May 6, 2009

პირველი გეი ქორწინება

დღეს 1 მაისს შვედეთში პირველი გეი ქორწინება შედგა. Alf Karlsson და Johan Lundqvist ხელი მოაწერეს სტოკქოლმში. თავისთავად, წყვილი ძალიან გახარებული და აღფრთოვანებულია - ეს ნიშნავს რომ ჩვენი სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ყველა დანარჩენის, ამბობს Alf Karlsson.

მცირეოდენი ფაქტები: 2009 წლის 1 მაისიდან შვედეთში ჰომოსექსუალ წყვილებს უფლება აქვთ დაქორწინდნენ. აქამდე მათ ეს უფლება არ ქონდათ და უარესიც სხვა ქვეყანაში დაქორწინებული წყვილის ”ქორწინების მოწმობას” შვედეთში ძალა არ ქონდა :)

Alf Karlsson და Johan Lundqvist ამბობენ რომ მათი ქორწინება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის არამედ ზოგადად საზოგადოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ორივე პიროვნება არის პოლიტიკოსი და საკუთარი ქორწინებით მათ მაგალითი მისცეს სხვა ჰომოსექსუალ წყვილებს.

ჩემი აზრი ერთსექსიან ქორწინებასთან დაკავშირებით - მივესალმები! რა აზრი აქვს დაშლას და აკრძლავას? თუ საზოგადოება მზადაა მსგავსი ცვლილებებისათვის რატომაც არა? ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი!

რა ფიქრობთ თქვენ?

51 comments:

iasamani said...

wow
პოლიტიკოსები იშვითად ამჟღავნებენ თავიანთ ორიენტაციას და მითუმეტეს ქორწინებიან
პოლიტიკოსი ჰომოსექსული წყვილი არსებობს ნეტრა საერთოდ, ამათ გარდა?

საღოლ ხალხს )))

Katten försvann said...

სხვა ქვეყანებში არ ვიცი და აქ მალე გამოჩნდება, ესენი პირველი მერცხლები იყვნენ.

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

კრუტა ===D

უსახელო said...

საქორწილო თაიგული რომელმა მოისროლა დამსწრე საზოგადოებისკენ?

Katten försvann said...

უსახელო არ ვიცი რამე მსგავსი თუ ქონდათ საერთოდ :)

Keti said...

"წყვილი ძალიან გახარებული და აღფრთოვანებულია - ეს ნიშნავს რომ ჩვენი სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ყველა დანარჩენის" ------- რატომ ჰგონიათ, რომ ქორწინებით დასრულებული სიყვარული მნიშვნელოვანია ... მარტო გეებს კი არა, საერთოდ - "ყველა დანარჩენსაც".
"ისეთივე" – ყურს ხვდება რაღაცნაირად.

No Dar 7th said...

რა საყვარლები არიან... ფუფ...

Katten försvann said...

Keti რა ვიცი რატომ გონიათ . ყველას ასე ჰგონია ;)

No Dar 7th - სერიოზულად რას ერჩი?

No Dar 7th said...

არაფერს არ ვერჩი.. უბრალოდ ჩემთვის ძალიან მიუღებელია.. და მეზიზღებიან..

alex said...

ხშირად საზიზღარი ვისაც ეზიზღება თვითონ არის.
როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს ადამიანი რომელსაც არ იცნობ?

Katten försvann said...

alex ვერ გეთანხმები.ზიზღი ცნობა არ ცნობაზე არაა. ეგაა დამოკიდებულება იდეის მიმართ.
მე როგორც ვხვდები No Dar 7th მა ადამიანზე კი არა იდეასთან დაკავშირებით დაწერა თავისი დამიკიდებულბა.

No Dar 7th said...

alex

არ ვიცნობ მაგრამ უკვე საკმარისი მიზეზი მაქ იმისთვის რომ მეზიზღებოდეს. კარგი რა ქალის ნაირ ლამაზ არსებას რო ვერ დააფასებ და კაცთან წავა, შეიძლება კარგი გული აქვს და არ უნდა მეზიზღებოდეს ?!

კაი რა ქალი რო ვიყო ლესბიანკა ვიქნებოდი ისე მეზიზღებიან და ეგენი კიდე...ფუფ... და კიდე მე გამოვდივარ საზიზღარი..?

მოკლედ რაც უნდათ ის უქნიათ მაგრამ ჩემი პირადი აზრი მაგათზე უცვლელი იქნება..

აჰა, ეხლა ვნახე შენი პროფილი და გასაგებია, რატომ დაწერე ეგ =)

Katten försvann said...

alex და No Dar 7th ერთმანეთს არ მიაყენოთ შეურაწყოფა ხო?\

No Dar 7th - რა ლაითად უდგები ლესბიანკებს, არადა იდეაში ერთიდაიგივეა.

სილამაზე კიდე ცოტა სხვა ფარგლებშია განსაცილველი - ”ლამაზია ის ვინც გვიყვარს”

Alexander said...

Katten försvann მემგონი მე და კიდევ რამდენიმე ადამიანს "ბლოგ–პროფესიის" შეცვლა მოგვიწევს, აშკარად კონკურენციას გვიწევ :):):)

რაც შეეხება იმას, ვისაც რამე ეზიზღება, იცი რა პულტს ტელევიზორი აქვს და შეგიძლია გადართო. ვინ აიძულებს წაიკითხოს ისეთი პოსტები იმ ადამიანებზე ვინც ეზიზღება.

და კიდევ, ვინც ასე ღიად და აშკარად გამოხატავს ზიზღს ჰომოსეასუალების მიმართ, როგორც წესი თვითონაა დაფარული ჰომოსექსუალი. ეს მითქვამს მრავალჯერ და ვიტყვი კიდეც. ცუდი ისაა, რომ ასეთი ადამიანები პრობლემებს უქმნიან მათ, ვინც მათსავით მშიშარა არ არის და საკუთარ თავში დროულად გაერკვა...

alex said...

