May 9, 2009

მისს ლამაზი მორალი

როგორ წარმოგიდგენიათ სილამაზის კონკურსი მუსლიმანურ ქვეყანაში? რას ფიქრობთ რა კრიტერიუმებით შეიძლება კონკურსანტების შერჩევა და გამარჯვებულის გამოვლენა?რა კატეგორებში ეჯიბრებიან ერთმანეთს კონკურსანეტები, რადგან ვერ გამოვლენ ბიკინით, საღამოს კაბებით და ა.შ. მათი ერთადერთი სამოსი ნებისმიერ კატეგორიაში შავი ჩადრია.

ამ საკითებზე ვფიქრობდი რომ ერთ ერთ გაზეთში სტატიას გადავაწყდი საუდის არაბეთში სილამაზის კონკურსის ჩატარების შესახებ. ორგანიზატორები ამბობდნენ რომ კონკურსანტებისათვის მთავარია შინაგანი სილამაზე და მორალი. ამიტომ ალბათ ამ კონკურს სახელად "მისს ლამაზი მორალი" უფრო შეეფერება.

ძალიან დამაინტერესა მორალის შეფასების კრიტერიუმებმა. მორალი დაკავშირებულია ტრადიციებთან, კულტურასთან და ყველაზე მეტად რელიგიასთან ამ შემთვევაში ისლამთან. დარწმუნებული ვარ ყველა გოგონამ იცის ყურანი და მისი პრინციპები, მაგრამ ჟიურის მიერ როგორ ხდება საუკეთესო მორალის შეფასება მაინც ვერ გავიგე. თქვენ თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება?

21 comments:

ჩორვენი¹³ said...

debatebit :D

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ :D

Sophie Golden said...

საკმაოდ საინტერესოა და მომწონს კიდეც იდეა :) სილამაზის კონკურსს კი მირჩევნია მილიონჯერ, you know ;) :D

Katten försvann said...

Sophie Golden -იდეა რა, სხვა გამოსავალი არ აქვთ და როგორც შეუძლიათ ისე აკეთებენ :D

მაგრამ მორალის შეფასების კრიტერიუმი მართლა მაინტერესებს, როცა 200 გოგოდან ყველამ ზეპირად იცის ყურანი, და სტანდარტულ კითვაზე სტანდარტულ პასუხს გასცემს ალბათ. რა ვიცი

თათია said...

ჰეჰ. მართლა ყველამ ზეპირად იცის ყურანი?
ალბათ მართლა დისკუსიებით, ან რაღაც სააზროვნო კითხვებით, სიტუაციური ამოცანებით და ა.შ.
:D

Anonymous said...

albat mxis tembrit ircheven gamarjvebuls :)

უსახელო said...

ტელეპატები უნდა იჯდნენ ჟიურში და კონკურსანტების თვალებში ამოიკითხონ ვის უფრო დიდი მორალი აქვს. მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. :)

გვირილა said...

მორალით ადამიანის გამოვლენა ცოტა პრობლემატური მეჩვენება. მე შეიძლება ყურანი ზეპირად ვიცოდე, მაგრამ მაინც არ ვიყო მორალური ადამიანი. თუ ჭკვიანი და ინტელიგენტი ვარ, შემიძლია თავი მორალურად მოვაჩვენო (გამარჯვების მიზნით, ცხადია), მაგრამ სინამდვილეში არ ვიყო ის, რაც მათ ჰგონიათ რომ ვარ.

ისე მორალური კონკურსი საინტერესოა... დიდი სიამივნებით ვუყურებდი.

Katten försvann said...

გვირილა - სამწუხაროდ არ წერდნენ კონკურსი გადაიცემა ტელიკით თუ არა. გარდა ამისა მორალის შეფასების სიძნელე ერთია და ვინც აფასებს იმათი მორალური დონე კიდე სხვა.
მოკლეთ სრული ქაოსია მე თუ მკითხავ :D

გვირილა said...

Katten försvann

ეგ რა თქმა უნდა კიდევ სხვა საკითხია, რამდენად მორალურია თავად ჟიური... თან მორალი ისეთი რაღაცაა, რისი ერთმნიშვნელოვანი განმარტებაც ძნელია - ყველა კულუტრასა და საზოგადოებაში სხვადასხვა მორალური კრიტერიუმები არსებობს. ასეთი შორს წასვლა არც კი მჭირდება, ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური წარმოდგენა გააჩნია მორალზე. მოკლედ სადაო საკითხია ჩემის აზრით...

ისინი ვინც ვერ იმარჯვებენ მერე "არამორალურები" არიან? *ლოლ*

მე კიდევ ერთი კითხვა დამებადა: როგორ გამოიყურება საუდის არაბეთის ქალების საპასპოტრო სურათები? იქაც ჩადრით სხედან? თუ კი, როდორ ხდება იდენტიფიცირება?

Katten försvann said...

