May 5, 2009

ჭეშმარიტად ქართული ტრადიციული

ვფიქრობ რომ ხინკალი არის ჭეშმარიტად ქართული ტრადიციული საჭმელი - შესახედავად ლამაზი, გემობრივი თვისებებით - გემრიელი და წვინიანი, სურნელი ხომ უკეთეს ვერ ინატრებს კაცი. ასე ვუღწერ ხომლმე ჩემს ამხანაგებს ხინკალს. :) ამ პოსტში მინდა გასწავლოთ ხინკალის გაკეთება :) მინდა თავიდანვე გითხრათ რომ ზოგადად ჩემი კულინარიული ხასიათის გამო, ხინკალის ფარშის გემო შეიძლბა უცნაურად მოგეჩვენოთ :) ამ შემთვევაში ისე მოიქეცით როგორადაც საჭიროდ ჩათვლით.

მაშ ასე, სანამ მზადება დაგვიწყია, იპრწკინეთ ტაკოებზე და მაღაზიაში ან ბაზარში წადით ხორცის საყიდლად. დაგჭირდებათ ღორის ხორცი 0.5 კგ და ძროხის ხორცი 0.5 კგ, ან მხოლოდ ცხვრის ხორცი 1კგ. ხორცი გადაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ან ბლენდერში აკეპეთ. თუ ეს მანქანები აქ გაქვთ მაშინ უბრალოდ 1კგ. ფარში იყიდეთ ღორი/საქონელი 50/50.

ახლა კი ავიკაპიწეთ მკლავები და დავიწყეთ მზადება:
1. ფარშის მომზადება: ფარშში ურევთ 2 თავ წვრილად დაჭრილ ხახვს, 3 კბილ დაჭყლეტილ ნიორს, 1 ცალს მწვანე ცხარე წიწაკას - საშუალო ზომის (აუცილებელი არაა) მარილი, პილპილი, ძირა გემოვნებით + ბაზილიკა. ამ ყველაფერს კარგად აურევთ და დადგავთ.

2.ვამზადებთ ცომს. აიღეთ თასი და ჩაყარეთ 1კგ. ფქვილი. ჩააყარეთ მარილი და ოდნავ თბილი წლით მოზილეთ მაგარი ცომი. ცომი მაშინაა მზად როცა დანის დასმაზე ფენებივით კვალს არ დატოვებს, არამედ ერთნაირი კონსისტენცია ექნება ჭრილში. დადეთ ცომი ფიცარზე და გადააფარეთ ხელსახოცი. დატოვეთ 30 წუთი. დროის გასვლის შემდეგ, ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ და 30 წუთი დატოვეთ.


3. ტექნოლოგია:
3.1
. აიღეთ დიდი ქვაბი, ჩაასხით წალი (ნახევარზე მეტი რომ გაივსოს), ჩააყარეთ მარილი და შემოდგით ცეცხლზე.
3.2 გამოიღეთ ფარში მაცივრიდან. ჩაასხით წყალი (ან ბულიონი თუ გაქვთ )და მიიყვანეთ სასურველ კონსისტენციამდე, აუცილებლად გაუსინჯეთ გემო მარილზე და პიპლილზე, თუ აკლია დაამატეთ. (ძალიან არ გაათხელოთ თორემ ვერ შეკრავთ ხინკალს, მგონი საუკეთესოა სმეტანის კონისტენცია.)
3.3.
გაყეთ ცომი ორ ნაწილად. თითოეული ნაწლი გააბრტყელეთ ასე 5 -7 მილიმეტრის სისქეზე და ამოჭერით ცომის სპეციალური საჭრელით ან კიდე ჭიქით. თითოეული მრგვალი ცომი კიდე გაბრტყელეთ კარგად და დაადეთ ფარში და მოუკარით თავი. რჩევა- ალბათ სახლში გაქვთ პატარა ლამბაქი ან უბრალოდ რაიმე ჯემის ან მურაბის ქილის თავსახური, გირჩევთ ცომის თავსახურის ჩაღრმავებულ ნაწილზე დადებას, უფრო გაგიადვილდებათ მოხვევა და ხინკალის წვენი არ გადმოიღვრება. მოხვეულ ხინკლებს ვყრით მდუღარე წყალში. რაიმე კოვზით ნაზად ამოურიეთ რომ ძირს არ მიეკრას და დატოვეთ მოსახარშად. ხინკალი მზადაა მაშინ როცა ისინი ქვის ზედაპირზე ტივტივებენ, მოხარშული ცომიც უფრო თეთრია.


ხინკალისათვის ყოველთვის ვაკეთებ არაჟნის საწებელას. ჩვეულებრივ არაჟანში ვყრი ბევრ კამას, ვამატებ მარილს, შავ წიწაკას და ბლომად ნიორს.

იმედი მაქვს რომ ყველაფერი დაწვრილებით დავწერე, თუ შეკითხვა გაგიჩნდათ ნუ მოგერიდებათ და მკითხეთ :) წარმატებულ ხინკლაობას გისურვებთ :)

11 comments:

ჩორვენი¹³ said...

good tips
mara ai yvelaze mtavari ar dagiceria :d
rogor unda moaxerxo rom naochebi bevri iyos?? :d

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ მაგი სუფთა ტექნიკის ამბავია. არ ვიცი როგორ დავწერო. შენ თუ იცი გვითხარი ფლიზ:)

utvino said...

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაგავიწყდა, ან უბრალოდ შენ არ უშვრები, მაგრამ ნამდვილ მთიულურ ხინკალს აუცილებლად უშვრებიან ძირას .

Kate said...

აუ კიდევ კარგი, შაბათს ბლოგერების შეკრებაზე მივირთვი, თორემ კინაღამ ელეთ–მელეთი დამემართა.

კარგია, რომ დაწერე თუთორიალი.

Katten försvann said...

utvino - ძირას ძააალიან იშვიათად ვუშვები ხინკალს. ერთადერთი რისთვისაც ვიყენებ მაგ სუნელს არის კუბდარი.

Chaotic said...

შენ ხარ სასტიკი!!!


ეს მინდოდა ახლა მე?



:(


სად ვიშოვო ახლა ხინკალი?

თათია said...

საჩემო პოსტიაა :jump: :jump: :jump:

აუცილებლად უნდა ვისწავლო ხინკლის კეთება ამ 4 თვეში :)

No Dar 7th said...

მმმმმმმმმმმ, დიდი მადლობა :)

ამ კვირაში შევეცდები გავაკეთო +)

Katten försvann said...

გვითხარი მერე როგორი გამოვა :)

Chaotic - მეც მინდა ხინკალი და როგორ იციი. არ ვიცი როდის გავაკეთებ. ალბათ გამოცდებს რომ მოვრჩები.

No Dar 7th said...

მაგრა გავერთეთ ამის კეთებაში =)


გარეგნობა არ აქვთ მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა :) ყოველ ამოღებაზე უკეთესი იყო..

http://www.facebook.com/photo.php?pid=1666236&l=3c2c73f7e1&id=578063908

მადლობა, კიდევ ერთხელ =)

Katten försvann said...

No Dar 7th როგორ გამახარე რომ გააკეთე:)