May 18, 2009

სიამოვნებისაგან მოგვრილი ცრემელები

ცრემლები სიცილისაგამ ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვრულისაგან, ბენიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. თუმცა ამ პოსტში სიამოვნებისაგან გამოწვეული ცრემლების შესახებ მინდა დავწერო. ეჰ, ეგ არა რაც შენ იფიქრე ჩემი ძვირფასი მკითხველო. კაი წინგის წაკითხვით მიღებულ სიამოვნებაზე მაქვს საუბარი.

ადრეც დავწერე, ჩემმა მაგობარმა გურამ დოჩანაშვილის ”სამოსელი პირველი” გამომიგზავნა. მის კითხვას გასულ პარასკევს შევუდექი და რამოდენიმე თავზე დათენებული ღამის შემდეგ დღეს დავამთავრე. წიგნის შინაარსზე შეგნებულად არ ვწერ არაფერს, არც მისი პერსონაჟების განხილვას არ დავიწყებ, რადგან იმედი მაქვს რომ ვისაც არ წაგიკითხავთ ეს შესანიშნავი წიგნი, ჩემი პოსტი ინტერესს გაგიღვიძებთ და დაიწყებთ მის კითხვას.

რა ვთქვა? დიდებული წიგნი რომელიც ღრმად ტოვებს კვალს ადამიანის სულში და არ ჯერდება ერთხელ წაკითხვას. მისი ყოველი პერსონჟი, საოცრად ცოცხალი, საოცრად ნაცნობი, ზოგი ავი, ზოგიც კარგი მაგრამ რეალური. ვკითხულობდი წიგნს და სიცილი და ტირილი ერთმანეთში იყო გადახვეული. სიცილი საოცრად დახვეწილი და ცოცხალი ქართული იუმორის გამო, ტირილი კი იმ დიადი წიგნის გამო რომელიც ხელში მეჭირა და ასეთ სიამოვნებას მგვრიდა, მაშინაც კი როცა ავტორი საოცარი სიწრფელით აღწერდა ცალკეული პერსონაჟის და საზოგადოების ტრაგედიას.

მიხარია რომ გვყავს ისეთი თანამედროვე მწერალი როგორიც გურამ დოჩანაშვილია.

3 comments:

Sophie Golden said...

მაგ წიგნის კითხვა დავიწყე მილიონჯერ, მაგრამ სანამ "დრო არ მოვიდა", ვერ წავიკითხე. მგონია, რომ "სამოსელი პირველი" ისეთი წიგნია, მართლა დრო უნდა დაუთმო და შესაბამისად, გქონდეს დრო, რომ მთლიანად იმ სამყაროში გადაეშვა, რადგანაც ის მართლა სხვა სამყაროა. მე მანუელო კოსტა მიყვარს სიგიჟემდე, მანუელ...

თათია said...

am cigns sanam xelshi ar chavigdeb, ver movisveneb. ukve meramdene xar, visganac amis cakitxva mominda...

Katten försvann said...

თათია, არც ისე ადვილია მისი ხელში ჩაგდება. ბიბლიოთეკიდან ან ვინმე ნაცნობს თუ ექნება თორემ ყიფვით ჯერ ერთი ძვირი ღირს და მერე კიდე ნაკლებად წააწყდები სადმე.