May 7, 2009

სამი ხულიგანი

დიდი მადლობა საპატრიარქოს იმისათვის რომ ჩაერია სახემწიფოს პოლიტიკურ საქმეებში და შეეცადა დაძაბულობის განმუხტვას. ნამდვილად მისასალმებელია განსაკუთრებით იმ ყვეყანში სადაც ყველა თავს ვდებთ რელიგიურობაზე და ღმერთის სიყვარულზე, რეალობა კი სრულიად საპირისპიროს გვაჩვენებს, თუმცა არა ამაზე არ მინდა ახლა წერა.

როგორც ყველამ ვიცით სამი ახალგაზრდა, ”ვის გამოც” მოხდა მთელი არეულობა გუშინ 2009 წლის 6 მაისს გათავისუფლებულია. ახალგაზრდების თქმით მათ სცემდნენ და ერთ ერთს სახეზე ნაკვალევიც კი ეტყობა. ცემის ფაქტს თავითავად არ ვამართლებ მაგრამ ის რასაც უფრო მეტად არ ვამართლებ ამ ხულიგნების ციხიდან გამოშვებაა.

რატომ? დღესდღეობით ბევრი ხულიგანია იზოლატორში, რომლებიც ცემისთვის და ა.შ. არიან დაკავებულნი. ახლა წარმოიდგინეთ ყველა მათგანის მშობელი, მეგობარი, ამხანაგი და ა.შ.გამოდის ქუჩაში, უერთდება ოპოზიციას და ითხოვს ”შვილების” გათავისუფლებას. აი მერე რას ვშვებით?

თქვენი რას ფიქრობთ უნდა გაეთავისუფლებინათ თუ არა მელორ ვაჩნაძე , გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი?

p.s.
ახლა ვუყურე კურიერს, თურმე დაკავებულე
ბი ექსტრემალურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. და რას ელოდებოდნენ? სანატორიუმს?

14 comments:

hexe said...

არ ვეთანხმები საპატრიარქოს გადაწყვეტილებას
და ვფიქრობ რომ ხელისუფლებას არ უნდა გაეთვალისწინებინა მათი თხოვნა
რაც არ უნდა იყოს ისინი დამნაშავეები არიან.

და არავის არ აქვს უფლება ასეთი ფორმებით მოითხოვოს დამნაშავეების გათავისუფლება და მითუმეტეს ხელისუფლებამაც არ უნდა აჩვენოს რომ მათი ასეთი ულტიმატუმები დაკმაყოფილებული იქნება.

unaamarga said...

arc me vetanxmebi amat gatavisuflebas, yvela damnashavis adgili cixeshia. ramdeni vigac gaaprotestebs, patimrebi tu garet vushvit, kargad gveqneba saqme.

Dv0rsky said...

წარმოიდგინეთ, მაგ სამს ის ჟურნალისტი რომ გამოეჭირათ, როგორ ცემდნენ? ასე რომ, ერთი-ორი მუშტი ან წიხლი აიტანონ.

პოლიციელების მიერ ეჭვმიტანილების (ან დაკავებულების) ცემას არ ვამართლებ, მაგრამ ის ჟურნალისტი უფრო მესიმპატიურება.

Sal said...

gazis kamerashi egeni yvelani

No Dar 7th said...

თუ კანონზე ლაპარაკობთ, მაშინ არ უნდა ეცემათ ეგ ბავშვები ციხეში... თორე დასაჭერები კი იყვნენ !

რო ცემდნენ მაგიტომაც მოითხოვა საპატრიაქომ მაგათი განთავისუფლება..

hexe said...

ცემის ფაქტს არავინ არ ამართლებს, უბრალოდ არ უნდა გამოეშვათ!
მაგრამ შესაძლებელია ერთგვარი შიშის ფაქტორიც იყო სახელმწიფოს მხრიდან - მერე დაიწყებოდა პატრიარქის სიტყვას არ უსმენენო და ა.შ.

tatushka55 said...

ისეთი დებილობა დატრიალდა გუშინ რომ არც კი დამიწერია არც ერთი სიტყვა ჩემს ბლოგზე
ყელში ამოვიდა უკვე ეს წელიწადში 2ჯერ მიტინგები და არეულობები და ათასობით უსაქმური თბილისის ქუჩებში ერთად შეყრილი

Alexander said...

