May 4, 2009

დილემა

ძალიან მიყვარს ცხოველები, ხანდახან მგონია რომ ადამიანებზე მეტადაც კი ... როცა ვხედავ ჩვენ ადამიანები რას ვუკეთებთ მათ უბრალოდ აგრესიული ვხდები. განსაკუთრებით აგრესიული კი რატომღაც ზოოპარკის ინსტიტუტის მიმართ ვარ.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თბილისის ზოოპარკში სიარული, ჩემი ფავორიტი იყო სპლიყვი ბაჩო რომლის გარდაცვალებას რამოდენიმე წელი ვგლოვობდი. გავიზარდე და ვცდილობ თავი ავარიდო მსგავს ადგილებს მაგრამ გუშინ მაინც წავედით შვედეთის ყველაზე დიდ ზოოპარკში რომელიც ქალაქ ბოროს-ში მდებარეობს. რა ვთქვა? ცხოველები კარგ მდგომარეობაში არიანთქო? თბილისის ზოოპარკზე უკეთეს მდგომარეობაში ალბათ კი.

დავიწყებ ისევ ჩემი საყვარელი სპილოებით. ეს და კიდევ 4 სხვა სპილო ცხოვრობდა ერთ ვოლიერში ზებრებთან, კამეჩებთან და სირაქლემებთან ერთად.


განსაკუთრებით შემეცოდნენ ველური კატები. ხანდახან ვფიქრობ რომ გადაჯიშებულნი არიან, ვოლიერიდან გარეთ რომ გაუშვა შიმშილით დაიხოცებიან. ლომები, გეპარდები და ციმბირული ვეფხვები თვინიერად იწვნენ, ფოცხვერები კი ნერვიულად დადიოდნენ აქეთ იქით. შემეცოდნენ. იმის ნაცვლად რომ თავისულად იყვნენ ცირკის რიჟიკებივით არიან და ართობენ მაყურებლებს ანუ ჩვენ.

აუცილებლად უნდა დავწერო დათვებზე. ის რაც აქ ხდება დათვებთან დაკავშირებით სრული უსამართლობაა. რამოდენიმე დღის წინ გაზეთში სტატია წავიკითხე - ზოოპარკებში დათვების რაოდენობამ იმატა და საჭიროა რაოდენობის კონტრლიო, ამიტომ ახალდაბადებულ დათვებს დიდი შანსი აქვთ რომ დააძინებენ. ევროპის სხვა ზოოპარკებს არ სურთ თურმე ახალი დათვი ბინადარნი. მე რაც არ მესმის რატომ არ შეიძლება ამ დათვების ტყეში გაშვება? იქ რაღაც შანსი ხომ მაინც აქვთ რომ გადარჩებიან?

ამ შიმპანზემ ძალიან ჩამაფიქრა. აი ასე იჯდა და აკვირდებოდა ხალხს. აშკარად ფირობდა რაღაცაზე, მაგრამ რაზე?


საერთოდ ჩევენ - ადამიანების სისატიკე მკლავს ცხოველების მიმართ, ის მტკივა რომ ისინი არაფერს გვიშავებენ, იმასაც კი ვერ ხვდებიან რას ვუკეთებთ. ის რომ ერთმანეთს ვერჩით მესმის, იმიტომ რომ თანასწორნი ვართ განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ამ საწყალი ცხოველებისაგან რა გვინდა? დღითიდღე ვრწმუნდები რომ ის დროა ზოოპარკის დანიშნულება შეიცვალოს, ვგულისხმობ რომ ზოოპარკი გახდეს არა ცხოველის ჩვენების ადგილი არამედ ადგილი სადაც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს ეხმარებიან გადარჩენაში.

თქვენ რას ფიქრობთ? ხედავთ რაიმე ალტერნატივას?

12 comments:

No Dar 7th said...

ხო ერთის მხრივ ვფიქრობ რომ დატყვევებული გვყავს ცხოველები, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს კარგად კვებავენ და ექცევიან.

მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ თავისუფლები უნდა იყვნენ და ველური სამყაროს წევრები იყვნენ.

