May 8, 2009

თანამედროვეობის "გმირი"

ჩვენ ვართ დიდებული მოვლენის მოწმენი, მოწმენი იმისა თუ როგორ იქმნება ისტორია და რაც მთავარია - როგორ იბადება გმირი.დარწმუნებული ვარ მიმიხვდით ვისზე ვაპირებ წერას.

თუ ამ ადამიანის შემოქმედებით გზას გადავხედავთ დავინახავთ რომ ის არ ყოფილა გამორჩეული მუსიკოსი, ან მსახიობი, არამედ ერთ ერთი რიგითი ”ხელოვანი” იყო, ისეთი როგორც უამრავი სხვა ჩვენს მზიან ქვეყანაში. მაგრამ თურმე ხელოვან ადამიანებსაც უჩნდებათ გმირობის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ როცა საკუთარ საქმიანობაში არც ისე კარგია. ხოდა აი აქ, ამ მომენტში იწყება ყველაფერი :)

რას აკეთებს უცნობი მიზნის მისაღწევად ანუ გმირად გადასაქცევად?

1. საკუთარი ნებით ჯდება იმპროვიზირებულ ციხეში. თუ აქამდე მის კონცერტებსა და წარმოდგენებზე ბევრი არ და ზოგიც ვერ მიდიოდა, ახლა სტუდია მაესტრომ დაუთმო ტელესივრცე, და უცნობს შეუძლია თავისუფლად ჳტამაშოს ის როლი რომელიც მას გმირად გადააქცევს

2. გიამ გმირობის საუკეთესო მოწოდებებად აირჩია არა ”აღმშენებლობითი მონოლოგები” (ნუ ეს ვისი პლასტიკნაა თავად იცით) არამედ პირიქით დესტრუქციული და ნგრევითი მონოლოგ-დიალოგ მოწოდებები. (აი აქ ძალიან მიკვირს რა მოეწონა ხალხს)

3. გია სახალხო დამცველმა გადაწყვიტა ”გველეშაპის კოშკიდან” გამოიხსნას სამი დატყვევებული, მიუხედავად იმისა რომ დატყვევებულნი მართლა არიან ხულიგნები.


4. უცნობი გადის ქუჩაში, და საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აგდებს საფრთხეში და მიემართება ”გველეშაპის კოშკისაკენ”, ხტება ღობეზე მიუხედავად იმისა, რომ იცის იქ ძაღლები არიან და ტრაკს მოაჭამენ. მოლოდინის მიხედვით ტრაკზე და არა მარტო, გიასაც და სხვებსაც კბენენ.(ჩემი აზრით აქა თავშეკავება უნდა გამოჩინთ და მანამ სანამ ცემა ტყეპა სროლაზე გადავიდოდნენ, უბრალოდ დაეკავებინათ კანონდამრღვევები)

5.1,2,3, და 4 პუნქტებშ განხილული ქმედებების გამო ხალხის თვალში გია არის ახლადშობილი გმირი!

ოდა ვზივარ ახლა და ვფიქრობ, რა ადვილია გახდე "გმირი" ქვეყანაში სადაც დავიწყებულია ნამდვილი გმირობის არსი!

11 comments:

Alexander said...

გმირი არა კუტუ, თითქოს შემი მოყვანილი იყოს მიშა. უცნობი აფერისტია, რომელმაც არ იცის რა აკეთოს, ბანძი ბლაყა–ბლუყის გარდა "შემომედებაში" არაფერი გამოსდის, ხო და გადაწყვიტა ცოტა ხნით გმირი გამხდარიყო, მერე შეხედა, რო ხალხს მატარებლობანას თამაში უყვარს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, და გაუსწორდა.
მე ვფიქრობ, რომ ჯობია საერთოდ ყველგან და ყველაპერში ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ნუ მიძვრება იქ სადაც არ ეკითხებიან, და ნუ ტირის, როცა ძარლები ტრაკზე კბილებს დაამჩნევენ. ვოტ. :)

utvino said...

გმირობა ამ ქვეყანაში სააკაშვილის ხელში იქცა შედარებით ცნებად, როცა 3 იდიოტი სტუდენტი გამომიცხადა გმირებად და წურწუმიებს და ა.შ. ღირსების ორდენები უბოძა.

ცოტნე დადიანი შენთვის არის გმირი?

nikaiverioni said...

