Apr 23, 2009

რა უნდა ეპასუხა?

ჯერ უყურეთ ამ ვიდეოს


ახლა გავაანალიზოთ, რეალურად რა უნდა ეთქვა ამ გოგოს? რა უნდა ეპასუხა? ჩემი აზრით პასუხი მეტყველებს იმაზე რომ ყველაფერისდა მიუხედავად ამერიკელები რაღაც დონეზე მაინც ტრადიციონალისტები არიან.

25 comments:

alex said...

უფრო მეტიც, ეს პოლემიკა გაგრძელდა ლარი კინგ შოუში, სადაც ამ გოგონამ განაცხადა რომ ღმერთმა გამოცდა მოუწყო ამ კითხვით, რათა მისი რწმენა გამოეცადა !?!?
ეჰ ამერიკა, ამერიკა, რა ყველაფერში ჩვენ გვბაძავენ :):):)

Alexander said...

კაი გოგო ხარ რო ეს პოსტი დადე, მე რაღაც ბოლო დროს ვეღარ ვქაჩავ (სიტუაციაა უაზრო ქალაქში და იმიტომ).
ხო ამერიკელებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა პურიტანები არიან, მაგრამ თითონ ის ფაქტი რად ღირს, რომ ასეთი კითხვის დასმის საშუალება არსებობს საჯაროდ. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ საქართველოში? რომელიმე ტელეშოუზე რომელიმე ცნობილ ადამიანს რომ შეეკითხონ მსგავსს, ეგრევე პირჯვარს დაიწერს, სულაც რომ განსხვავებული რელიგიის იყოს...

Katten försvann said...

alex - უი კი არ ვიცი ეგა. მეცოდება ხანდახან ღმერთი, ყველაფერს მას აბრალებენ.

Alexander - ისე საინტერესო იქნებოდა რა პასუხს გასცემდნენ ჩვენთან. მართლა მაინტეესებს.

OTO said...

რასაც ფიქრობდა ის უპასუხა, არ ითამაშა,

http://www.youtube.com/watch?v=klT0aSRTuDQ&feature=player_embedded

ამ ვიდეოში ის ჟიურის წევრი ამბობს რომ იმ პასუხმა მას გვირგვინი დააკარგვინა ჩემი აზრით ეს არის სრული მარაზმი მერე რა რომ ა.შ.შ - ში ბევრი გეია ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ იმ გოგოს აზრი უნდა შეეცვალა და ისე ეპასუხა როგორც მათ უნდოდათ ყველას აქვს თავისი აზრის ქონის უფლება და ამისათვის ადამიანები არ უნდა ”ისჯებოდნენ”

P.S. THE LONGEST COMMENT I'VE EVER WRITTEN : D

Katten försvann said...

OTO - მეც ვფიქრობ რომ გულწრფელად უპასუხა, ამიტომ დავსვი შეკითხვა - რეალურად რა უნდა ეთქვა თქო :)

აზრის შეცვლა ერთია მაგრამ აზრის გამო ვინმეს დისკრიმინაცია კიდე სხვა. ფაქტიურად ამ გოგოს დისკრიმინაცია მოახდინეს იმის გამო რომ ნეგატიურად შეაფასა მსგავსი ქორწინება ხო?

თუმცა მესმის კიდეც ჟიურის, სილამაზის დედოფალს იმდენ ხალხთან უწევს მერე ურთიერთობა რომ საკუთარი აზრი საერთოდ უნდა დაივიწყო რას ნიშნავს და საკუთარ აზრად გაასაღო ის რისი მოსმენაც ხალხს უნდა.

Katten försvann said...

OTO მადლობა ბმულისთვის და THE LONGEST COMMENT-ისათვის :)

OTO said...

რაც თქვა, ის უნდა ეთქვა.

ნეგატიურად არ შეუფასებია. მან თქვა რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს სადაც ყველას აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.

შენი აზრი თუ არ გექნება შენ არ იქნები : )

OTO said...

YOU'RE WELCOME : )

Katten försvann said...

OTO - გეთანხმები რომ საკუთარი აზრის გარეშე ვერ იქნები ის რაც ხარ, მაგრამ ამ გოგოს ცოტა სხვა რამეზე ქონდა პრეტენზია ამიტომ ის რაც ხარ ცოტა უნდა გადამალო. მითუმეტეს როცა იცი რა შედეგი შეიძლება მოყვეს.

ხანდახან იმის მისაღებად რაც გვინდა პაწა მსხვერპლი უნდა გაიღო ადამიანმა.

Keti said...