No Dar 7th შენი პროფილი მეც წავიკითხე, ამბობ რომ ბლოგის გაკეთება ერთ ერთმა ბლოგმა გადაგაწყვეტინა რომელიც მოგწონს. მაგ ბლოგის ბოლო სტატია სათაურით ნორმალური თუ წაიკითხე და თუ ეთანხმები?
:):):)

Katten försvann said...

Alexander - ნტ, არ მოგიწევს :) ეს პირველი ქორწილი იყო და მიტომ დავწერე თორემ ყველა ქორწილებზე კი არ ვაპირებ წერას? ნუ მთლად ვინმე ისეთი თუ არ დაქორწილდა რომელიც შოკში ჩამაგდებს :D

No Dar 7th said...

Alexander

ვინც ან რაც მეზიზღება და არ მომწონს ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე არაფერი არ უნდა ვიცოდე. ნაცისტებზი, მეზიზღებიან მაგრამ ცოდნა მაქვს მათ შესახებ. აუცილებელი არაა მარტო ის იცოდე რაც მოგწონს, თუ არ იცი ისე ვერც იტყვი კარგია თუ ცუდი.

რაც შეეხება "ვინც ასე ღიად და აშკარად გამოხატავს ზიზღს ჰომოსეასუალების მიმართ, როგორც წესი თვითონაა დაფარული ჰომოსექსუალი"

ესეთი აფსურდები ძალიან იშვიათად მესმის.. ესეიგი რა გამოვიდა რომ მე ჰომოსექსუალი ვარ და ვფარავ ხო და მეშინია ჩემ თავში გარკვევა? ასევე საქართველოში გეცოდინება რომ ბევრს ეზიზღება "პიდარასტები" ანუ ამდენი დაფარული ჰომოსექსუალი გვყავს? აფსურდია რა.. ეგ "სიბრძნე" სად ნახე? ეგ რამე ფაქტებზეა დაყრდნობილი თუ იმის ნათქვამია ვისაც ეგრე უნდა რო იყოს?

alex

ეგ ფოსტი თუ ნახე ჩემი კომენტარის ნახვაც შეგეძლო მანდ, კი ვეთანხმები.
ეგ ფოსტი მაგალითად აქ რო მოიყვანე ვერ გაგიგია, ეგ იმაზე ეწერა რომ სხვები გიწოდებენ "არანორმალურს" და მოგიწოდებენ იმისკენ რომ შენც მათსავით "ნორმალური" გახდე.

მე კი როგორც ზევით დავწერე ჩემი პირადი აზრი მაქვს მათზე და არაფერს არ მოვუწოდებ რომ შეიცვალონ, ან არ ვაცხადებ რო ყველა straight უნდა იყოს იმიტომ რომ ესაა ნორმა. მე ვთქვი რომ ჩემთვის პირადად მიუღებელია და რაც უნდათ ის უქნიათთქო.

პ.ს საერთოდ Katten –ის ბლოგზე, ფოსტების უმრავლესობაში კონკრეტულად წერია რისი დანახვა უნდა მას კომენტარებში, აქ კი კითხვა იყო რას ფიქრობთ თქვენ? მე კი დავწერე ჩემი პირადი აზრი და ვუპასუხე შეკითხვას.

რა იყო მე მნახეთ მარტო ისეთი ვისაც არ მოწონს პიდარასტები?

Alexander said...

No Dar 7th - ნუ ნერვიულობ, შენ არავინ არაფერს არ გაბრალებს, და არავის არ გვგონია, რომ შენ „პერედასტი“ ხარ. შენ კაი ბიჭი ხარ თუნდაც იმით, რომ არ იგინები მაინც, თორემ არგუმენტების სისუსტე თუ გახასიათებს, ეგ არაფერია, შეიძლება ძალიან ახალგაზრდა ხარ და დრო რომ გავა, ბევრ რამეს დაინახავ და ისწავლი 

ზიზღს რაც შეეხება – პირადად მე თუ ვინმე მეზიზღება, მათზე არც არაფრის ცოდნა არ მინდა და ჩაღრმავება. ნაცისტები ასატანად მეზიზღებიან, მაგრამ თუ გარემოებათა გამო საკონცენტრაციო ბანაკში აღმოვჩნდი ექსკურსიაზე, ეგ სულაც არ ნიშნავს რომ ნაცისტები მაინტერესებს. ნაცისტები და მათი მსგავსი ხალხი ნამდვილი ავადმყოფები არიან და მათ ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ ვპაირებ „მაინ კამფის“ წაკითხვას. ეს იგივე იქნებოდა ლენინისა და სტალინის ტომები რომ წამეკითხა. თუ არ მაინტერესებს, არც ვკითხულობ.

გარდა ამისა ისე გავიზარდე, რომ ჩემს გამო სულ ერთი რამ მესმოდა, რომ „ქურდებზე“ მაგარი ტიპები ამ ქვეყანაზე არ არსებობენო. არასდროს არ მაინტერესებდა ადამიანების ეს კატეგორია, მათი ცხოვრების წესი, თუ რამე მესმოდა, მესმოდა ზერელედ, მაგრამ არსად ყვირილი არ დამიწყია, არიქა ქურდები მეზიზღებიან თქო, თუნდაც იმის გამო, რომ შესაძლოა ბევრ ნათესავთანაც მომსვლოდა ამის გამო უსიამოვნებები...

რაც შეეხება იმას, რომ ვინც ასე ღიად გამოხატავს აგრესიას, საქმე იმაშია, რომ ვინც არ არის არც ღია და არც დაფარული გეი, და მაგრად კიდია ასეთი ადამიანები, რატომ უნდა აღელვებდეს ასეთი ადამიანების ცხოვრება? ერთი მიზეზი მითხარი, ნორმალური დასაბუთებული მიზეზი. რომელი გეი შეძვრომია ჰეტეროსექსუალს საწოლში, რომ ვითომ „ჰეტეროები“ გეების საწოლში შეძვრომას ცდილობენ დღე და მოსრება?