გვირილა - hahaa, მაგ სურათებზე მეც ბევრი მიფიქრია :D :D აზრზე არ ვარ. მხოლოდ თავსაბურს რომ ატარებენ მასეთებს კი ვიცნობ მაგრამ მხოლოდ თვალები რომ უჩანთ ეგეთებს არა.
ისე შემიძლია გავიგო, ჩემ ამხანაგს უნდა ვკითხო :D

lasharela said...

ინტელექტს როგორ ადგენენ? IQ ტესტით ხო?


ისე ეხლა დავფიქრდი... ქურდულ სამყაროში როგორ ადგენდნენ შენს "მორალს"

დიიიიიიიიიიიახ.... ჩამჭრელ შეკითხვებს დაუსვამდნენ :)

Katten försvann said...

lasharela - კი ინტელექტს მასე ვადგენთ :D :D

ჩამჭრელი მორალური კითხვების იდეა საინტერესოა :D შეგიძლია ერთი მასეთი კითვა გვითხრა? :)

daliela said...

მაღალზნეობრივი მიხვრა -მოხვრა,სიარული,ხმა.

მორალი ყველგან იგრძნობა ამხანაგებო :D

lasharela said...

კი :) (მაღლივსი ამ ისტორიებს მაინც ვსწავლობდი სხვა თუ არაფერი :) )

ერთხელ თურმე ერთმა ქურდმა, იმდენი ქონება დააგროვა რომ სახლს გისოსები დაუყენა.
სხვა ქურდები სტუმრად რომ მივიდნენ და გისოსები ნახეს,

– "გისოსები რატომ დააყენე, ქურდი ხარ და გეშინია არ გაქურდონო?"
– "არა ძმებო, უბრალოდ ციხეს მაგონებს და იმიტომო" მიუგო გონებამახვილმა ქურდმა :) :D :D :D

არა ეს ისტორია მორალზე არ ამოწმებს უფრო გონებამახვილობაზე, მაგრამ მოსაყოლად მაინც ღირდა :)

Katten försvann said...

lasharela - namdvilad ginebamaxviloba ufroa vidre morali, magram chkvianuri istoriaa friand.

madloba :)

lasharela said...

თქვენი ქმარი რომ კვდებოდეს და მისი სიცოცხლის შენარჩუნება რომ შეგეძლოთ, ოღონდ ამისათვის მას უნდა უღალატოთ როგორ მოიქცეოდით?

შიშველი რომ აღმოჩნდეთ უკაცრიელ ადგილას, და იქვე "უხამსი" ტანისამოსი რომ ეწყოს, შიშველი განაგრძობდით დასახლების ძიებას თუ უხამსი ტანისამოსით (იგულისხმება, ტანგა და ა.შ.)

:)

აი ჩამჭრელი შეკითხვები დაახლოებით ასე ჟღერს...ნახე, მორალი და მისი ჭიდილი ამ მორალთან... ყურანი და ჩადრის მნიშვნელობა სიღრმისეულად თუ არ გესმის, ნაბიჯი იქეთ, ნაბიჯი აქეთ და წააგე :)

Katten försvann said...

lasharela - მაღალი მორალის მქონე ადამიანები მხოლოდ ზემორალურ კითვებს სავენ, ასე რომ ტანგები გამორიცხე :D :D

პირველი კითვა საინტერესო და ჩამჭრელია :)

გვირილა said...

lasharela

ასეთ კითხვებს "სწორ" პასუხს ვერ გასცემ. ჩემის აზრით მნივნელოვანია დასაბუთება - რატომ გირჩევნია უღალატო, ვიდრე მოკვდეს ან პირიქით, რატომ გირჩევნია მოკვდეს, ვიდრე უღალატო. თუ დამაჯერებლად და ლოგიკურად დაასაბუთებ, ჩაგეთვლება კიდეც...

მაგ. ასეთი ქმედება ღალატი კი არა მსხვერპლია, რომელსაც უძვირფასესი ადამიანის სიცოცხლისთვის იღებ ან კიდევ, სავარაუდოდ უფრო მორალური მათი თვალთახელვიდან - არაფრის გამო არ შეგიძლია ცოლ-ქმრული სარეცელის შებღალვა, რადგან ეს შენს სულს უფრო მძიმედ დააწვება, ვიდრე ქვრივობა... *ლოლ*
მაგრამ თუ შენი "ჩაჭრა" უნდათ, ყოველთვის იპოვნიან საპირისპირო კითხვას.

Keti said...

ამ პოსტს არ ეხება, მაგრამ... ამერიკელისთვის დაუბრუნებიათ გვირგვინი :)
http://omg.yahoo.com/news/trump-miss-calif-carrie-prejean-to-keep-her-crown/22414?nc

Katten försvann said...

Keti - მეტ ნაკლებად კი ეხება.საინტერესო სტატიაა!
მადლობა :)