Apr 2, 2009

შეშინებული და დასაფიქრებელი პოსტი

დღე სრულიად ჩვეულებრივად დაიწყო, წავედი გაკვეთილებზე მერე ვიყიდე ტრანსპორტის ბილეთები და წამოვედი სახლში.

ტრამვაის გაჩერებიდან რომ ამოვედი (ამოვედი იმიტომ, რომ ტრამვაის ჩემი გაჩერება მიწის ქვეშაა და არა მიწაზე როგორც უმრავლესობა) ვიღაც ბიჭი გზაზე გადამეღობა და ხელები მომხვია. ძალიან შემეშინდა, დავარტყი (არ ვიცი სად) და ვუყვირე ”What the hell are u doing!?" ხელი მალევე კი გამიშვა მაგრამ მე ისევ შოკში ვარ.

ახლა ვფიქრობ რა ვქნა. გადაწყვეტილი მაქვს რომ ვარჯიში დავიწყო, რამე ტექნიკა შევისწავლო რომ თავი დავიცვა. მაგრამ რა? გთხოვთ მირჩიოთ რამე ეფექტური და სწრაფი შედეგი რომ ქონდეს. დენის აპარატები, პატარა გაზის ბალონები არ მინდა. იმიტომ რომ სანამ მე იმას ჩანთიდან ამოვიღებ ჩემი დამემართბა.

16 comments:

მე-ხათო said...

vuii...da isa..fxizeli iyo? ki ara da erti dartymit moiferie? xalxi ar iyo axlo-maxlo?

hxux...

msgavs shemtxvevashi romc mkondes rame iaragis magvari albat ver gamoviyeneb mainc :D eg ki ara da verc davartyamdi, ubralod avtexdi wivil-kivils : )))

Katten försvann said...

ფხიზელი იყო. არ მომიგერიებია, ატომატური რეაცია იყო დარტყმა. ხალხი კი იყო გარშემო. ვფიქრობ რომ უბრალოდ გამეკაიფა მეტი არაფერი.

რექცია ყველას სხვადასხვა აქვს. რატომღაც სტრესზე ეგრევე ფიზიკურად ვრეაგირებ, და თავიდან მოშორება რომ მინდოდა იმიტომ დავარტყი.

Sophie Golden said...

გამეცინა, სიმართლე გითხრა. მე, არ ვიცი, რას ვიზამდი ასეთ შემთხვევაში, ხელს ვკრავდი ალბათ :D ვარჯიშის დაწყება სულაც არ გჭირდება, ისედაც მშვენივრად შეგძლებია თავის დაცვა :lol:

Katten försvann said...

Sophie Golden - მჭირდება ვარჯიში. იმიტომ რომ საშიში ხდება აქ ცხოვრება. მარტო ჩემი შემთხვევა არა, გაზეთებში რასაც ვკითხულობ იქიდან გამომდინარე ვამბობ.

busuna said...

wow

is da vax

Anonymous said...

vinc ar varjishobs kvdeba esegi? tu yovel dge vigac dagesxmeba tavs? :D egre ro ipiqro mashin mteli cxovreba saxlidan vegar gasulxar. varjishebis dacyeba magari sisulelea mag mizezis gamo,imho

Keti said...

ჩემი რეაქციაც დარტყმა იქნებოდა :))
გამოცდილებით ვამბობ. ოღონდ ეს 5-6 წლის წინ იყო, რეალური თავდასხმისას. ახლა ასეთები აღარ ხდება, ან აღარ მესმის...


რჩევით კი ვერაფერს გირჩევ :(

Katten försvann said...

anonymous - შეიძება შენთვის სისულელეა, მაგრამ მე დამეხმარება 100%. სახლში ჯდომას არ ვაპირებ და არც სხვას ვადარებ თავს. ყველა სხვადასხვანაირია და ერთიდაიგივე სიტუაციაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.

Keti - შეგეშინდა ხო?

No Dar 7th said...

ეეე არ გცოდნიათ თქვენ free hug :)))
მერე იტყვით ევროპელობა გვინდაო :p

http://laimikis.files.wordpress.com/2008/02/free-hug-collage.jpg

Katten försvann said...

free hug არა კუკუ.
არ მიყვარს უცხო რომ მეხება საერთოდ!

Sophie Golden said...

მე მიყვარს ფრი ჰაგები :ლოლ:

ქეთი, მეც აღარ გამიგონია მსგავსი თავდასხმების შესახებ ამ ბოლო დროს, ამიტომაც უშიშრად დავდივარ კარატის ქამრის გარეშეც :P

Katten försvann said...

პატრულის ბრალია!
თორემ არ ვიცი თქვენ თუ გახსვთ 5-7წლის წინ, ჯერ კიდევ სახფათი იყო. უამრავ ნაცნობს გამოგლიჯეს ჩანთები და რამოდენიმე გაძარცვეს სამკაული წაართვეს დღისით.
ვარჯიშის დაწყება მაინც მინდა და არ ვიცი რა დავიწყო. დარტყმის დამუღამება მინდა .

Keti said...

კატენ, კი , ოღონდ "ბრძოლის" მერე უფრო. იმდენი ვიტირე. აი, ბრძოლა კი წარმატებული მქონდა – ჩანთა ვერ წამართვეს :დ

სოფი, კი და მგონი ეს პატრულის გამოა.

საერთოდ რეაქცია თავისთავად ჩნდება , თორემ მანამდე მეც ვერ წარმოვიდგენდი :)

Katten försvann said...

Keti - კი მეც მასე მგონია თავისთავად ჩნდება და ზოგადადაც პიროვნულია რაღაც. მაგალითად გაბრაზებული რომ ვარ, არ ვყვირივარ, არმედ ფიზიკური აგრესიის სურვილი მიჩნდება, cemis :D

Keti said...

უი, მე გაბრაზებული ვჩუმდები,
სამაგიეროდ სახეზე მაწერია ყველაფერი:)

Landish said...

თამ ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდი მამაკაცებთან ბრძოლის წინააღმდეგ არის ერთ ადგილში ამორტყმა : )))

სულ არაა საჭირო კარატის კურსები და რაღაც: )))