დაფარული ჰომოსექსუალების რაოდენობას რაც შეეხება, ეტყობა მართლა ძალიან პატარა ხარ ასაკით, თორემ სინამდვილე რომ იცოდე რამდენია ასეთი საქართველოში და ვინები არიან მათ შორის, და რამდენი ცნობილი ადამიანიცაა მათ შორის, ალბატ პირველი გაიქცეოდი სახრჩობელას ან საწამლავის საძებნელად :) ასე რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია, ჩვეულებრივი ადმიანები არიან, და არაჩვეულებრივები მხოლოდ იმის გამო ხდებიან, რომ ვიღაცას ზედმეტად აინტერესებს საწოლში ვინ ვის რას ურჭობს... და მერე მოდის ჰომოფობიაც. არ ჯობა ყველამ თავისი საქმე აკეთოს? საქართველო რომ აბსურდების ქვეყანაა, ამას 20 წელია ვუყურებთ, ბოლო თვეა ეს განსაკუთრებით ჩანს, და ჩემს ნათქვამებში ი აბსურდი ნამდვილად არაფერია. თუ მართლა გაინტერესებს ის ვინც „გეზიზღება“, ანუ ჩემნაირები, შემოდი ჩემს ბლოგზე და ნახე, რამდენი ადამიანია, ვისაც პოატივს სცემ და შენგან განსხვავებულად ფიქრობენ. გადახედე ძველ პოსტებს...

Katten försvann said...

Alexander „მაინ კამფი“ საინტერესო წიგნია სხვათაშორის.

No Dar 7th არ ვიცოდი ასე ტენდენციურად თუ ვწერდი :) შევეცდები სტილის შეცვლას :)

Alexander said...

Katten försvann მარქსს, ენგელსს, ლენინს, სტალინს და ფიდელ კასტროს არანაკლებ საინტერესო რაღაცეები დაუწერიათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა იცი, რომ ავტორი "კაკაშკა" იყო, მისი წიგნის წაკითხვა რატომ უნდა მომინდეს. ისტორიკოსი რომ ვიყო, ან ფსიქიატრი, შესაძლოა დამაინტერესოს, მაგრამ მე არცერთი არ ვარ, ასე რომ არ მგონია ოდესმე სურვილი გამიჩნდეს წავიკითხო :)

No Dar 7th said...

Alexander

კონკრეტულად რომელი ჩემი არგუმენტი იყო სუსტი ეგ გაუგებარია შენი ფოსტიდან, შენზე ახალგაზრდა ვარ მაგრამ ისეთ ასაკშიც არ ვარ რომ ვინმემ თქვას გაიზრდება და გაიგებსო..

როგორც შენ გეზიზღებიან ნაცისტები და ვერ პოულობ მათი საქციელისთვის გამართლებას, ეგრე ვერ ვპოულობ მე ჰომოსექსუალებზე.

როგორც წინა კომენტარზე გითხარი რაც მეზიზღება იმაზე მაინც რაღაცა მაინტერესებს, ზოგზე მეტი ზოგზე ნაკლები. ეს ფოსტი კი საერთოდ იმიტომ წავიკითხე რომ კარგი წერის სტილი აქვს ამ ბლოგერს და საერთოდ მაინტერესებს რახდება მსოფლიოში.

შემდეგ კი ავტორის კითხვას პასუხი გავეცი. მაგრამ როგორც ჩანს ამან ვიღაც–ვიღაცეები გააღიზიანა.

პ.ს ვინც არ უნდა იყოს პოლიტიკოსია თუ ცნობილი ადამიანი, მნიშნველობა არ აქვს იგივე აზრი მექნება მათზე და არ შევიცვლი.

მოკლედ შენი ფოსტები უფრო მოწოდებას დაემსგავსა რომ აზრი შეიცალეო.. ან გაიზრდები და შეიცვლიო..

არავის არ უთქვია ჩემთვის აი ეგ არანორმალურებიო, უბრალოდ ჩემი ხედვაა ამ საკითხთან მიმართებაში ესეთი რომ ჩემთვის მიუღებელია და მეზიზღებიან რაშიც იმას ვგულისხმობ რომ არანაირი ურთიერთობა არ მინდა მქონდეს ეგეთ ადამიანთან.

აბსურდი ის ნათქვამი იმიტომ გამოგივიდა რომ ჩემ ფოსტს მაგით უფასუხე და არც მე ვარ ჰომოსექსუალი და არც ჩემი ახლობლები და მეგობრები ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და იგივენაირად ფიქრობენ როგორც მე მაგ საკითხთან დაკავშირებით.

არა მანდ არ მინდა შემოსვლა, შენი ბლოგი ძალიან ჩაღრმავებული იქნება მაგ საკითხში, ეგრე ნაღდად არ მაინტერესებს.


===
ხო გინებას რაც შეეხება, მაგით არაფერს არ ეშველება და იმიტომ =) ფაქტი სახეზეა = ოპოზიცია :)

====
Katten försvann არა პირიქით keep it, ხო ხედავ შენი ერთ პატარა ფოსტს რამხელა კომენტარები მოყვა ;)

alex said...

No Dar 7th

,,ეგ ფოსტი მაგალითად აქ რო მოიყვანე ვერ გაგიგია, ეგ იმაზე ეწერა რომ სხვები გიწოდებენ "არანორმალურს" და მოგიწოდებენ იმისკენ რომ შენც მათსავით "ნორმალური" გახდე''.

