პროლოგი: მსგავსი მარტივი რეცეპტები თავისი სურათებით და მომზადების წესებით დაიდება ყოველ კვირა სააღამოს :)ზოგს სრცხვენია იმის აღიარება რომ არ გამოსდის, ზოგს უბრალოდ მართლა არ გამოსდის ზოგს გამოსდის მაგრამ ეზარება, ზოგისთვის კიდე სრული შემოქმედებითი პროცესია. საუბარი მაქვს კეძების კეთებაზე. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები რომელსაც კერძები ძალიან კარგი გამოსდის (ფქვილეული ნაწარმისაგან განსხვავებით :ჵ ) მაგრამ ზარმაცია, იმ მხრივ რომ საშინლად არ მიყვარს ორდინალური ყოველდღიური კეძების მზადება:(. სამზარეულოში როცა ვარ და რამეს ვამზადებ ვხემძღვანელობ რამოდენიმე ”ოქროს წესით” 1. არ მივსდიო ზუსტ რეცეპტს და 2. გავაკეთო ისე როგორც ინტუიცია მკარნახობს (ხოდა ალბათ ამიტომ არ გამომდის ფქვილეული ნაწარმი ) 3. სრულიად გამოვიყენო სახლში არსებული პროდუქტები
დღეს მინდა გასწავლოთ სუშის გაკეთება. ეს არის უადვილესი კერძი რომელიც არის გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო. დრო მიაქვს ძალიან ცოტა რაც მთავარია. სუშისათვის იყენებენ ნორის ფურცლებს (ნორი ერთგვარი წყალმცენარეა ) მოხარშულ ბრინჯს -წინასწარ მოხარშულს ძმარსა და მარილში!!! (სასურველია სუშის ბრინჯი მაგრამ მე ჩვეულებრივს ვიყენებ), თევზს ან კიბოჩხალას, ბოსტნეულს, შემწვარ/მოხარშულ ქათამს, ხორცს - მოკლედ ყველაფერს რაც მოგეპოვებათ სახლში. მე თქვენ გეტყვით რომ ნორი სულაც არაა აუცილებელი, სამაგიეროდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად მოხარშული კომბოსტოს, ან დარბილებული სალათის ფურცლები - მე ასე ხშირად გამიკეთებია (ოქროს წესი 3, 2 და 1 ).
ვაკეთებთ ასე: 1.ფურცელი დადეთ მაგდაზე და ზედ დაადეთ ბრინჯი ისე რომ ფურცლის ზემოთ ერთ სანტიმეტრამდე დარჩეს უბრინჯოდ. ბრინჯი ფურცელზე კარგად გადაანაწილეთ და ოდნავ დაპრესეთ.
2. ბრინჯს ზემოდან დააადეთ რაც გაქვთ - ცოცხალი თევზის ნაჭრები, ჩხირებად დაჭრილი ბოსტნეული და ა.შ. მე მქონდა მხოლოდ ხიზილალა და სალათის ფოთლები. (მაიონეზიც უნდა მაგრამ არ მქონდა და არ წავუსვი)
3. გადაახვიეთ ფურცელი რულეტისავით, თან ხელით ცოტა დაპრესეთ რომ კარგად შეიკრას. შემდეგ დაჭერით ძალიან ბასრი, სველი დანით.
ჩემი სუშიკოები ასეთი გამოვიდა.
სუში როგორც წესი იჭმევა სოიას სოუსით და ვასაბის კრემით. მე არცერთი არ მქონდა ამიტომ კეტჩუპით მივითვი :D
პ.ს. თუ ამ პოსტს რეზონანსი ექნება, მომავალში შევეცდები კვირაში ერთხელ მაინც გასწავლოთ ადვილი კერძების კეთება :)
ესეც ახალი სურათი
24 comments:
გოგოებისთვის რა მე რო ვისწავლო ტეხავ? :| ბოლობოლო კულინარიული მაქვს დამთავრებული სუშის და მოლუსკების კარგად დამზადება არ უნდავიცოდე ამხელა პოვარმა კაცმა? სუში რო არ ვჭამო ყოველდღე დიდი ამბავი ეგ ევროპელი გოიმების საჭმელია ჩინეთში ყელში აქვთ ამოსული :D
კი არ ტეხავს როგორც წესი ქალი ამზადებს საჭმელს და ამიტომ იყო პოსტი მათთკენ მიმართული. თუ გინდა შენც ისწავლე.