ეხლახან ვკითხულობდი რომ აზიური სპილოები მხოლოდ 15 წელს ცოცხლობენ ზოპარკებში, ხოლო ველურ ბუნებაში 65–ს. შეიძლება მაგხელა განსხვავება არ იყოს მაგრამ 2ჯერ მეტი მაინც იქნება.
ანუ ეს ადასტურებს იმას რომ რაც არ უნდა კარგად კვებავდნენ ზოოპარკში თავისუფლების დროს უფრო კარგად არიან.

საერთოდ კარგი იქნება თუ დახურავენ ეხლანდელ ზოოპარკებს და დატოვებენ მხოლოდ კამპებს რომელიც ზოოპარკისავით შემოღობილი იქნება მაგრამ გაშლილი იქნება დიდ ტერიტორიაზე სადაც შესაძლებელი იქნება იმ ცხოველების თუ ფრინველების შენახვა რომელიც გადაშენების პირას არიან. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ რომ შექუმნან ისეთი გარემო როგორიც მათ ველურ პირობებში ექნებოდათ.

მაგრამ მაგ კამპები ევროპის ქალაქებში ვერ დაეტევა მემგონი და ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს. მაგრამ ვის ადარდებს მათი ეგეთი აზრდა როცა შეუძლიათ პატარა გალიებში ყავდეთ ჩაკეტილი და ამდენი მნახველით ფული შემოსდიოდეთ.

სულ მინდა რო მქონდეს სახლში აკვარიუმი და გალიაში თუთიყუში მაგრამ, იმიტომ არ მყავს, რომ მაგას ვუყურებ როგორც მათ დატყვევებას ჩვენი გულის გასახარებლად.. ეგოისტობაა რა...

Katten försvann said...

No Dar 7th - საფარი პარკებზე ამბობ ხო? მაგ აზრი მეც მომწონს მაგრამ ტერიტორიის გარდა ასევე დიდი რესურსი სჭირდებათ ადამიანებს ვგულისხმობ.

გარდა ამისა აღმოჩნდა რომ დატყვევებული ცხოველი უფრო დიდ ხანს ზოოპარკში ცხოვრობს ვიდრე თავისუფალ გარემოში და იცი რატომ? იმირომ რომ როცა ცხოველი მოხუცდება კბილები უფუჭდებათ, ისე ვეღარ დარბიან და შესაბამისად ვერ ნადირობენ, ამიტომ როგორც წესი შიმშილით ან რაიმე დავადებით კვდებიან, უკეთეს შემთვევაში უფრო ახალგაზრდები კლავენ. ზოოპარკში კი მენიუს უცვლიან და ზემოთხსენებული საფრთხეც ნაკლებია.

ვეფხვზე ეწერა 15 წელი ველურ ბუნებაში და ზოოპარკებში 20-25 წელიო. მაინც დიდი განსხვავებაა. თუმცა ტყვეობისთვის ძალიან მეცოდებიან და მეც ვფიქრობ რომ უკეთესია ველურ ბუნებაში იყვნენ, და რაც მთავრია დაცულად ბრაკონიერებისაგან.

No Dar 7th said...

ხო ვეფხვზე არ ვიცი მაგრამ სპილოზე პირიქით არისო, გამოკვლევამ ეგრე დაადასტურა.

მაგრამ უფრო ცოტასაც რო ცხოვრობდნენ, მეც ვფიქრობ რომ ჯობია თავისუფლამა იცოცხლონ.

გინდ ჩვენ მაგალითად ადამიანებს ხო გვირჩევნია 100 წელი თავისუფალმა ვიცოცხლოთ ვიდრე 200 დატყვევებულმა..

მემგონი ჯობია თავისუფლები იყვნენ და უფრო მეტი იმაზე იფიქრონ თუ როგორ დაიცვან ბრაკონიერებისგან. რაც შეეხება დაავადებებს, არის რაღაც ვაქცინები რომლებსაც უკეთებენ, გინდ animal planet –ზე რო ნახო, აძინებენ დახმარებას აღმოუჩენენ და მერე უშვებენ ისევ. თუ მართლა უნდათ დახმარება ჯობია ეგრე დაეხმარონ ვიდრე დამწყვდევით და ისე გამოკვებით.

მაგრამ იმდენი პრობლემებია ისედაც რომ მათთვის ჯერ ისე ვერ იცლიან ალბათ რომ ამხელა ყურადღება მიაქციონ.

Katten försvann said...