და შენ იგივე არ გამოხატე შენი კომენტარით? არა არ მოგიწოდებია გეთანხმები მაგრამ არანორმალურებად მიგაჩნია და სვავ კითხვას როგორ შეიძლება ქალი, ეს ლამაზი არსება არ მოგწონდესო? ეს ხო შენ დაწერე? მერე რა ვერ გამიგია. ზუსტად ესაა ნორმატიულობა, ანუ ნორმების დადგენა და ნორმად მიჩნევა იმისა რასაც შენ ფიქრობ და რაც შენ გიყვარს, სხვები კი თურმე უნდა გეზიზღებოდეს, თანაც თავი გაიმართლო რო თUრმე რა მაგარი ტიპი ხარ, როგორი გამოსული, არ იგინები. სინამდვილეში შენსა და იმ ქალებს შორის რუსეთის გეი პარადზე რო ჯვრებით ხელში წიკვინებენ არანაერი განსხვავებაა არაა.
საკუთარი აზრი რა თქმა უნდა უნდა გქონდეს, მაგრამ შენმა აზრმა შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს სხვას. არავის დაუძალებია იმეგობრე გეისთანო, მაგრამ ქვები არ ესროლოო ამას ყველა გირჩევს. შენც რაც დაწერე ქვების სროლაა სწორედ, ქვებს კი უმიზეზოდ მხოლოდ გიჟები ისვრიან.
ადამიანს შეიძლება არ გინდოდეს და არა გყავდეს არცერთი ფერადკანიანი მეგობარი, ეს დანაშაული არაა და ვერავინ შეგედავება, მაგრამ მათ დანახვაზე თუ ფუი-ფუის დაიძახებ ეს უკვე რასიზმია და დისკრიმინაცია.

blabla_blabla3 said...

you are in my blogroll :)

IDeaTor said...

ufro sworad shen chems blogrollsh ixar aq :D

No Dar 7th said...

alex

შენ გამოგივიდა რომ მე პირადი აზრი არ უნდა მქონდეს და ვერ ავარჩიო რა არის კარგი და რა ცუდი. ან ეს კიდე სად დავწერე მაგარი ტიპი ვარ და არ ვიგინებიო?

შეურაწყოფას რაც შეეხება მე ვთქვი მეზიზღებიან თქო და შენგან განსხვავებით არ მითქვია გიჟი ხარ ან წიკვინა ქალიო..

ანუ რა გინდა თქვა რომ საკუთარი აზრის გამოხატვა ქვების სროლაა? რაც გინდა ის დაუძახე მაგას გინდ რასიზმი და გინდ დისკრიმინაცია, ბლოგებში სიტყვის თავისუფლებაა და შემიძლია ჩემი პირადი აზრი გამოვხატო.

ნაცისტების შეზიზღება თუ შეიძლება გეი რატო არ შეიძლება რო მეზიზღებოდეს..?!!! ეგეც იდეოლოგიაა და ადამიანის თვისება.

Katten försvann said...

No Dar 7th - ვერავის ვერ გავაკრიტიკებ ან მივუთიტებ იმაში რა მოსწონდეს და რა არა :) არსწორი და შტერობა იქნება ჩემი მხრიდან :)მაგრამ ერთი შეკითხვა კი მაქვს შენთან - იდეოლოგიურ განსხვავებას ხედავ ნაციზმსა და ჰომოსექსუალიზმს შორის ? :)

Alexander said...

No Dar 7th რაის იდეოლოგია? ჩემი საწოლი იდეოლოგიაა? მაშინ ნებისმიერი საწოლი იდეოლოგიაა. შენ როგორ გგონია, ვიღაცამ იმაზე რო დაგიწყოს ლაპარაკი იმასთან რატომ ჟიმაობ შენ ვინც გევასებაო, დაგევასება?
იდეოლოგია კი არა სუფთა ბუნებრივი მოთხოვნილება და ინსტიქტია, რა შუაშია იდეოლოგია. ამაშია ზუსტად შენი არგუმენტების სისუსტე. შენ ამბობ, რომ გეები გეზიზღება და ეს გგონია არგუმენტი. გეიზღებოდეს ბატონო, მაგრამ სხვებს ამას რატომ ეუბნები? მე ვყვირივარ რომ ქალთან სექსი მეზიზღება თქო? ან ქალის სილამაზეს ვერ შევაფასებ თუ პირში გემოვნება არ მაქვს?
როგორ შეიძლება ნაცისტებისა და გეების შედარება. ნაცისტები ადამიანებს უმიზეზოდ ჟლეტდნენ, უაზრო იდეოლოგიისთვის. შენ სადმე გინახავს გეის გაჟლეტილი ვინმე? ან გეის მიერ გაფუჭებული ადამიანი ნებისმიერი გაგებით?
საინტერესოა ისე რა მარკის ტანსაცმელს ატარებ, ვისი შეკერილია ეგ ტანსაცმელი? საინტერესოა ასევე რა მუსიკას უსმენ, ვისი დაწერილია და სესრულებულია ეგ მუსიკა? საინტერესოა, რომლე ტელევიზიას უყურებ და რომელ ტელევიზიაში შენთვის გადაცემებს გეები არ ამზადებენ? კაი რა, ცოტა დაფიქრდი, თუ ზრასრული ადამიანი ხარ. რომ გეზიზღება ეგ არგუმენტი კი არა შედეგია, შედეგია იმ მახინჯი გარემოსი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და ეტყობა შენს გარშემო არ არიან ისეთი ადამიანები ვინც სხვა ადამიანების პატივისცემას და სივარულს გასწავლიდნენ. ქალი და ქალის "ფისუნია" თუ გიყვარს, ეგ სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ამის გამო ვაჟკაცი ხარ ან რამე მსგავსი. მე თუ ქალის "ფისუნია" არ მიყვარს, დამიჯერე არავიზე ნაკლები არ გამიკეთებია არც ხალხისთვის, არც სამშობლოსთვის და არც ზოგადად ცხოვრებაში. შენს ზიზღს რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს, და ის რომ გეებს ქალებთან სექსი არ ევასებათ და ამის გამო შენ გეები გეზიზღება, მიზეზი და არგუმენტი არ არის.
ხო ნაცისტებს რაც შეეხებათ, წესით უნდა გიყვარდეს, რაც ნაცისტებმა ნახევარი ევროპის გეები გაჟლიტეს, ეს ამბავი შენ მხოლოდ სიხარულს უნდა გგვრიდეს, და არა ზიზღს ნაცისტების მიმართ. იმედია ნაცისტებში ჩვენს ნაციონალებს არ გულისხმობ, თორე ახლა ისეთი თაობა მოდის, ბევრი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ბევრ რაღაცას...

