Apr 30, 2009

This Isn't Even My Real Head

ეკონომიკური კრიზისის ფონზე ძალიან ძნელია სამუშაოს შოვნა და სამსახურის ძებნისას ყველაფერს დიდი მნიშვნელოა ენიჭება, მათ შორის გარეგნობასაც. ამერიკაში ჩატარებული ერთ ერთი გამოკვლევის მიხედვით ქალების 13 % მზადაა შეიცვალოს გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის ჩარევით იმისათვის რომ უკეთესი სამსახური იშოვოს.

შვედეთშიც იგივე ტენდენციასთან გვაქვს საქმე. ესთეტიკური ინექციების რაოდენობა ორმაგად გაიზარდა ამბობს Sabina Gehrmann-ორესუნდის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი. ხოლო დოქტორი კაროლინ ჩანგი, პლასტიკური ქირურგი სან ფრანცისკოდან ამბობს რომ ბევრი უმუშევარი მას მიმართავს ოპერაციების ჩატარების მიზნით.
- ოპერაციას ისინი ხედავენ როგორც მომავლის ინვესტიციას, ამბობს კაროლინ ჩანგი.

შვედეთში (და არა მარტო) ინექციის ძირითადი მიზანი საკუთარი თვითშეგრნების/თვითშეფასების ამაღლებაა. Sabina Gehrmann ამბობს - გამოკვლევები აჩვენებს რომ ინტერვიუს დროს პირველი შთბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს როცა შრომის ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, კარგია თუ ადამიანი არის საკუთარ თავში დარწმუნებული, გარეგნობა კი თვითრწმენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მეორეს მხრივ ბენგტ არვიდსონი, კადრების კონსულტანტი დარწმუნებულია, რომ პლასტიკურმა ოპერაციებმა პირიქით შეიძლება ხელი შეუშალონ ადამიანს ინტერვიუს პროცესში.
-პლასტიკური ოპერაცია შეიძლება ”ჭრიდეს” ამერიკაში, მაგრამ შვედეთში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აკადემიურ განათლებას. იყავით ის ვინც ხართ გვირჩევს ბენგტ არვიდსონი.

წყარო GP (სტატია არაა ზუსტი ნათარგმნი)

კომენტარებში მინდა ვისაუბროთ თემის გარშემო. შეგიძიათ დაწეროთ ინტერვიუს დროს თუ ყოფილხართ დისკრიმინირებულნი გარეგნული თვალსაზრისით? თუ გიგრძვნიათ რომ უარის მიზეზი სწორედ თქვენი გარეგნობა იყო და არა სხვა ფაქტორი? ან პირიქით თუ როცა მუშაობა დაიწყეთ რა როლი ითამაშა თქვენმა გარეგნობამ სამსახურის მიღებაში?

12 comments:

ჩორვენი¹³ said...

ki kaco me magalitad :D
ase mitxres zedmeti cona gaqvs da restornis menejeri ver iqnebio :D

ise mainc verafriT mivxvdi rato mara mainc :D
anu menejeri romelic ar chans sazogadoebashi nu gamonakliis momentebis garda mara ase usashvelod sashishishic ar var titqos :D

Katten försvann said...

ჩორვენი¹³- სერიზულად ამბობ??? თუ ხუმრობ ახლა ?

No Dar 7th said...

მემგონი ეგ უფრო საქართველოში ხდება, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი ეგრე ეუ ში ვერ გეტყვიან იმიტომ რომ კანონი კრძალავს.

სამსახურის ინტერვიუზე არა მაგრამ რაღაც გაცვლითი პროგრამით მივდიოდი გერმანიაში 7 კლასში, ფულს იხდიდი მაგრამ გასაუბრება მაინც უნდა გაგევლო და მითხრეს რომ დაბალი ხარ და ვერ გაგიშვებო... არადა 1 თვე მაგის საბუთებს ვაგროვებდი და გეგმები მქონდა დაწყობილი..

ეუ ში არ გეტყვიან მაგრამ მემგონი მაინც ეგრე არჩევენ.. რამოდენიმე HR მენეჯერს ვისაც ვიცნობდი უთქვია რომ თუ ასაკი და გარეგნობა არ უწყობს ხელს მაგის CV –ის ბოლოში განვიხილავთო.

მაგრამ ეს ყველაფერი მემგონი უფრო არც თუ ისე დიდ თანამდეობებს ეხება და როცა დიდ თანამდეობაზე გნიშნავენ მემგონი იქ პროფესიონალიზმს უფრო ექცევა ყურადღება.

Katten försvann said...

No Dar 7th - საქმეც ეგაა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ თანამდებობაზე ნაკლებად ნიშნავენ თუ მანამდე გამოცდილება არ აქვს რამე.