სუშის და გინდაც ნებისმიერი სხვა რამის ყოველდღე ჭამა საშინელებაა. ევროპელი გოიმების საჭმელი სუში კი არა მაკდონალდსი და მსგავსი რამეებია - არაჯანსაღი საკვები.
პ.ს.ჩინეთში კი არა იაპონიაში აქვთ ყელში სუში ამოსული.
ar mesmis ase xizilala ratom unda gavaoxro :))
fiqro - რატომ არის გაოხრება? მშვენიერი სუში გმოვიდა :)
ისე სხვა რა შემეძლო გამეკეთებინა ხიზილალით? ბლინებიო არ მითხრა ახლა:D
პ.ს. აქ იაფია ხიზილალა ხოდა შეიძება ხანდახან მისი გაფუჭება/gaoxreba :D
va kaia erTi unda vcado :D
mara eg fotoli neta sdaertod ar chiatsv tiflisshi?
ჩორვენი¹³ მაგ ფოთოლი სულაც არაა საჭირო. მე კომბოსტოს მოხარშული ფოთლებითაც ვაკეთებ ხოლმე (ნორით ახლა იმიტომ გავაკეთე რომ ჩემმა მეგობარმა მომცა სამი შეკვრა ნორი.)
უუუ!!! კიდევ უფრო მომშივდა! Katten, ძალიან მაგარი იდეაა, უფრო ხშირად მოგვაწოდე რეცეპტები, მეც მიყვარს "გართობა" და რაღაც საჭმელების მოგონება. სუში რაღაც არ მიზიდავს, მაგრამ მშვენივრად გამოიყურება შენი ნახელავი. ისე, მარტო გოგოებისთვის არა, ბიჭებმაც უნდა იცოდნენ საჭმელების კეთება, ჩემი აზრით.
ბრინჯი მიყვარს ძალიან და ყველაზე მეტად ეს მომეწონა აქ :) Keep up, chef! ;))
1. მანდაური ხიზილალა აშკარად განსხვავდება აქაურისგან - ანუ აქ წითელია და ძვირი ღირს, ეგ - სტაფილოსფერი, უფრო წვრილი და უფრო იაფი :დ ეგეთი ჩვენთან არ იშოვება.
2. @ჩორვენ - გუდვილში იყიდება ნორიც, სუშის ბრინჯიც და ყველა მსგავსი მაწაკობა :დ
3. დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი სუშის, ორონდ აი ისე, კლასიკურს, უმი თევზითურთ და ა.შ. თბილისში აკეთებენ ვიცი, მაგრამ ფული და მეგობრები ერთად ვერ მოვიგდე ხელში :დ
მნიამ,ხვლა გავაკეტებ სუშის სახლში :D ჰაჰ რა გაუკვირდებათ ცემებს,
მე გამომდის გემრიელობები,მაგრამ ხალისი რამაქვს ხოლმე გაკეთების ;/
dodka - უმი თევზის ყიდვას ვერ ვრისკავ. რა ვქნა, მეშინია. ოდნავ დამარილებული ლაქსი კიდე ხო, მაგრამ მთლად უმი არ ვიცი.
კლასიკური სუში იმდენნაიარია, რომ ვერ გაიგებ რა არაა კლასიკური :D
ხო ეს ხიზილალა წვრილია. საერთოთ ხიზილალის ზომა და ფასი თევზზეა დამოკიდებული და მანდაც იქნება ცოტა იაფიანი შანსი არაა.
Sal - როგორ მიხარია, კარგი გამოგივიდესო! :)
სუში, როგორც მარტივი კერძი პირველად გავიგე :D
მე გავაკეთებ და გოგოებს გავაკვირვებ ამ დღეებში.
ნორის ფურცლებს და სუშის ბრინჯსაც ვიყიდი თუ იყო გუდვილში (მარა იმ სიშორეს რა წავა? :( )
გააგრძელე ესეთი პოსტები :)
Katten försvann
და რისი თქმა გსურს რომ რადგან იაპონელების გამოგონებულია ჩინეთში არ ჭამენ ყოველდღე? ჯერ ისიც გასათვალისწინებელია რომ ჩინეთში ბრინჯის კულტურა მეტია ვიდრე იაპონიაში ასერომ ცარიელი ხიზილალაც მერწმუნე უკვე ჯანსაღი საჭმელია ბრინჯის და საშინელი შპინატ/ზღვის კომბოსტოების გარეშე;)
პ.ს.
ჩვენც ვიცით გენაცვალე სუშიც და სისხლიანი მერიც :D
თათია - გააკეთე და ნახე რა მარტივია :)
Nikoloz - 1. სისხლიანი მერი არ ვიცი, არ გამიკეთებია არც დამილევია.
2.წადი ნებისმიერ ჩინურ რესტორანში და იქ სუში თუ იქნება ძალიან გამიკვირდება. (მე ჯერ ჩინურ რესტორანში სუში არ შემხვედრია) ბრინჯი რომ აქვთ არ ნიშნავს რომ სუშის ჭამენ, მასე ბრინჯი ინდონეზიაშიც ბევრია მაგრამ სუში ყელშჳ არ აქვთ ამოსული.
ცარილა ხიზილალა რომ ჯანსაღი საჭმელია მაგაში არც გეკამათები. უბრალოდ გემოვნების ამბავია შეგიძლია თუ არა ცარილი მიირთვა.
ეგ შენ არ გინახია ხინკალსაც აკეთებენ აბა? :D
და ვაფშეტა ამდენი რომ იცი ისიც გეცოდინება რომ კაკრას ევროპელი და ამერიკელი გოიმების საჭმელი ტყუილად არ მიხსენებია საქმე იმაშია რომ უმეტესი ნაწილი ტიპობის გამო თუ მიირთმევს ამ საკვებს და კაკრას ამ დიდად გარკვეულმა და მოყვარულმა ნაწილმა ისიც კი არ იცის რომ სუში კი არა სუსი ქვია :D
ვატრაკებ Katten försvann ყურადღებას ნუ მიაქცევ სინამდვილეში სამოვნებით მივირთმევდი კაი არაყზე იფ იფ ;)
Nikoloz
კი ხინკალასაც აკეთებენ და ჩაქაფულსაც კიდე საცივს.
შენ რასაც ამბობ ალბათ თვითონ იაპონელები გამოთქავენ მასე არ ვიცი ვერ დაგეჯინები (დავინტერესდი და ვკითხავ ჩემს მეგობასრ) მაგრამ სუში გამითქმის. გადაამოწმე ლექსიკოში და ნახავ. sushi - (ˈsü-shē )
კი არ ატრაკებ ახურებ ახლა შენ!
სუში არაყზე ნამდვილად არ გამისინჯავს. გინდაც იმიტომ რომ ვერ ვსვავ არაყს და მსგავს სასმელებს.
ვაახ გეუბნები მე შენ იაპონელებიც ეგრე გამოთვავენ სუსი ქვია და ეხლა იაპონელები თუ ცდებიან სახელში მაშინ ჰო :D პროსტა სხვა ენებზე ბანძურად ჟღერს და ეგაა საქმე :D
იაპონელი არ ვარ :) არც შენ რამდენადაც ვიცი :)
მე ზარმაცი ვარ :წით:
სუში კი არ მიყვარს და მის მომზადებას ალბათ არც შევეცდები :)
მაგრამ საინტერესო იყო მაინც – ფოტოები რომ ახლდა და შედეგიც რომ ვიხილე :)
პ.ს. სხვა რეცეპტებსაც ვნახავდი, მითუმეტეს, ზარმაცი გოგოებისთვისო და..
Keti დავდებ ხოლმე სხვა რეცეპტებს შედეგიანი სურათებით :ჵ
უნდა მოვიფიქრო , თორემ მანდა სხვა პროდუქტებია აქ სხვა და ისეთი რამე რომ დავწერო რაც ძვირი და ძნელი საშოვნი იქნება მაშინ არავინ გააკეთებს :)
ubralod xizilala rogaorc aseti sufTa saxiT miyvars :))
fiqro - უიჰ, მე კი ვერ ვჭამ სუფთა სახით :(
gamarjoba! vinmem ar icit nori-s potlebi sad sheidzleba shevidzino tbilisshi?
me ar vici namdivlad.
Post a Comment