ბაბისა said...

რამდენი კომენტები მოჰყოლია :D

რა აზრის ვარ და არ ვემხრობი
თავიანთთვის უყვარდეთ ერთმანეთი
ვოტ

Katten försvann said...

ბაბისა - რატომ არ ემხრობი ?

No Dar 7th said...

Katten försvann

განსხვავება კი არის მაგრამ თუ შეიძლება ეგ იდეოლოგია და თვისება გეზიზღებოდეს, სხვა რატო არა?

Alexander

შენი ლოგინში კაცთან წევხარ თუ არა იდეოლოგია თუ არა ადამიანის თვისება მაინც არის. ხო და მაგ თვისების ადამიანები მეზიზღებიან !

პატივს კი იმათ ვცემ ვინც ღირსია იმისა რომ პატივი ვცე !

რაც შეეხება ტანსაცმელს,მუსიკას და გადაცემებს, იმას მნიშნველობა არ აქვს გეიმ გააკეთა თუ პედოფილმა მთავარია იმაში ეგეთი არანაირი კონტექსტი არ დევს.

მოიცა რა, მერე რა რომ ნაცისტები უმიზეზოდ ჟლეტდენ? შენთვის მიუღებელია კაცის მოკვლა? რატომ აბა სხვა რა არგუმენტი უნდა მოიტანო იმის გარდა რომ შენ ეგრე ფიქრობ და შენთვის მიუღებელია ადამიანების ჟლეტვა. ხოდა ჩემთვისაც ეგრევე არის მიუღებელი გეები, ამას მეტი არანაირი არგუმენტი არ ჭირდება მაშინ, როცა ვამბობ ეს ჩემი პირადია აზრიათქო და არა იმას რომ ეს ესე უნდა იყოსთქო და ესაა ნორმა თქო.

ხო ეს ასაკის ხსენება მაგარი იცით, ძაან გამოირჩევა შენი ფოსტები სიბრძნეთი ჩემი ფოსტებისგან? მაშინვე მიხვდება კაცი რომ შენ ზრდასრული ხარ და მე არა ხო..?! თუ თემაზე ლაპარაკობ ილაპარაკე და ნუ მიედ მოედები სხვა თემებს..

Katten försvann said...

No Dar 7th - იმიტომ რომ ჰომოსექსუალიზმი იდეოლოგია არაა :) ნაციზმი, კომუნიზმი, ფაშიზმი - იდეოლოგიაა.

ჰომოსექსუალიზმი მამაკაცებში ისევე როგორც ქალებში - სექსუალური ორიენტაციაა რომელიც ყალიბდება უამრავი ფაქტორის ზემოქმედებით - მათ შორის გენეტიკური, ჰორმონალური, აღზრდა, გარემო და ა.შ.

შეურაწყოფას ნუ აყენებთ ერთმანეთს დიდი თხოვნა მექნება თქვენთან :) მადლობა for understanding! :)

Katten försvann said...

ანუ რისი თქმა მინდა - მე შემიძლია ავირჩიო თუ რომელ იდეოლოგიას მივსდიო, შემიძლია ავირჩიო როგორც ”სთრეით” ადამიანმა რომელ კაცთან დავწვე ან არ დავწვე, მაგრამ მე ვერ ავირჩევ ჩემს სექუალურ ორიენტაციას, ანუ უცებ ვერ გდავწყვიტაბ რომ გავხდე ლესბიანკა, იმიტომ რომ ეს ჩემს არჩევანს, მინდა არ მინდას არ ექვემდებარება :)

Alexander said...

No Dar 7th თუ ნოდარიკო, მე მაპატიე, მემგონი მართლა მივქარე, რომ შენს კომენტარებს გამოვეპასუხე. აბსოლუტურად არადეკვატური პასუხები გაქვს. არანაირი არგუმენტი. რომ გეზიზღება ეგ არგუმენტი არ არის, მე გკითხე რატომ თქო. ნაცისტები რატომაც მეზიზღებიან აგიხსენი, შენ კი გეები რატომ გეზიზღებიან, ვერ ამიხსენი. ვერც ის ამიხსენი გეები თუ გეზიზღებიან, გეების შეკერილ ტანსაცმელს რატომ იცვამ. ჩემი მხრივ კი გეტყვი, რომ რომ გავიგო პედოფილის გაკეთებულია რამე, იმას ახლოს ვერ გავეკარები, შენთვის კი პედოფილია რატომღაც მისაღებია. იცი კი პედოფილია რა არის? ალბათ პედოფილიაშიც ისევე ერკვევი, როგორც ნაციზმში. პედოფილია არის, როცა ვიღაც ბებერი ბიძა შენნაირ პატარებზე ცუდად ფიქრობს. ხო და მე ეგეთი ხალხი არ მევასება, შენ კი თურმე მათ შეკერილ ტანსაცმელს ჩაიცვამდი და გკიდია თუკი ის ამის გამო პახოდუ გამდიდრდება.
მოკლედ, ეს ბოლო კომენტარია შენს პასუხებზე. ერთადერთი რაც შემიძლია მართლა წრფელი გულით გირჩიო, ცოტა მეტი წიგნები წაიკითხე... კი ბატონო, გეზიზღებოდეს გეები, მაგრამ წიგნები მაინც წაიკითხე, თუნდაც იმიტომ რომ ქართულ მართლწერასთან მაინც არ გქონდეს პრობლემები. აბა ჰე, შენ იცი! :):):):) ოღონდ იცოდე, მე არ მეზიზღები :):):)

No Dar 7th said...