ცუდია, თუ ვინმეს პირად ცხოვრებაში ერევიან, მაგრამ საკუთარი აზრის ქონა და კორექტულად გამოთქმა ნორმალურია.
ჯანდაბას გვირგვინი და სხვა სიამენი :)
მე მირჩევნია, ადამიანი არ იტყუებოდეს, ვიდრე რაღაცის სანაცვლოდ ყველასთვის საყვარელ არსებას თამაშობდეს.

Keti said...

ისე, ამ გოგომ გაცილებით მეტი (პოპულარობა) მიიღო, ვიდრე უბრალოდ გვირგვინი მოუტანდა:)

Katten försvann said...

Keti - შენ არ მდგახარ იქა კონკურსზე. ეგ გოგო თუ იდგა, და იმხელა გზა გაიარა რომ ფინალამდე მისულიყო, ესეიგი მოგება უნდოდა. თუ მოგება უნდოდა ეგეც უნდა იცოდეს რომ ჯიურიზე უნდა ეთამაშა. ეთამაშა ეს ოხერი და მერე რომ მოიგებდა ეთქვა რაც უნდოდა. ის მეორე გოგო შკარად ბევრად ულამაზოა ამაზე.

მაგრამ, ეს გოგო უჭკუო გამოდგა ჩემი აზრით :)

Katten försvann said...

Keti გვირგვინი არის მაგათი სამუშაო. ეგრე არაა რომ უბრალდო აიღეს პირველი ადგილი და ვსიო. გამარჯვებული ზრუნავს ფულის მოპოვებაზე სხვადასხვა ფონდებისათვის, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში და ა.შ. მოკლეთ ყველაფერთან ერთად საკმაოდ საპასუხისმგებლო პორტია. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ფულსაც იღებენ სამუშაოში.

Keti said...

ვიცი ეგ ყველაფერი – რა და როგორ
ეს გოგო თუ არა, სხვა სახე ეყოლება საქველმოქმედო ფონდებს. ასე, რომ მიუსაფარნი არ დარჩებიან ყურადღების გარეშე.
და მაინც, სრულიად შესაძლებელია, ძალიან გინდოდეს რაღაც, მიხვიდე ფინალამდე და თამაშზე უარი თქვა, ანუ უარი თქვა, რასაც თამაშის შედეგი ქვია.
მითუმეტეს, რომ გაჭირვებულებს არაფერი დააკლდებათ.
ასე, მაშინ რა ვუთხრათ ჩვენს სკამებზე გადარეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა გზით, ანუ თამაშით მივიდნენ სკამამდე. მართლები არაინ, რომ არ თმობენ (ნებისმიერ რანგის თანამდებობის პირს ვგულისხმობ)..
თან გოგოს ცუდი არაფერი უთქვამს.
რა, რომ აერჩიათ, გეებს არ მიუტანდა დახმარებას?

Katten försvann said...

Keti - არა, უყურე ამ გოგოს გამოსვლებს და მიხვდები რომ უარი კი არ თვქვა საბოლოოდ არამედ უჭკობით მოუვიდა, თან უყურე მის სახეს როგორ ”ლიკუეტ” ხალხმა რომ ტაში დაუკრა.

სექსუალურ უმცირესობათა ერთ ერთი მიზანი დღესდღეობით მართლ არის კანონიერი ქორწინების დაშვება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაშიც, ეს კიდე გამოდის და ასეთ რამეებს ამბობს :)

Keti said...

არ მგონია, ნანობდეს:) არც უნდა ინანოს.

მე ის მაღელვებს, რომ დემოკრატიის სახელით თავისუფალ სიტყვას (როგორ გაცვდა ეს ფრაზა:D) ზღუდავენ. თან ამერიკაში!

როცა ვინმეს აზრი ზოგადია და არ არის მიმართული სხვების უფლებების დარღვევისკენ, ის მისაღებია. ეს ადამიანი და საერთოდ, ნებისმიერი, თავისი აზრებით/შეხედულებებით ხდება საინტერესო და არა შაბლონური და სიტუაციებს საცობივით მორგებული პოზიციებით. ჩემთვის საინტერესო იყო ეს რომ თქვა, რადგან მშვენივრად გამოაჩინა – ამერიკელ საზოგადოებაში ამ საკითხთან სხვადასხვა დამოკიდებულების არსებობა. და ეს ნორმალურია :)

Katten försvann said...

Keti - ამერიკაში ამოფარებულნი არიან მაგ სიტყვას, თუმცა რამდენად არიან მართლა მზად თავისუფალი სიტყვისთვის ჯერ კიდეv საკითხავია. ეს ჩემი პირადი აზრია.