ჯერ ერთი ბავშვები არცერთია. თუ ის 15 წლის ვიგინდარა, რომელიც 10 წლით უფროს ჟურნალისტს თავში ურტყამს ბავშვია, მაშინ მე სინგაპურელი ვყოფილვარ.
მელორ ვაჩნაძე არანაირად ბავშვი არ არის, ეგ აქეთ გააუპატიურებს ვისაც გინდა, ჯეობარში სულ მუშტებზე იყუირებოდა და ქალებსაც ცხოველივით ექცეოდა. ის მესამე არ ვიცი და არც მაინტერესებს. მოცლილი ხალხია და ხელები ექავებათ, სპერმა ურტყამთ თავში და არ იციან, რომ ქალი თუ არ ყავთ, მარჯვენა ხელი მაინც მოიხმარონ.

საპატრიქრქოს მოწოდებას რაც შეეხება, ძალიანაც კარგი, რატომაც არა – მოუწოდა და გაათავისუფლეს, ახლა ნება იბოძოს და უბრძანოს ოპოზიციას რო ტრაკები დააყენონ და ნუ იჭიმებიან, თუ ტრაკი არ აქვთ. უბრძანოს, ხელისუფლებას თუ უბრძანებს, ამათ რატომ არ უნდა უბრძანოს? არ იქნება სამართლიანი???

ხო და სოფელიც აშენდება.

ntvare said...

abi glukoza da broceulis oynebic agar ushvelis am qveyanas :D

iasamani said...

არ უნდა გამოეშვათ
თუ სცემეს შეარგოთ ეგეც
თვითონ რომ ჟურნალისტს უტყაპუნეს ის კარგი იყო თურმე და მაგათთვის თითის დაკარება არ შეიძლება, დედიკოებს ნაზათ ჰყავთ თურმე გაზრდილი

@Alexander - +1

alex said...

იურიდიულად საინტერესოა დაირღვა თუ არა პროცედურა.საერთოდ რა სტატუსით გამოუშვეს? შეწყალებულების სტატუსით ვერ გამოუშვებდნენ იმიტომ რომ გასამართლებულები არ იყვნენ. არც თავდებით გამოუშვიათ, იმიტო რომ გამოძიება შეწყვიტეს. თუ იურისტი ვინმე ხართ იქნებ მიპასუხოთ.
მე როგორც ვიცი პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს სასჯელმისჯილი. მაგრამ არც პრეზიდენტს და არც მთავრობას უფლება არ აქვთ შეაჩერონ გამოძიება. (პატრიარქმა სწორედ მთავრობას მიმართა მიეღოთ პოლიტიკური გადაჭყვეტილება). ამათი საქმე კი გამოძიებაში იყო ჯერ.
იურიდიულად რატო და რა საბაბით შეწყდა გამოძიება?
Pშ: რა თქმა უნდა ეჭვმიტანილების ცემას არ ვამართლებ. მაგრამ რა? როგორიც ეჭვმიტანილები არიან ისეტივე ბნელები არიან იმ მილიციაშიც;

Keti said...

მათი გამოშვება უბრალოდ იურიდიული პროცედურის დარღვევაზე არ მეტყველებს, პრობლემა საკმაოდ შორს არის წასული!

lasharela said...

ტიბეტის ერთ სოფელში ერთი ბავშვი დაიბადა. ყველას უხაროდა, რა კარგი ბავშვიაო, რა კარგია რო დაიბადაო, ბერმა კი თქვა "ვნახოთო"...

შემდეგ ეს ბიჭი გაიზარდა, დაბადების დღეზე ცხენი აჩუქეს. ყველა ამბობდა რა კარგი ცხენი აჩუქესო, ბერმა კი ისევ ვთქვა "ვნახოთო"...

ბიჭი ჯირითის დროს ცხენიდან ჩამოვარდა, დაიმტვრა და სამუდამოდ ხეიბარი დარჩა. ყველა განიცდიდა ამ ამბავს ბერმა კი თქვა "ვნახოთო"...

შემდეგ ომი დაიწყო... სოფლის ყველა ახალგაზრდა ომში წაიყვანეს, მხოლოდ ეს ბიჭი დატოვეს... რა კარგია რომ ეს მაინც დარჩა სოფელშიო, ბერმა კი ისევ თქვა "ვნახოთო"....

Katten försvann said...

lasharela - რა საინტერესო ისტორია დაწერე.
ვნახოთ აბა :)