ეუში ვერ გეტყვიან , მართლაი ხარ, მაგრამ თუ გარეგნიბის გამო დაგიწუნეს მიზეზს სხვა რამეს მოგიდებენ და რეალურად უარის მიზეზი სხვა იქნება.

unaamarga said...

interviuze (gasaubrebaze) sul orjer viyavi da orivejer sasurveli samsaxuri mivige, imis miuxedavad, rom charbi wona mqonda da exlac maqvs, tumca garegnobas maicn aqvs ragac mnishvneloba.

chemi azriT, interviuebis dros gadamwyveti is ki araa, 90-60-90-ze xar tu ara, aramed ufro is faqtori, rom sasiamovno adamianis shtabechdilebas unda tovebde. me yoveltvis meubnebodnen, rom iseti tipi var, chemda uneburad ganvawyob adamianebs ketilad sakutari tavis mimart. es namdvilad dzaan mexamreba ara marto samsaxurs shovnisas, aramed chems profesiul saqmianobashic. anu xalxis darwmuneba ragacashi yoveltvis miadvildeba.

iasamani said...

გარეგნობა ყოველთვის თამაშობს როლს
შეიძლება დაჟე გამსაუბრებელს განგებ არ ქონდეს დაწესებული ეს კრიტერიუმი, მარა, სიტყვაზე თუ ყავს 2 ადამიანი და ორივე 110 აი ქიუთი უპირატესობას უფრო კაი გარეგნობიანს მიანიჭებს
აი ქიუ რომ თანაბარი არ ქონდეთ, რაღაც დოზით მაინც იქონიებს გარეგნობა გავლენას.
გარეგნობაში ჩაცმულობაც რომ გავიყვანოთ აი ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, იმიტომ რომ საკაიფოდ და გემოვნებით რომ გაცვია, გონიათ რომ სტატუსიც უფრო მაღალი გაქვს და ესეც ახდენს გავლენას, რატომღაც, როცა შეიძლება იმ სამსახურისთვის სტატუსი საერთოდ სულ ერთი იყოს

ზენობია said...

ara ara da ara.
arc ucxoetshi arc tbilishi.

tumca me tviton vyofilvar komisiashi, da rodesac interviuze modis adamiani, uneburad akcev kuradgebas garegnobas. mteli dge mere unda ukuro da tanamshromeli unda ikos:) anu mtavaria iseti garegnobis arikos, rom diskomforti shegikmnas.

da bolso profesiaas gaachnia, sadac inteleqtualuri samushaoa , garegoba did rols ar tamashobs

Katten försvann said...

ზენობია - მესმის ასაც ამბობ, მაგრამ ”anu mtavaria iseti garegnobis arikos, rom diskomforti shegikmnas.” ცოტა ეგოისტურად ჟღერს. ანუ მე რახანც შენ გიქმნი დისკომფორტს მაშინ არ მაქვს მუშაობის უფლება?


პროფესიაზე კი არის დამოკიდებული, ახლა ფოტომოდელად ”ულამაზოს” ვერ აიყვან, ასევე ბალერინა 190 სმ გოგო ვერ იქნება :)

ზენობია said...

rodesac adamians pirvelad xedav, da rodesac shemodis otaxshi, uneburad akcev mis garegnobas kuradgebas. torem tu profesionalia wellcome.

p.s. mec makvs zedmeti cona, magram amis gamo ar shemkmnia problema, am etapze:) nu kareierashi (da pirad cxovrebashi eg sxva temaa:))

Keti said...

გარეგნობის გამო ხელი არასდროს შემშლია.
ისე კი, მგონია ადამიანებს შინაგანი მომხიბვლელობა უფრო "ეხმარებათ" ურთიერთობებში. მარტო სამსახურს არ ვგულისხმობ..

კიდევ, ნამდვილად არ მესიამოვნება თუ მხოლოდ გარეგნობის გამო მომიწონებენ და ამიყვანენ. ეს იმას ნიშნავს (ჩემთვის), რომ მხოლოდ თოჯინა ვიქნები.

Katten försvann said...

Keti - გეთანხმები. გარდა ამისა შინაგანი გარეგნობა ისეთი რამაა რასაც ვერანაირი პლასტიკური ოპერაცია ვერ მისცემს ადამიანს, ესაა ის რასაც ეძახიან - მომხიბვლელი ადამიანი.

შენი კომენტარის მეორე აბზაცს რაც შეეხება, ზოგი სამსახური ისეთია რაც თოჯინობას საჭიროებს მეტწილად :)

Keti said...

კი, მაგალითად, მოდელობა :)
მაგრამ მე ეს პარამეტრები არ მაქვს, ამიტომ სხვა ნებისმიერი – ჩემთვის რეალური ვიგულისხმე