May 15, 2009

ახალ საფეხურზე გადასვლა

დღეს ბოლო ზარი იყო საქართველოში. 12 წელი ”სწავლის” შემდეგ ახალგაზრდებმა დატოვეს მშობლიური სკოლის კედლები და შეუერთდნენ ზრდასრულ საზოგადოებას.
რუსთავი ორზე ვუყურებდი კურიერს, ახალგაზრდების რექციას ვაკვრირდებოდი და ძალიან გამიკვირდა რომ თქვეს მოგვენატრება აქურობა და ძნელია სკოლის დამთავრებაო. ალბათ არ იციან ჯერ რა საინტერესო რამეები ელით ცხოვრებაში, და ცოტა შიშის მომენტიც აქვთ რადგან ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლა არც ისე ადვილია. ახალი ადამიანები, ახალი ღირებულებები, ახალი გარემო, ახალი მიზნები და იდეები დიდი შოკია.

გამახსენდა ჩემი ბოლო ზარი და ჩემი სკოლაში ყოფნის პერიოდი. მიუხედავად რამოდენიმე კარგი მასწავლებლის და კლასელისა, სკოლაზე საშინელი ადგილი მე ჯერ არ შემხვედრია. არც მაშინ მიყვარდა და ახლა ხომ საერთოდ მიკვირს იმ საშინელ ადგილას როგორ ვძლებდი. ბოლო ზარის მერე იყო ბანკეტი, აი სრული მარაზმი და კოშმარი. ახლაც არ ვიცი რატომ დავხაჯე იმდენი ფული იმ იდიოტობაში. არც მაშინ არც ახლა არ მევასება ეს უაზრო ჯგუფური მოძრაობები და მომკალით თუ გინდათ. მოკლეთ რომ შევაჯამო, სკოლა თავის ბანკეტიანად ყველაფრიანად ძაალიან უარყოფით ემოციებს იწვევს ჩემში.

თქენ რა ემოცია გაქვთ სკოლასთან დაკავშირებით? დავიჯერო მხოლოდ მე ვარ ასეთი უარყოფითი ემოციებით დატვირთული?

17 comments:

supernatural said...

avici me ver getyvi ro ar miyvars skola piriqit zogierti debili maswavleblis da moswavlis garda chemshi yvelanairad dadebit aggdzravas da erti suli mq xolme maT rodsi Sevxvdebi iq myvas chemi megobrebi da ravici bevri ambob skolis megobrebi ar shemrchao da ar minda ro ese moxdes iq iseti magari xalxia ro ravici me ar shevxvedrilvar asetebs da ar myoliia jer matnairi megobrebi :(. vafshe ar minda skolis damtavreba da mixaria rom kiddev 4 weli ar davamTavreb :D

Katten försvann said...

supernatural- 4 წელი დიდი დროა :) მეგობრების დაკარგვა არ დაკარგვა კი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული :)

No Dar 7th said...

მე არც უარყოფითი მაქვს და არც დადებითი :) ის გრძნობა არ გამჩენია რომ აუ მომენატრება სკოლა თქო.. პირიქით ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი.. ბოლო ზარი კარგი იყო მაგრამ ბანკეტი ჩვენთანაც......

ერთი + რაც არის მაგის არის რომ ერთ–ორ lifetime მეგობარს მაინც შეიძენ..

tiny said...

ხანდახან როგორ მენატრება სკოლა : ))

თაზო said...

ბოლო ზარი არ მქონია. ყველანი შევთანხმდიტ, რომ საღამოს კაბებსა და კოსტიუმებში კარგ დროს ვერ გავატარებდით და ეს ყველაფერი გადაიზრდებოდა მამაპაპურ ღრეობაში. ჰოდა, წავედით სამდღიან ექსკურსიაზე. იქაც გაიმართა ღრეობა, მაგრამ თამადების და ყანწების გარეშე, თან სამი დღის მანძილზე ბუნების წიაღში. აი, ეგ მართლა მაგარი იყო. სკოლაზე კი, გული ნაღდად არ მწყდება....

ჩორვენი¹³ said...

Katten sociofobi xar?? :O

Katten försvann said...

ჩორვენი¹³- ara, უბრალოდ ჯგუფური დვიჟენიები არ მიზიდავს.

ntvare said...

me bolo zari da moxatuli sarochqa ar mqonia, magram cudad mainc ar maxsendeba skola

Keti said...

