მესმის ის რომ სოციალურად ძალიან მძიმე სიტუაციაა საქართველოში, რომ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომ ხელისუფლება არ გვყავს ისეთი როგორსაც ”ვიმსახურებთ”, მაგრამ ერთი რამ არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი დაუდგე გვერდით ისეთ პოლიტიკურ ძალას, ან ისეთ პოლიტიკურ ფიგურას რომლიც მოუწოდებს კოლაფსისაკენ, ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის ხელის შეშლისაკენ, მოძრაობის გადაკეტვისაკენ და საერთოდ დანგრევისაკენ. არ მესმის, როგორ უნდა მიემხრო ადამიანს რომელიც სხვას აკრიტიკებს იმის გამო რასაც თავად სჩადის ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით.ასე მგონია ზომბირებულია მიტინგზე გასული საზოგადოება, ვერ ხვდება რომ პოლიტიკოსთა ის ჯგუფი ვისაც გვერდით უდგას ახლა, ასევე უაზროდ გასწირავს მათ და ყველაფერს საკუთარი ინტერესების გამო.
რაში მდგომარეობს გამოსავალი?
დღევანდელი კურიერის ნახვით შთაგონებული პოსტი.
8 comments:
chemi bolo chanaceri naxe
unda daixocon gadashendnen!!
ჩორვენი¹³ - ვნახე და დავაკომენტარე
სიკვდილი არც ისე ძალიან მომწონს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ მე თუ მკითავ
20 წლის განმავლობაში ამოვიდა ყელში ეს უაზრობები, ერთი და იგივე ყოველთვის, ერთი და იგივე ხალხი, მოვლენ, წავლენ, შოულობენ, იჭერენ, მერე ესენი იჭერენ, მერე ნათლიები ხდებიან, მოვტყან მაგათი ნათლიობა. ტვინი მოტყნედ. კატტენ მაპატიე, მაგრამ სხვანაირად ამ თემაზე აღარ შემიძლია ლაპარაკი. ვის რა ყლე უნდა მე რაში მაინტერესებს, მე რატომ მიშლიან ცხოვრებას? ვინმეს დავუშალე როდესმე ცხოვრება? ვინმეს რამე შევუზღუდე? მე რატომ მზღუდავენ გადაადგილებაში, არსებობაში, რატომ მიჭედავენ 20 წელია ყურებს ერთი და იგივე სირიზმით, რასაც პატრიოტიზმს არქმევენ, თითქოს რომელიმე მათგანი ჩემზე პატრიოტი იყოს. მოკლედ, საქართველოს ქრონიკული მიტინგომანია ჭირს, და წამალი კი მართლა არ ვიცი რა არის. რატომ უნდა წავიუდე ამ ქვეყნიდან? აქ მინდა ვიცხოვრო, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანაა. რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული პოზიცია–ოპოზიციის ხუშტურებზე. არ შევეცი ყველას... მოკლედ, მაპატიე ბილწსიტყვაობისთვის, მაგრამ ამ, მიტინგების შემხედვარე სხვას ვერაფერს ისწავლის კაცი...
Alexander - არ უყურო მიტინგებს!! აშკარად ცუდად მოქმედებს შენზე!
Katten försvann ჩემი არჩევანი არი არის ვუყურო თუ არ ვუყურო, მიწევს, იმიტომ რომ, ნუ იმიტომ :) ჩემი საქმე ეს არის, და ახლა მიტინგების მეტი არაფერი ხდება და ძალაუნებურად. და რომც არ ვუყურო? მაშინ უნდა გავიხიზნო მთაში, მონასტერში, გამოქვაბულში და კაციშვილი არ უნდა ვნახო, იმიტომ რომ ქვეყანაში სხვა სალაპარაკო თემა არ არის. ხო და კარლსონივით ფრთები უნდა გამოვიბა, რომ გადაკეტილ ქუჩებს და გამზირებს გადავაფრინდე.......
Alexander - გეთანხმები. სხვა მართლა არაფერი რაც გესმის და რასაც ხედავ. და ეს საშინელებაა.
იმდენი ნეგატიური ფიდბექი მივიღე ჩემს პოსტზე არადა ლოლ
და მთელი დღეა ვფიქრობ და ვფიქრობ... იქნებ მართლა ვცდები რამეში. მაგრამ ბოლოს მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ
ა რ ა , არ ვცდები, ეს ხალხი პირში რომ შეჰყურებს ყარყარაშბვილს და ხაინდრავას და ტაშს უკრავს, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ნახეს - ისინი ინაწილებენ პასუხისმგებლობას მათ მიერ დაღვრილი სისხლის ყოველ წვეთზე და აძლევენ უარესების ჩადენისთვის თავისუფლებას!
dodka - ყველა მართლები ვართ.
Post a Comment