საცა კირკიტაძე გმირად არის შერაცხული, ხოლო წკრიალაშვილი და წურწუმია ღირსების ორდენს ატარებენ, იქ
უსამართლობა იქნება ლევანსაც არ დაუფასდეს „ღირსეული საქციელი“.
ლევანა რა, გუშინ ის 3 ბანდიტიც გამომიყვანეს გმირებად(მედგრად გაუძლეს თურმე წამებას და ქართველობაზე უარი არ თქვეს )
ეჰ ხელისუფლებაც კაი დაუნია ამის თქმის საბაბს რო იძლევა.......

Sophie Golden said...

ყველანი გულისამრევები არიან. ძალიან ცუდადაა იმ ქვეყნის საქმე, სულ რომ გმირების ძებნაშია და თვითონ არაფრის ტ-კი არა აქვს. Hate'em all!

Katten försvann said...

Alexander - შენ კუტუ უძახე :ჵ და ბესელიამ გუშინ ”სრულფასოვან გმირად” შერაცხა :ჵ:ჵ

utvino - არა ამრტო გმირობა, არამედ ღირსებაც, ისე არიგებს ღირსების ორდენს, ნორმალურ ღირსეულ კაცს შერცხვება მისი მიღება :ჵ

nikaiverioni კიკიტაძეოო?? ჰეჰეე, ეს არ ვიცოდი, ეგ რაატომ შერაცხეს გმირად?
არც იმ სამ ბანდიტზე ვიცი, მაშინ ციხეში ვინც არიან ეგრე ყველა გმირი გამოდის :ჵ

Sophie Golden გეთანხმები, იმ ქვეყნის საქმე სადაც მხოლოდ გმირებასა და მტრებს ეებენ რაღაც ვერაა საქმე.

თქვენ არ გინდათ გმირობა? :ჵ:ჵ მოდი გადავვრეთ სადმე და მოგვანიჭებენ წოდებას :D

Secrets said...

შენ წარმოიდგინე, ჩემს კლასელს - 14 წლის გოგოს მობილურზე გია-გმირის სურათი უყენია უოლფეიფერად და ზარად ’საკანი 5’ ის მუსიკა.

ავატარზე სკაიპში უცნობი უყენია და ქვეშ ასეთი რაღაც უწერია სტატუსად:

’შენ ხარ ის კაცი ამდენი ხანი მე რომ ვარჩიე! ქვეყნის და რწმენის სადღეგრძელოდ რომ ავარჩიე’


რატომმმმ????????????????

Katten försvann said...

Secrets -მე არ ვიცი რატომ. შენ თუ კითხე მათ რატომ?

nikaiverioni said...

Katten försvann
კირკიტაძეს მოსვლია თურმე უთანხმოება ვიღაც რიგით ჯარისკაცთთან რაღაც საკითხზე (ზუსტად არ ვიცი რაზე). ხოდა ბლატნოი პარლამენტარს უგინებია რა ამ ჯარისკაცისთვის უსამართლოდ, მარა ბოლოს მიმხვდარა თავის შეცდომას და ბოდიში მოუხდია.
ახალგაზრდა ნაცი-ს საქციელით აღშფრთოვანებულმა ბელადმა მას თანამედროვეობის გმირი უწოდა. ამის მერე იწყება კირკიტას კარიერული აღმასვლაც.

„კიკიტაძეოო?? ჰეჰეე, ეს არ ვიცოდი, ეგ რაატომ შერაცხეს გმირად?“- ეეჰ განა ამის არცოდნა შეიძლება? :D ქვეყანა უნდა იცნობდეს საკუთარ "გმირებს" :D

Katten försvann said...

nikaiverioni - აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ რა ადვილია გმირობა ჩვენს ქვეყანაში :)

cartwheel said...

http://cartveli.blogspot.com/2009/05/56-7.html
informacia "pirveli xelidan"

Tiniko K said...

პოზიციასაც და ოპზიციასაც "აყვანილი" ჰყავს მოსახლეობა და არ გვაკლებენ "შოუებს" საკნებში და საკნებს გარეთ.. მართლა ამაღელვა 14 წლის გოგონამ, რომელსაც ასეთი პათოსით უყვარს გია. იმდია, როცა გაიზრდება, ერთი ირონიულად მაინც გაეღიმება თავის ახლანდელ კუმირზე.. არადა, მომავალი თაობა იმისთანა მაგალითებზე იზრდება, სულ არ გამიკვირდება, წურწუმია–წკრიალაშვილების მზეს იფიცებდნენ მალე საქრთველოში... ისე, რატომ არის საქართველოში "გმირის" და "ღირსების" ასეთი მდარე გაგება და ყველა მარტო სეირების ყურებაზე რატომ ვართ გადასულნი?!