრცელების საშუალებების ჩახშობის მცდელობა, შესაბამისად გასაკვირი არაა, რატომ არის მათთვის უმთარესი ინტერნეტ სივრცის რეგულირება.

ნინი said...

ტიტუუუუ, რამხელა რაღაც დამიწერიაააააააა.ვაი!

Katten försvann said...

ნინი - დიდი მადლობა კომენტარისათვის.
ძალიან საინტერესო არის!

lasharela said...

მოიცა და თუ იძახიან კაბელშია პრობლემაო ეგ დამალვა არაა? :)
ეგეც შენიღბვაა და უარესი...

თქვი რო არ გინდა ეს დასავლეთის პროპაგანდისტული ეშმაკის მანქანა :)

კომუნისტები პირდაპირ და უხეშად ახშობდნენ რადიო ტალღებს და ა.შ. და ამბობდნენ კიდც ეს ყრვნის საბჭოთა ადამიანსო...

აი ეს იყო ავტოკრატიული რეჟიმი და არა რაღაც ირანული ფსევდო ავტოკრატია :)

ად ოპოზიცია რად უნდათ??? :)