Jun 7, 2009

”დიფუზური” აზრები

არ ვარ რელიგიური ადამიანი, რაღაცის კი მწამს, მაგრამ ეს რაღაც იმდენად დიფუზურია რომ სახელის დარქმევა არც კი შემიძლია. არის რამოდენიმე საკითხი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემითვის ესააა სიყვარული და მიტევება. ნებისმიერი რელიგია, სარწმუნოება მხოლოდ მაშინ გახდება ჩემთვiს ჭეშმარიტი როცა მხოლოდ ამ ორ პრინციპზე იქნება დაფუძნებული. არ განიკითხავს, არ შეაშინებს ხალხს ცოდვებით და ჯოჯოხეთით, და ბედნიერებისაკენ და სულის სიმშვიდისაკენ მიმავალ გზას ასწავლის სიყვარულით და მიტევებით.

ვიცი რომ ადამიანი რომელიც სიმშვიდეში იკლავს თავს არ მოხვდება ჯოჯოხეთში, ვიცი რომ ადამიანი რომელიც კვდება სულიერ ტანჯვაში ვერ მოხვდება სამოთხეში გინდაც უცოდველი იყოს. ჩვენი ჯოჯოხეთი და სამოთხე ჩვენივე ფსიქიკაა, რომლის ტყვეობაშიც ვიმყოფებით ჩვენი სიცოცხლის ნებისმიერ მომენტში.

No comments: