May 5, 2009

ბასრი კბილების ეფექტი

არსებობს უამრავი გზა იმისათვის რომ მივიღოთ ის რაც გვინდა - თხოვნა, გაპროტესტება, დემონსტრირება, ბრძანება და ა.შ. ამ პოსტში მინდა დავწრო არა პოლიტიკურ მოთხოვნებზე, დემონსტრაციებზე ან ბრძანებებზე არამედ უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებულ მეთოდებზე რომლებსაც მივმართავთ მაშინ როცა რაიმე სასურველის მიღება გვინდა, ან კიდევ როცა გვსურს საყვარელი და არა მარტო იძულება რამის გასაკეთებლად. ერთ ერთი ასეთი მეთოდია - დაშინება !

იმისათვს რომ დაშინების მეთოდმა გასჭრას უნდა ვიცოდეთ რისი ეშინია იმას ვისაც - ვაშინებთ :D თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან ჩემს მაგალითს რომელიც 100% ყოველთვის ჭრის. ჩემს ქმარს ეშინია ფიზიკური ტკივილის, ამიტომ როცა რამე მინდა ის კი ჯიუტობს მე ვეუბნევი - თუ არ გააკეთებ იმას რასაც გთხოვ, იცოდე გიკბენ. ხოდაააა, ისე არ უყვარს ჩემი ბასრი კბილები რომ უპრობლემოდ მისრულებს ხოლმე თხოვნებს. გაითვალისწინეთ - ასეთი მეთოდები ხშირად არ უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ ძალიან აუცლებელ შემთვევებში, თორემ ეფექტს დაკარგავს. :D

დარწმუნებული ვარ რომ თქვენც გაქვთ მსგავსი მეთოდები, ამიტომ დიდი სურვილი მექნება რომ გამიზიაროთ - თქვენ როგორ ახერხებთ საყვარელი ადამიანისაგან/ახლობელისაგან/მშობლებისაგან და ა.შ. იმის მიღებას რაც თქვენ გსურთ მათ კი არა ? :)

6 comments:

unaamarga said...

dashinebis metodi ar momwons, imitom rom, albat, ertxelac iqneba, im adamians vis mimartac viyenebt, yelshi amouva da getyvis, jandabas yvelaferi, rac ginda is qeni! me dziritadad darwmunebis metods mivmartav xolme. shedegebitac kmayofili var am etapze.

killer said...

არც მე მომწონს დაშჳნების მეთოდები...
ვცდილობ თუ რამე მინდა, დავარწმუნო ადამიანი, რომ იმასაც ეს უნდა.
ან მგონი ვიტყუები, იშვიათად რომ რამე მინდოდეს...
ბოლოს როდის რა მომინდა, ვერ ვიხსენებ.
ისე გარშემო ძალიან დამყოლი ადამიანები მყავს.
თუმცა მგონი ჩემი უფროსი შვილი გამოდგება ”მე მინდა -იმას არ უნდა”-სთვის. მე მინდა ორმ იმეცადინოს, იმას არა. ჯერჯერობით ჩემი ხათრი - ავტორიტეტი ჭრის. მერე არ ვიცი, რა იქნება.

Katten försvann said...

killer - მერე ალბათ აღარ გადჭირდება დარწმუნება რადგან თავადაც მიხვდება რომ სცავლა აუცილებელია.

unaamarga - ისეთ შემთხვევაში რას აკეთებ რცა შენი მოთხოვნა ალოგიკურია? :D

Keti said...

მსგავსი მეთოდი არ მაქვს. არ მიყვარს, იძულება არც ჩემ მიმართ, არც – სხვის.
ასეთ შემთხვევებში სრულიად ბლაგვი კბილები მაქვს :)

ახსნით მირჩევნია.

Katten försvann said...

Keti - არ ჭრის ახსნიტ ხანდახან :)
აი როგორ იცი, როცა რამის გაგება ubralod არ უნდათ კატეგორიულად :D

Keti said...

თუ მთლად ჩემ აზრზე არ გადმოვა, მაშინ რაღაც საშუალომდე მივდივართ ხოლმე :)
თუმცა, შეიძლება ნაწყენიც დავრჩე.
მოკლედ, რთულია ასე ზოგადად საუბარი, კონკრეტულ შემთხვევებს გააჩნია..