May 11, 2009

მუსიკა მინდა :)

როგორც იქნა გავარღვიე მანკიერი წრე და დავიწყე სირბილი!
დღეს საღამოს 20 წუთი ”ვირბინე”. ვიბინე რა, ჩარბენა ადვილი იყო მაგრამ ამორბენაზე რა მოგახსენოთ, ძლივს ამოვაღწიე სახლამდე - 5 წუთში ჩავირბინე და 15 წუთი უკან ამოსვლას მოვანდომე :(

მივხვდი რომ დასუსტებული ვარ, ძალა არ მაქვს. ვბერდები ალბათ:D :D ჰეჰეე, ვხუმრობ, უბრალოდ ისევ უნდა დავიწყო რეგულარული სირბილი. გადავწყვიტე რომ თავს ძალა არ დავატანო და დასაწყისისათვის კვირაში მინიმუმ ორი დღე მაინც ვირბინო იმდენი ხანი რამდენსაც შევძლებ.
შევადგინე უახლოესი ორი თვის გეგმაც:
1. დავიწყო რეგულარულად სირბილი
2.დავიდე სამოც კილოგრამამდე
3. ჩავდგე ფორმაში, პლიაჟზე რომ გავალ ”ყველაფერი თავის ადგილზე იყოს” და რაც მთავარია ცურვა შევძლო იმ დისტანციაზე რამხელაზეც მინდა.
4. რაც შეიძლება კარგად დავამუშავო ხელის კუნთები, რომ აგვისტოში აფრის დაჭერა შევძლო!


ჯერჯერობით არ ვიცი რა მუსიკას ვუსმინო. თქვენ თუ გაქვთ რაიმე აზრი, რა მუსიკა გამოდგება სირბილისათვის ენერგია და სტიმული რომ შემმატოს? ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ რამეს მირჩევთ. გარდა ამისა ძალიან მადლობელი დაგრჩებით სირბილთან დაკავშირებით რაიმე პრაქტიკულ მინიშნებასაც თუ მომცემთ.

28 comments:

CheshireCat said...

am cuts vusmendi. naxe aba. chemtvis zalian energiulia
http://www.youtube.com/watch?v=TntXy36euYQ

No Dar 7th said...

რავი შენ თუ მოგეწონება მაგრამ სირბილის დროს ყველაზე კარგად evanescence, rasmus, linkin park და The offspring მიდის. მაგათ რო ვუსმენ დრო ჩქარა გადის დაუფრო ადვილად ასრულებ გეგმას.

თუ მერე განტელებითაც აპირებ ვარჯიშს ხელის კუნთებისთვის მაგას უფრო ელქტრონული მუსიკა უხდება..

ხო უფრო მეტი რომ დაიკლო მე როგორც ვიცი 3 ბანანი უნდა ჭამო ყოველ დილით.

თუ გარეთ დარბიხარ და გაინტერესებს რამდენ კალორიას წვავ შეგიძლია nike+ –ის ბოტასების ყიდვა და ipod nano ზე გიწერს რამდენი დაწვი, გაიარე და ასე შემდეგ =) ბოტასებიც ვიდჯეტები გახდა +)

Katten försvann said...

CheshireCat - მომეწონა მაგ სიმღერა.

No Dar 7th - გარეთ დავრბივარ. დარბაზებს ვერ ვიტან,დახუთულად და ცუდად ვგრნობ თავს.
განტელები არ მაქვს ჯერ ჯერობით, და თუ არ დამცინებ გეტყვი რომ ორლიტრიანი სავსე ბოთლებით ვამუშავებ მკლავებს + რაიმეს ვუყურებ მალითად ”დარიას”

მუსიკა სირბილისათვის მინდა :)შენ დადებულ ჯგუფებს დავათვალიერებ ახლა.

პ.ს. ბანანზე უცნაური რამე დაწერე, მე როგორც ვიცი საკმაოდ კალორიული ხილია, მგონი ხურმას მერე მეორე :D

თათია said...

ვა, ბოტასები რა საინტერესოაა.

რაც შეეხება სირბილს, მე მშურს შენი :D
იმედია მომავალ უკომპიუტერობის კვირაში ცოტა მაინც დავიტვირთები ფიზიკურად.

გეგმა#4 - აფრის დაჭერა მაგარიაააა.

No Dar 7th said...

katten

რავი ბანანზე აქ ვნახე და მომეწონა, რამდენად მაგის ბრალია არ ვიცი ჩემი ფორმა მაგრამ გასუქებით არ მასუქებს რა =)

http://www.howcast.com/videos/81453-How-To-Lose-Weight-With-the-Amazing-Japanese-Morning-Banana-Diet

===

რაც შეეხება ბოთლებს ეგ თბილისში კარგად ცნობილი მეთოდია =)

ხო gym დახუთულია მაგრამ ესეთ ამინდში სირბილს როგორიც აქაა ეგ ჯობია..

===

ისე შენ ხო არ იცი რამე პირდაპირი კავშირი არის კალორიების დაწვის და წონის შორის? აი მაგალითად რამდენი კალორია უნდა დაწვა რო 1 კგ დაიკლო? ;)

Katten försvann said...

No Dar 7th - აზრზე არ ვარ. არასდროს არ მითვლია კალორიები, არც ჭამისას და არც ვარჯიშიsას :D ერთი ვიცი რომ ერთ ერთი ამერიკელი ფიტნეს ”დივა” წერდა, არ აქვს მნიშვნელობა რას ჭამთ შოკოლადს, პურს თუ ხორცსო, კალრია კალორიაა და რიგან მიიღე ცილისგან, ცხიმისგან თუ ნახშირწყლებიგან ნაკლებად მნიშვნელოვანიაო :D :D

ხო ცუდ ამინდში შიგნით ჯობია, მაგრამ საბედნიეროდ გამოდის ამინდი უკვე :)


თათია - და სენ რა გიშლის ხელს რომ ირბინო? მითუმეტეს მარტო არ ხარ. ერთად უფრო სახალისო იქნება.

killer said...

მე დავრბოდი ხოლმე...
ეხლაც ძალინა მინდა ვირბინო მაგრამ საოცრად გადატვირთული ვარ და ჯერჯერობით მინდა სახლში მაინც ვივარჯიშო 15-20 წუთი ხოლმე...

რჩევები რა ვიცი...
მთავარია სწორად სუნთქვა.. მე მერე მეორე სუნთქვა მეწყებოდა და უკვე მანძილს მნიშვნელობა არ ქონდა.
ანუ ”სწორ სუნთქვაში” ვგულისხომ ცხვირით შესუნთქვა და ამოსუნთქვა პირით და ნელა ნელა... (დაახლოებით სინდი კორუფორდისეულად, როცა ვარჯიშობდა) ოღონდ აუცილებლად ერთიდაიგივე რიტმში უნდა ხდებოდეს სუნთქვა შეძებისდაგავარად.
ანუ ის სუნთქვის რიტმი რომლითაც დაიწყებ, ეცადო რომ შეინარჩუნო, ხოდა რომ გგოინია რომ ვსო და ”ადიშკები” გეწყება, ამ დროს იხსნება მეორე სუნთქვა.
ხო, ის, სანამ სირბილს დაიწყებ, უნდა იარო და მერეც არ შეიძლება უცბად გაჩერება. სირბილი გადაიყვანე სიარულში და იარე კიდევ ცოტა ხანი.
დანარჩენი თუ რამე გამახსენდა გეტყვი. :)

Katten försvann said...

killer - დიდი მადლობა. სუნქაზე კაი რამ მითხარი, შევეცდები შევინარჩუნო!
დაწყება - დამთარებას კი სიე ვაკეთებ როგორც შენ თქვი, ელემენტარული კინტი რომ გახურდეს :)

Keti said...

ერთი თვის წინ დავიწყე სირბილი, მაგრამ ფეხი ვიტკინე და დროებით შევწყვიტე...
კარგი რამ არის.

Katten försvann said...

Keti -რა მოგივიდა ფეხზე?

Keti said...

კოჭთან მტკივა, შემისივდა.
ისე მე მეტი მომივიდა მგონი – ყოველდღე დავრბოდი. დასაწყისისთვის კვირაში ორი, ან სამი დღის შერჩევა სჯობს.
სუნთქვაზე killer–ს ვეთანხმები, მე ასე ვაკეთებდი.

Katten försvann said...

Keti - უფრო არასწორედ დადგმულ ფეხს ჰგავს შენი ტკივილი. (გასულ გაზაფხულს ყოველ დღე დავრბოდი და არაფერი მტკიოდა)


იმედია მალე აღიდგენ ფეხს განაგრძობ სირბილს :) :*

Keti said...

ჰო, ალბათ ასეა:(
მეც იმედი მაქვს, ძალიან მომწონს სირბილი..
:*

ქოქი said...

ეჰ, როგორ მშურს ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთ თავს შთააგონონ სასარგებლო საქმის კეთების აუცილებლობა :( მგონი, რაც ასე თუ ისე შეგენებული ცხორება დავიწყე, მას შემდეგ ვიწყებ ვარჯიშს და გადავდივარ დიეტაზე, ოღონდ მარტო "ვიწყებ" და "გადავდივარ" და არა "დავიწყე" და "გადავედი" :(

Katten försvann said...

ქოქი - დაიწყე. დღესვე და მერე ყოველ კვირას შედეგები შეაჯამოთ ხოლმე გინდა?

Nikoloz said...

"მუსიკა მინდა :)"

unedrworld, anderworld, anderworld!

http://www.youtube.com/watch?v=L5fZawx5SoU

http://www.youtube.com/watch?v=K7Pts7AljZQ

http://www.youtube.com/watch?v=o-qo3umsFX8

esec chemi dikografia shemidzlia gowilado nebismieri albomi :)

http://s53.radikal.ru/i140/0905/c8/15e65ecceac8.bmp

ქოქი said...

თანახმა ვარ :) ახლავე ვდგები და მივდივარ სავარჯიშოდ! :) ოღონდ დასაწყისისთის მცირე ხნიანი სეანსი იყოს რა, თორე ხვალ კუნთების ტკივილი მომკლავს :)

nati kuda said...

zalian minda vcxovrobde sadme iset adgilas,rom gamit, zilis win shevzlo sirbili. mere daglil-nasiamovnebze zilit iseti magaria.. axla iset mtagorian adgilze vcxovrob, davitexav fexebs :(

Katten försvann said...

nati kuda - მთაზე არა მაგრამ გორაკზე კი ვცხოვრობ. ამიტომ ვტქვი ჩარბენა ადვილია და ამორბენა გამიჭირდა თკო :) გზები არაა დაგებული?

ქოქი - არა თავს ნუ დაატან ძალას თორემ სულ შეგძულდება მერე. მეც მასე ვიზავ დასაწყისისთვვის რომ არ შემძულდეს.

Nikoloz - გაიხარე! გადავხედავ ახლა :)

Sophie Golden said...

მე ახლა აუზზე ვაპირებ მისვლას, სირბილი რაღაც არ მიზიდავს, ჩაყვინთვა და თავისუფლება მინდა, ცურვის დროს კიდევ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. მიხარია, ჯანსაღ ცხოვრებას რომ ვიწყებთ ;)
Good luck :)

Katten försvann said...

Sophie Golden - აუზიც კარგი იდეაა :) ცურვა მეც მიყვარს მაგრამ გახსნილ სივრცეში :)
წარმატება შენს წამოწყებაში!

supernatural said...

mec daviwye dges sirbili dilit shvidis naxevarze me da chemi mezobeli davrbodit miuxedavad wvimisa kmayofilebi vart naxevari saati virbinet da dz kai iyo xvalindel dgesac velodebi darwmunebuli ar shedegi kai iqneba mere drosac gavzrdi sirbili dzalian sasargebloa

Secrets said...

Witch Doctor - U eh U ah ah Teng Teng wallawalla Bang Bang :D

Secrets said...

@ჩეშაია

უჰუმ მიუზ ყულზ :>

Katten försvann said...

supernatural - რა კარგია მარტო რომ არ დარბიხარ, ვინმესთან ერთად უფრო მხიარულია ვიდრე მარტო.

დილით სირბილი არის უმაგრესი. გასულ წელს დილით დავრბოდი ხოლმე, და მერე ლექციებზე მივდიოდი 9 საათისთვის. უმაგრესი იყო, მაგრამ ახლა დილაობით უბრალოდ მკვდარი ვარ.

Chaotic said...

ჰეჰ, მეც დავრბივარ, უკვე 1 თვეა. მაგრამ კვირაში ერთხელდა პირველ გარბენასთან შედარებით ისე აღარ მივარდება ენა 2 წუთი სირბილისგან. :D

Katten försvann said...

Chaotic - რა კარგიაა. ერთი დღე ჯობია ვიდრე საერთოდ არაფერი.

Leonard Shelby said...

თუ ენერგიული გინდა რაიმე აგერ http://www.youtube.com/watch?v=2W_hEdt1Xes ეს ნახე. სიმღერის ტემპს უნდა აყვე. ჯერ ნელა მიძუნძულებ და ნელ-ნელა უმატებ ტემპს, ბოლოს სირბილზე გადადიხარ :P Arctic Monkey-ს სხვა სიმღერებიც გამოგადგება, თუ კი წყალობ ამ სტილის მუსიკას საერთოდ :)