Katten försvann

რა მნიშვნელობა აქვს მაგას ეგ იდეოლოგიაა თუ ინსტიქტი თუ თვისება? არ მომწონს ეგ და მეზიზღებიან მაგის მქონე ადამიანები !

Alexander

არაადეკვატური პასუხები მაქვს იმიტომ რომ შენ ვერ გაიგე ხო? ბრძენმა და სიტყვის დიდ ოსტატმა?!

კარგი რა რაც არ გინდა გაიგო იმას ვერასდროს ვერ გაიგებ, თუ არ მოინდომე.

ან ის საიდან დაასკვენი ნაცისტბზე რამდენი ვიცი ან ფედოფილებზე?

ტანსაცმელზე და დანარჩენებზე კი გითხარი წინა კომენტარში რომ მნიშნველობა არ აქვს ვინ შექმნა მთავარია პიდარასტული არ იყოს მაგის შეკერილი მაისური.

ხო შენი რჩევები save it და ისიც რა აზრის ხარ ჩემზე, მემგონი ბოლოხარ იმ ჯგუფის ადამიანებთაგან ვინც მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობს ან რას მირჩევს.

პ.ს თუ ჩემ პასუხებს გაუგებარს და არაადეკვატურს თვლიდი არც უნდა გეპასუხა. იმედია ეგ მართლა შენი ბოლო კომენტარი იყო იმიტომ რომ, ერთიდაიგივეს იმეორებ და იგივე კითხვას სვამ, რასაც წინა კომენტში ვუპასუხე; ანუ არ კითხულობ ან არ გინდა რო გაიგო.

Katten försvann said...

No Dar 7th - ზიზღი ყველაფრის შეიძლება, საკუტარი თავისაც კი :)
მაგრამ ზიზღს ყოველთვის აქვს მიზეზი.

No Dar 7th said...

ხოდა ვთქვი ეგ მიზეზი რომ ჩემთვის მიუღებელი ის ვინც კაცთან წევს, ჩემთვის ეგ საზიზღობაა და მეზიზღებიან ვინც მაგას აკეთებს.

რა მომწონს და არ მომწონს კიდე ჩემი გემოვნებაა და არავის არ აქ უფლება რომ ნორმები დამიწესოს და მითხრას ეგ ნორმალური არააო და ეგრე არ უნდა ფიქრობდეო.

პედოფილი უნდა გეზიზღებოდეს და გეი არა ხო... კარგით რა..

მოკლედ მე საკმარისად დავწერე, და მეტს აღარ დავაკომენტებ ამ კომენტზე. ვისაც გაგება უნდოდა გაიგებდა.

Anonymous said...

No Dar 7th normebs aravin giwesebs. ise zogadad pedofilsa da homoseqsualizms shoris udidesi gansxvavebaa da mgonia tavadac ici ra :)

katteni var. :P

killer said...

მე ვთვლი ადამიანი ცხოველზე ბევრად მაღლა დგას. არის რაღაცეები, რაც არ უნდა გააკეთოს. უბრალოდ არანორმალურია, ანუ ნორმიდან გადახვევაა...
სოდომ-გომორშიც ამით იყვნენ დაკავებული და დაისაჯნენ.
ადამ და ევა ვაშლის ჭამით შეცდნენ, მაგრამ ეს ვაშლის ჭამა თავის თავში მთელ იმ უბედურებას ატარებდა, რაც ამას მოყვა.
ხორციელ ჟინს და ვნებას აყოლა არ უნდა იყოს ადამიანისთვის ჩვეულებრივი მოვლენა. გარკვეულწილად უნდა ცდილობდეს თავის თავში ამ ვნებას შეებრძოლოს.
იქნებ მე მინდა რომ ადამიანის ხორცი ვჭამო, მაგრამ არ ვჭამ. რატომ? იმიტომ რომ არის ზღვარი რის იქითაც არ უნდა გადავიდე.
ასეა ჩემთვის ჰომოსექსუალიზმიც. არის რაღაც სურვილები, რაზეც უარი უნდა თქვა, თუნდაც იმიტომ რომ ადამიანი ხარ და არა ცხოველი...

Alexander said...

აუფფ, რა მაგარი ჭკვიანური რაღაც თქვა, არა და პროფილი რომ ნახო, პატარა გოგო სულაც არ არის. ჰომოსექსუალიზმი შეადარა კანიბალობას. ყოჩაღ.
რა მაინტერესებს ქალბატონო კილერ, გათხოვილი ხარ? თუ ისევ ქალიშვილი ხარ ამ ასაკში? იქნებ აპირებ შენი ქალიშვილობა ადამისა და ევას ცოდვას მსხვერპლად შეწირო?? უბრალო მაინტერესებს. როცა შენ მე კანიბალს მადარებ, არ უნდა გეწყინოს, როცა დამაინტერესა რა მდგომარეობაშია შენი პლევა.

Alexander said...

ხო ვნახე შენი ბლოგი და გამოდის, რომ ადამიანის ხორცის ჭამა არ გინდა, მართალია, მაგრამ არც საუკუნო მონაზვნობას აპირებ, ხო და როცა ასეა საქმე შეეშვი რა სხვა ადამიანებს და ნუ მიუთითებ აიკრძალოს ის, რითაც ყოველ ღამ ხარ დაკავებული და უარს არ ამბობ. ტოჟე მნე უმნიცა რა..

