May 6, 2009

რაო რაო რამდენი მანქანაოო???

ყველასათვის ცნობილია რომ ეკონომიკური კრიზისი ფონზე ბევრ დიდ კომპანიას ასევე დიდი პრობლემები შეექმნათ ფინანსებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით კი მანქანების მწარმოებელი კომპანიები დაზარალდნენ და ზარალდებიან მათ შორის ფორდი + ვოლვო, ჯენერალ მოტორსი თავისი სააბით, ფიატი და ა.შ. მოკლეთ ამერიკაც და ევროპაც დიდ გასაჭირშია, განსაკუთრებით კი ჩეულებრივი ხალხი რომელიც იმის გამო რომ მანქანები არი იყიდება, წარმოება არ ხდება უბრალოდ სამსახურს კარგავს. ეკონომიკური კრიზისის ამ ფონზე მსოფლიოში ყველაზე იაფი მანქანები - Tata Nano კი რეკორდებს ხსნის.

Tata Nano ინდური წარმოების მანქანაა რომელიც დაახლობით 2000$ ღირს. ტევადობა 5 ადამიანი, მოტორი საკმაოდ პატარა, მაგრამ ქალაქში სამოძრაოდ საკმარისი, ბენზინსაც არ წვავს ბევრს. თუ სხვა კომპანიების პრობლემა ისაა რომ მანქანებს ვერ ყიდიან, Tata Nano პირიქით მანქანების წარმოებას ვერ ასწრებს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ბოლო ორ კვირაში 200 000 მანქანაა შეკვეთილი. (შედარებისათვის - სააბმა ორი წლის განმავლობაში გაყიდა ამდენივე მანქანა)

ამ სურათზე შეგიძიათ ნახოთ რატომ არის ეს მანქანა ასე იაფი:


რა უნდა ისწავლონ ევროპულ/ამერიკულმა მანქანების მწარმოებელმა დიდმა კომპანიებმა ინდური კომპანიისაგან? ალბათ მთავარი ის რომ ფასები ცოტა რეალური დაადონ მანქანას. როცა მსოფლიოში არის ეკონომიკური კრიზისი, და ხალხი უფრთხილდება ფულს, ალბათ ის დროა რომ სტრატეგიის შეცვლაზე იფიქროს კომპანიამ. გადაანაწილოს რესურსები და ხალხს შესთავაზოს ის პროდუქტი რისი ყიდვის შესაძლებლობაც მათ აქვთ.

თქვენ თუ შეიძენდით მანქანას რომელიც იცით რომ უსაფრთხოების მხრივ არც ისე საიმედოა მაგრამ სამაგიეროდ იაფია? რა კრიტერიუმებით აფასებთ მანქანების ავ-კარგიანობას?

3 comments:

Dv0rsky said...

პირველ რიგში, მანქანის ხარისხს ვუყურებ. მწარმოებელს საერთოდ. აქ, რაღა თქმა უნდა, უსაფრთხოებაც იგულისხმება.
ანუ, მაგალითისათვის, შკოდას ან ოპელს არასოდეს ვიყოლიებ.

მეორე - კომფორტი. ვინაიდან საკმაოდ მაღალი და ტანადი ;) გახლავართ, აუცილებლად კარგად უნდა ვეტეოდე მანქანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ყიდვის შესაძლებლობა არც განიხილება.
კომფორტში იგულისხმება ასევე სხვა დეტალები როგორც კონდიციონერი, ელექტროშუშები, ავტომატიკა და სხვა (თუმცა სავალდებულო არაა).

მესამე - ფასი.

ასე მარტივადაა.

თუ პირველი და მეორე პუნქტები მაწყობს, მაშინ შეიძლება ძვირიც გადავიხადო.

ან, პირიქით, ჯერ შეარჩიო მანქანა მესამე პუნქტის მიხედვით (ანუ იმ ფასის შესაბამისად, რამდენის გადახდაც შეგიძლია) და მერე გამორიცხვის მეთოდით მიაგნო ისეთ მანქანას, რომელიც პირველ და მეორე პუნქტებს დააკმაყოფილებს.

მაგალითი პრაქტიკიდან - ვეძებდი მანქანას (სედანს ან SUV) 4 000 $ ფარგლებში.
უნდა ქონოდა ავტომატური კოლოფი და კონდიციონერი.
უნდა ყოფილიყო გამოშვებული 1997 წლის შემდეგ.
სავარაუდო მწარმოებლები - Mercedes, BMW, Audi, Subaru, Mitsubishi, Mazda.
შედეგად ვიყიდე Mitsubishi Galant, 2000 წლის.
:კმაყოფილ:

killer said...

ევროპულ ქუჩებში სასიარულოდ, სადაც გიჟებივით არ დაქრიან და მანქანის გადასწრება პირად თავმოყვარეობას არ ურტყავს, წავა ინდური ნელად მოისარულე და არც თუ ისე უსაფრთხო მანქანა.
თბილისისთვს მაგი არ გამოდგება.
ისე მე მინდა მანქანის გამოცვლა, ჩემ ინება რომ იყოს არ გამოვცვლიდი მაგრამ ძალინა დამიბერდა :( ნაწილებს კიდევ ვერ ვშოულობ. 1989 წლის მიცუბიში ლანსერი მყავს. შემოიყვარდა იაპონური მანქანები მაგის გამო, მაგრამ დაბერდა ძალიან :(
შენ რა მანქანა გყავს თავად?

Katten försvann said...

Dv0rsky - შკოდა არ ვიცი, მაგრამ ოპელის ძალიან კმაყოფილი ვართ. ორი წლის წინ ისეთი ავარია გავაკეთეთ მანქანა ჯართში ჩასაბარებელი გახდა, ჩვენ კიდე ერთი ნაკაწრიც არ გვქონდა :)

Mercedes, BMW, Audi - ძალიან ძვირებია. Subaru, Mitsubishi, Mazda - კიდე შესწვდება ადამიანი :)

ავტომატიკა იყიდე?


კილერ, გიჟებვით ევროპაშიც დაჰქრიან, ქალაქს და ქვეყანას გააჩნია :) მაგალითად ჩვენი მოძმე იტალიელები :ჵ:ჵ ვერ გაიგებ ქართველი ზის საჭესთან თუ იტალელი :ჵ:ჵ:ჵ

ჩვენ ოჯახში გვყავს სააბი 9.5 სპორტ კომბი 2006. კარგი სტატისტიკა ჰქონდა და ვიყიდეთ მიტომ, თან ვოლვოსაგან განსხვავებით კიდევ შეიძლება გაეკაროს ადამიანი.