ვუერთდები სკოლის არმოყვარეთა კლუბს :)

tornike said...

მმ ისა, მე სურათმა უფრო დამაინტერესა ვიდრე სკოლის თემამ და რა ხდება იქ? :D

Katten försvann said...

keti- მიხარია ერთ სკოლამოძულეს მაინც რომ ”ვიცნობ” :)

tornike- გოგოები არიან და სვავენ რაცხას :)

ნინი said...

სულ მეცინება, რომ მახსნდება სკოლის ბოლო წლებში უფროსების ნათქვამი: მოგენატრება ეს დროო. რატომღაც არასოდეს მქონია ნოსტალგია. სტუდენტობაც არ აღმოჩნდა "გადასარევ-გასაგიჟებელი" რამე. ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ეტაპია სკოლაც და უნივერსიტეტიც. ახლა რომ მითხრან სკოლის ასაკის პერიოდში დაგაბრუნებთო, თავს მოვიკლავ. ძლივ მოვაღწიე აქამდე და ახლა უნივერსიტეტიდან რომ გავაღწევ, იმ დღეზე ვოცნებობ... ნეტა მერე რა იქნება? ალბათ სამსახურიდან ყოველდღიურ გაღწევაზე ფიქრი:)) (მეეჭვება სამსახურიდან საერთოდ გაღწევაზე ვიფიქრო, თუ მეღირსება როდესმე).

Anonymous said...

კიდევ კარგი ამ საცოდავი ბავშვებივით მეც 12წელს არ მომიხდა იმ რაღაცის ატანა და გაძლება, სკოლა რომ ჰქვია... მინდა გითხრა, რომ სკოლასთან და განსაკუთრებით ბანეტ–ბოლოზართან და სხვა მსგავს ვაკხანალიებთან დაკავშირებული ერთი ფოტოც კი არ მომეპოვება... სიმართლე გითხრა საგულდაგულოდაც არ მიზრუნია მათ "აორთქლებაზე", უბრალოდ იყო და არა იყო დაემართათ თავისთავად...

Chaotic said...

სკოლა ჩემთვის ასოცირდება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ულამაზეს პერიოდთან.

მაგრამ ბოლო სკოლა. ანუ, მეშვიდე კლასიდან.
:)

pink_panther said...

vai cudad var... ramdens gqoniat sashineli bavshvoba....
me skola ro ara exla megobrebi albat arc meyoleboda... universitetshi gacnobiltan megobrobas ra vutxari...
chveni klasi gamis 8_9 saatamde skolashi viyavit ....
da sul jgupurad vdvijeniobdit(tqven ro ar gevasebat) dasasveneblat tu gasartobad...

universitetshic sul ertmanettan gadaved gadmovedit da iqac ertad vart! voooooot!!

embrioni said...

skolas ra tqma unda aqvs tavisi mugamebi,ratomac gxydeba guli ro mtavrdeba da ggonia ro mogenatreba...bolo-bolo chamoyobalibebis process emtxveva skola da eg periodi kide me tu mkitxavs akci,yvelase mnishvnelovania,mara me sastikad ar miyvarda skola da ro davamtavre ise mikvirda vigaceebi skolis ertgulebis fics ro debdnen...

Anonymous said...

skola, chemi usayvarlesi adgilia. iq gatarebuli wlebi xom saertod... me kerdzo skolashvi vscavlobdi sxvatashoris raionshi da xom icit iq rogorc xdeba yvela yvelas enatesavemgobreba... garda amisa 11 weli mxolod 10 bavshvi viyavit erti orjer gadmovidnen da isev cavidnen ... dzaan gviyvars klaselebs ertmaneti. im ati bavshvidan 7 dgesac isev ise dzveleburad ganvagdrzobt urtiertobas tumca patara cvilebebi ra tqma unda axlavs yvelafers, zogma ojaxi sheqmna, zogic sazgvargaret camovdeit sascavleblad (ar var saqartveloshi amjamad) da ase shemdeg ... aq yofnas da nostalgiur shemotevebs chemi usayvarlesi bavshvobis 7 megobari mimsubuqebs xooda 7ve klaselia ... madloba am statiistvis exla ucbad 5 wlit ukan gadavinacvle :)))