Katten försvann said...

killer - რა არის ნორმალური და რა არის არანორმალური? ადამიანის ხორცის რომ ჭამო ადამიანი უნდა მოკლა ჯერა, ხოლო სიყვარული კი სიკვდილს არ ნიშნავს :) მგონი დიდი განსხვავებაა ადამიანის სიყვარულსა და მის მოკლვას შორის.

killer said...

Alexander
ქალიშვილი არ ვარ ძალიან დიდი ხანია, თუმცა ვთვლი რომ ცოტა რომ დამეცადა და მაშინ გამოვთხოვებოდი, კარგი იქნებოდა, სუფთა პრაქტიკულობიდან გამომდინარე :)

ცოდვა ცოდვაა, დიდი და პატარა მნიშვნელობა არ აქვს. რა სახელს დავარქმევთ ამით ცოდვის არსი არ იცვლება. კანიბალიზმიც ცოდვაა, ტყუილიც, ჰომოსექსუალიზმიც, სხვისი განკითხვაც და ა.შ

უამრავს ვცოდავ მეც და სხვაც. ზოგი რითი, ზოგი რითი. უბრალოდ ვცდილობ რომ არ შევცოდო და ვებრძვი ამას.
მე თუ მივიღებ რომ ტყუილი ცოდვა არაა და მოვიტყუები ისე, რომ სინდისის ქეჯნა არ მექნება, არ ვიქნები მართალი. ანუ მე ცოდვაში ვიქნები, მაგრამ თავს არ აღვიქვავ ასეთად, თუმცა რეალობა სხვანაირი იქნება.

Katten försvann
სიყვარული ძალიან კარგი გრძნობაა. უბრალოდ ფიზიკური ლტოლვა ხშირად გვერევა სიყვარულში ხოლმე :)

Katten försvann said...

killer - სიყვარული და ფიზიკური ლტოლვა ერთმანეთს არ გამორიცხავს და მე თუ მკითხავ სრული სიამვნებისათვის ორივე უნდა იყოს ერთად!

კაცს თუ კაცი, ქალს თუ ქალი იზიდავს რატომაა არანორმალური? და რატომაა ნორმალური თუ ქალს და კაცს იზიდავს ერთმანეთი??
რელიგიურ ჭრილში ნუ განვიხილავთ ოღონდ საკითხს.

Alexander said...

იცი რა მაინტერესებს? სოდომში თუ მარტო პიდარასტები ცხოვრობდნენ, როგორ მრავლდებოდნენ? ან გომორაში თუ მარტო ზოოფილები ცხოვრობდნენ, მუტანტებს შობდნენ თუ რაშია საქმე? ან იქნებ ეს ორი ქალაქი გეტო იყო მაშინდელი და სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის ააშენეს და თან ისე, რომ სანამ დაინგრეოდა ეს ქალაქები, მასში მცხოვრებნი "ბედნიერები" იყვნენ...

ან კიდევ ამ შემთხვევაში შაჰ აბასი იმიტომ ხომ არ აწიოკებდა კახელებს, რომ ვირების მიმართ გულგრილები არ არიან? ან იქნებ თურქმენბაში ნიაზოვი იმიტომ გარდაიცვალა და დატოვა ერი ობლად, რომ მისი ერის წარმომადგენლები აქლემებს გულგრილად ვერ უყურებენ?

მოკლედ რას არ გაიგებს კაცი რა...

killer said...

Katten försvann
მაშინ რატომ არსებობს საპირისპირო სქესი? მხოლოდ გამრავლებისთვის?
მასე ალექსას თქმის არ იყოს, იქნებ ცხოველებთან მინდა სიამოვნების მიღება, თვლი რომ ესეც ნორმალურია?
ეკოლოგიურმა ფაქტორმა ბევრი დარღვევა განაპირობა, მათ შორის ესეც. ანუ ჰომოსექსუალები თუ არიან კაცები ეს ნიშნავს, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში სასქესო ორგანო ჩამოყალიბდა, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ჰორმონის გამოყოფა არ მოხდა, რომ ეს ცვლილება ტვინამდე ასულიყო... მესმის არ არის ადვილი ასე როცა ხარ, მაგრამ შელამაზებით ფაქტები არ ლამაზდება.
ადამიანის გონება ისეთ გარყვნილებას მოიფიქრებს, შესაზარი შეიძლება იყოს. მაგრამ ხომ არსებობს ზღვარი? სად უნდა გადიოდეს ეს ზღვარი?

Alexander said...

Katten försvann პირადად მე რაც შემეხება, და ჩემნაირს ბევრს ვიცნობ, კაცური ჰორმონების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი, ასე რომ ჰორმონებით ყველაფრის გადაწყვეტა ძალიან მარტივი იქნებოდა. იყო ჩემს ბლოგზე ერთი "მაგარი ტიპი" რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰორმონების მიღებით ჰომოსექსუალიზმის განკურნება შეიძლება :) ასე რომ ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები :)

გარყვნილებას რაც შეეხება, საპირისპირო სქესთა შორის ისეთი გარყვნილებები ხდება, ყურები ყალყზე მიდგება ზოგჯერ და ვიცნობ ისეთ გეებსაც, რომლებიც ლამის 10 წელია ერთად ცხოვრობენ და გვერდით არ გაუხედიათ...

killer said...

Alexander
და რა გიშლის ხელს რომ ქალებთან მიიღო ის სიამოვნება რასაც კაცთან იღებ? გინდა პირადულ შეკითხვადა ჩათვალე, გინდა ზოგადად გეების მიმართ დასმულად.
არ გაღელვებთ ქალები საერთოდ?