No Dar 7th - მეც მასე ვფქრობ. თავისუფლება მართლა უფრო მნიშვნელოვანია. ნეტა ტყვეობაში დაბადებული ცხოველები თუ გრნობენ რომ ტყვეობის გარდა კიდევ არსებობს ტყეები და მინდვრები და ა.შ. ?

თათია said...

გუშინ თბილისის ზოოპარკში პატარა სპლიყვი გალიიდან გამოვიდა და მოაჯირებს შორის დასეირნობდა. :)

Katten said...

თათია - ar miyvars am sityvis xmareba magram "mabodebs" spliyvebze. usayvarlesi da usixarulesi giganti "baby" ebi arian

ჩორვენი¹³ said...

zustad magitom ar davdivar zooparkshi da cirkzec uari vtqvi , adreul asakshive gavaproteste!
tumca vtvli rom zogierti arseba kak mminimum cota mainc unda iyolio diiiid volierebshi rom galaitad dampali brakonierebisgan daicva da ar gaacitelcigno! anu iyos shansi mati isev gazrdis gamavlebis da gavelruebis

Keti said...

არასდროს მიყვარდა ზოოპარკი. ყოველთვის თავს ვარიდებ იქ მოხვედრას, რადგან ამ ცხოველების ნახვა ძალიან მთრგუნავს.
რასაც შენ ამბობ – გადასარჩენად... ეს ერთგვარი დაცული ზონებია (უნდა იყოს), ანუ ნაკრძალები და ამის პრაქტიკა არსებობს.

ბაბისა said...

მეც ძალიან მიყვარს ცხოველები
ზოოპარკის იდეა არ მომწონს მართალია, მაგრამ რადგან მათი ნახვა აქ შემიძლია, მაინც მიყვარს ხოლმე გალიასთან დგომა, მათი ქცევის დაკვირვება და ბლაბლა..

სადაც ცუდად უვლიან და ცუდი პირობებია, იქ ყოფნას ჯობს ტყეში იყვნენ, მაგრამ სადაც დიდი ფართია, ხელოვნური ჩანჩქერებია, ტყეები - იქ არამგონია ეს ცხოველები შეწუხებულნი იყვნენ.

მე მინახავს საზღვარგარეთის სხვადასხვა არხებზე დიდი ზოოპარკები, სადაც ისეთი პირობები აქვთ მოწყობილი, ტყეშიც ვერ იპოვის ცხოველი ისეთს + სწორად შერჩეული საკვები.

ორი მხარე აქვს ზოოპარკსაც - მთავარია როგორ უვლიან!

ზენობია said...

მშვენიერი აზრია... მაგრამ :(

პ.ს. ძროხა ჩემი საყვარელი ცხოველია.

Sophie Golden said...

ქეთის არ იყოს, არ მიყვარს ზოოპარკი და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს გარეული ცხოველების ნახვა. იმათ თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, გალიაში კიდევ დამცირებულები და გასაცოდავებულები სხედან, რაც უნდა კარგ პირობებში იყვნენ. მგელს ურჩევნია მთელი თვე მშიერი იყოს და თავისუფლად დარბოდეს ტყეში, ვიდრე სამჯერადი კვება გალიაში. ამიტომ ვაპროტესტებ ბავშვობიდან ზოოპარკებს და რაც დედაჩემს ვუთხარი, სურვილი მაქვს ყველა გალია გავაღო და ცხოველები გამოვუშვა-მეთქი, იმის მერე ჩემი ზოოპარკში წაყვანა აზრადაც აღარ მოსვლია :ლოლ: ;)

Katten försvann said...

დაცული ტერიტორიები იგივე ნაკრძალენბი კი aრსებობს მაგრამ რამდნად დაცულები არიან იქა ცხოველები სხვა საკითხია.

ოთხკედლიან გალიაში გამომწყვდეული ცხოველი მართლა საშინელი სანახავია, ბოროსის ზოოპარკში გალიებში არ ყავდათ არამედ შმოღობილ ტერიტორიებში, მაიმუნებს ეზოიანი სახლები ქონდათ :D . მგლებს იმხელა ტყე ქინდათ რომ ვერ ვნახეთ ფაქტიურად, იმალებოდნენ. მაგრამ, მაინც მეცოდებიან.

ზენობია - ძროხებიც ყადათ ზოოპარკში :D