ესეიგი გვჭირდება პრასის თეთრი ნაწილი, როგორც სურათზე ხედავთ რომელსაც დაჭრით ასე 2-3 სმ სიგრძის ნაჭრებად. შავი ქლიავის ჩირი 100-150 გრ, და ტომატის სოუსი 1 ლიტრამდე. ტომატის სოუსი იყიდება, ასევე თავად შეგიძლიათ დააკეთოთ ცინცხალ ცინცხალი პომიდვრებისაგან. (ეს უკანასკნელი ბევრად უფრო გემრიელია) 1 ცალი ხახვი.
მოვამზადოთ ასე: ქვაბში ჩავასხათ ზეთი ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ახხვი და პრასი. ვშუშოთ ნელ ცეცხლზე. როცა პრასი მზად იქნება დაამათეთ ტომატის სოუსი, თუ სოუსი სქელია, მაშინ წყალი ჩაამატეთ - თავად დაარეგულირეთ სუფის სისქე. ხარშეთ პრასი დარბილებამდე. როცა პრასი მოიხარშება დამატეთ შავი ქლიავის ჩირი, მარილი, პილპილი, ბაზილიკა, მუსკატის კაკალი, კამა გემოვნებით.
სუფი აი ასეთი გამოვა :)
რამოდენიმე მინიშნება:
იგივე რეცეპტით გამიკეთებია სოუსი მაკარონისა და ხორცისათვის. ამისათვის ტომატის სოუსში გახსენით 2 ს.კ ფქვილი და ქვაბში გადატანისას არ დაამატოთ არანაირი წყალი.
შეკითხვები თუ გაგიჩნდათ არ მოგერიდოთ და მკითხეთ :)
3 comments:
მშიაა :D
ამას ვერ გავაკეთებ. :-P
მმმ! გამისინჯავს ეს სუპი და ძალიან მომწონს! საერთოდ, მიყვარს სუპები, ხან მე თვითონ ვიგონებ ხოლმე და ყველაფერს ვყრი in, რაც სახლში გამაჩნია :ლოლ: ბერძნული სამზარეულო უგემრიელესია!
მეც მიყვარს ბერძნული სამზარეულო :)
ეგ ყველაფრის ჩაყრის მეთოდი მეც მისინჯავს, განსაკუთრებით სალათებში და ხანდახან ისეთი გამოდის კაცი პირს ვერ დააკარებს :ჵ :ჵ :ჵ
Post a Comment