Katten försvann said...

killer - ცხოველს არ შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. ძალადობას კი არანაირს არ ვემხრობი :)

სხვათაშორის ჰორმონალური სფერო და ჰომოსექსუალიზმი მთლად მასე არაა კავშირში, როგორც ბევრს ჰგონია:) თავიდან როცა თვლიდნენ რომ იყო, ფსიქიკურ აშლილობათა სიაშიც კი იყო ჰომოსექსუალიზმი, მაგრამ მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს რომ ჰორმონები სრულიად ნორმალურ დონეზეა უკვე აღარაა დაავადებათა სიაში :)

ამიტომ ჰომოსექსუალიზმი განიხილება როგორც შედეგი აღზრდით, ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ თავისებურებათა შედეგი. ისევე როგორც სთრეითად ყოფნა არის აღზრდით, ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ თავისებურებათა შედეგი :)

Alexander said...

killer ვატყობ ძალიან ცუდად იცი რა არის საერთოდ ჰომოსექსუალობა....
შევეცდები გიპასუხო, რამდენადაც გამომივა. დავიწყებ რიტორიკული შეკითხვით – შენ რა გიშლის ხელს, რომ ქალთან მიიღო იგივე სიამოვნება, რაც კაცთან? დარწმუნებული ვარ, რომ ქალები ქალებს ბევრად მეტ სიამოვნებას ანიჭებენ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იციან მეორე ქალს რა უნდა, და რომ კოიტუსი არ არის მთავარი ქალისთვის სიამოვნების მისაღებად – ანუ ქალის ორგაზმისთვის. ასე რომ ჩემი კითხვა უსაფუძლო ნამდვილად არ არის. შენ რა გიშლის ხელს, რომ ქალისგან მიიღო იგივე თუ არა მეტი სიამოვნება, რასაც კაცისგან იღებ?

გავაგრძელო? არ მინდა ნამეტანი გახსნილი საუბარი გამომივიდეს, მაგრამ შეგიძლია მიპასუხო, რამდენმა "ჭეშმარიტმა" მამაკაცმა იცის, სად არის ქალის ბრილიანტი, რა დანიშნულება აქვს მას და რამდენი ჭეშმარიტი მამაკაცი აქცევს ამ ბრილიანტს სათანადო ყურადღებას?

რამდენი (პროცენტულად) ქალია ბედნიერი მამაკაცთან იმის გამო, რომ ყოველთვის, როცა კი მამაკაცთან სიახლოვე აქვს, რომ ყოველ ასეთ ჯერზე ორგაზმს განიცდიდეს?

ამ კითხვებს იმიტომ ვსვამ, რომ ყველაფერ ამის შემდეგ რომ დაგისვა შეკითხვა რა გიშლის ხელს, რომ ქალთან სიამოვნება მიიღო თქო – გაკვირვებული შემომხედავ. იტყვი ეს ბუნებრივიაო, ღმერთმა ასე დააწესაო და ასე შემდეგ. ხოდა მეც იგივეს გიპასუხებ, როცა მეკითხები რატომ – იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ღმერთმა დააწესა ასე და სიამოცნებასაც იქიდან ვიღებ რაც მე მსიამოვნებს და არა იქიდან, საიდანაც "საზოგადოებრივი მორალი" მაიძულებს მივიღო სიამოვნება..

შენ რომ ვინმემ გაიძულოს გინდა თუ არა ქალთან უნდა გქონდეს სექსი და ამით უნდა იყო მადლიერი მთელიცხოვრებაო, რამდენად მოგეწონება ეს იდეა? თუმცა მე ვიცი, რომ ბევრი ქალი, და არა მარტო ლესბოსელები, გულში მაინც, ერთხელ მაინც ცხოვრებაში – უარს არ უტყოდნენ ქალთან ურთიერთობაზე....

მოკლედ, პასუხი ისეთი შეიძლება არ გამომივიდა, როგორსაც შესაძლოა ელოდი, მაგრამ შენი კითხვა თავიდანვე რიტოტიკული იყო და მასზე პასუხის გაცემა ერთმიშვნელოვნად რთულია....

კასანდრა said...

საერთოდ ქორწინების წინააღმდეგი ვარ იდეაში... მაგრამ მგონი ამ ადამიანებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს და რატომაც არა?! რატომ უნდა გავბრაზდე, თუ მაგალითად გივი და დათო ან თამუნა და ნათია ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთი უყვართ და ხელიხელჩაკიდებულები დადიან?! და თუ ამ ადამიანებს მოუნდებთ თავიანთი გრძნობები ოფიციალურად გააფორმონ – რა პრობლემაა. ამას ხალხი აქაც შეეჩვევა, დროის ამბავია.

Anonymous said...

gay var da ra problemas xedvas xallxi amashiii kali lesbii uro skaifoo brchkalebshi jigiti kacebistavis??ratom isinc xom sexssualuri umciresobebi arian magraam ak ukve gaunatleblobis faktoria dzaan didii aleksandre getanxmebiaa genacvale asianii xar yvela postshi ubarlood xalxi dzaalian ucodinaroia da ganiscdian sityvis ukmarisobis marags da vernairad ver gacmes zust pasuxs aleksnande !!!! yovele shemtxvevashi yoveltvis yvelaze gantlebuli da carmosacheni sazogadoebistavis gay aris da ara brchyalebshi kutaiselii gaunatlebeli talik talik bichi !!! jer sityva gays da pidarastiis garcheva da mnishveneloba iscavlet xalxo da meree isaubret chevnezee magram ertia gay yoveltvsi sxvaze yvelafrit magla dgas radgan elmantaruliadn rom davicyo tu paxabnobashi ar chamomartmevt chacmis stilit sisuftavit codnit manrebeit sufrastan mokcevis etikektit romeli erti chmaovtvalo ubralod ar vicii amas umetsecilad yvela gay aris aseti ratkmaunda gamonalisebic arrsebobs!!!!