საერთოდ დემოკრატია ძალიან ”კილაოზნი” სიტყვაა და სახემწიფო წყობაც. თუ ძალიან ჩაეძიები იმ შემთვევაში. სიტყვის და არჩევნის თავისუფლებას არ ვგულისხმობ, არამედ მცირე თავისებურებებს რომლებიც ეხება მაგ.ეთნიკურ ჯგუფებს და ა.შ. :)

Keti said...

ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, რომ მზად არ არიან :)
დემოკრატიაზე კი, მართლაც ბევრი საუბარი შეიძლება...

alex said...

1. რატო უნდა გამოაცხადო გმირად და თქვა რომ მიუხედავად დიდი ზეწოლისა მაინც თავისი გაიტანა და თქვა, როცა შთაბეჭდილება პირიქით შემექმნა, (დარბაზი დიდი ტაშით შეეგება ამ სიტყვებს, ჟიურის სხვა წევრებსაც ერთ ადგილზე ეკიდათ, ამერიკული საზოგადოებაც მის მხარეზეა) მაშ ვიღას ზეწოლას გაუძლო? იქნებ პირიქით არის და სულაც არ ფიქრობს ის ასე (ყველა ყველაფერი და მაგათ ყველაზე მეტად უწევთ ურთიერთობა გეებთან და სხვებთან შედარებით უფრო გახსნილები არიან) და მისი ეს პასუხი სწორედ რომ საზოგადოებაზე და უფრო მეტი სიმპატიის დამსახურებაზე იყო გათვლილი??? ჩემთვის ლოგიკასთან ეს უფრო დგას... მით უმეტეს რომ მანვე განაცხადა მეორე დღეს ინტერვიუში რომ წინასცარ დასწავლილ პასუხებს შორის ეს საკითხიც იყო და ნატრობდა ნეტა ეს არ მკითხონო.
2. მეცინება როცა მისებს კითხვებს უსვავენ ხოლმე, მაშინ როცა ამ თინეიჯერების ინტელექტს არავინ ითვალისწინებს და ისეთ კითხვებს დაუსვავენ ეს საცოდავებიც ძალაუნებურად სისულელეებს დაახეთქებენ ხოლმე. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ეს გოგონა აბსოლუტურად არაკომპეტენტური იყო ამხელა აუდიტორიის წინაშე ამ საკითხზე ესაუბრა. საინტერესოა რას იტყოდა რომ ეკითხათ თუ რას ფიქრობდა გლობალურ დათბობაზე, ჩრდილო კორეის მიერ ბირთული რაკეტის გამოცდაზე ან ექსტრა მზის სისტემაში აღმოჩენილ გაზოვან პლანეტებზე ყწლის არსებობის ალბათობაზე.
3. ჰომოფობია მარტო გეების ჩაქოლვა არაა, სიტყვები ,,მე პატივს ვცემ გეებს მაგრამ....'' ასევე ჰომოფობიაა
4. აქ არაფერ შუაშია სიტყვის თავისუფლება. მე ვარ გეი, ამ დროს ვიღაცა ტიგრანა გამოდის და იძახის რომ მე არ უნდა მქონდეს შვილის ყოლის უფლება!!! ეს სიტყვის თავისუფლება კი არა სისხლის სამართლის დანაშაულია
:):):)

Sweet Baby Girl said...

ბოდიში თემასთან რომ არაფერ კავშირშია, მაგრამ ასეთი შეკითხვა მაქვს:

პოსტს თარიღს უცვლი ხოლმე გამოქვეყნების მერე? o_O

ჩემს რიდერში unread პოსტებში ხვდება ერთიდა იგივე პოსტი რამდენჯერმე და აწერია changed მაგრამ არაფერი არ რის შეცვლილი, ნუ თარიღის გარდა ალბათ.

Sophie Golden said...

ჩემი აზრით, ქალი რომელიც სილამაზის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და გასაყიდი საქონელივით შეეთვალიერებინება მსოფლიოს, ის უჭკუოა, აქამდე რა გეგონათ? მართლა ქველმოქმედება და მშვიდობა დედამიწაზე ადარდებდათ? მძულს სილამაზის კონკურსები!!!! :ფემინისტ:

Katten försvann said...

Sophie Golden უჭკუო ყველგან უჭკუა, გინდა სილამაზის კონკურსზე და გინდაც ბაზარში. ოქსანა ფიოდოროვა გაიხსენე, როგორ მშვენივრად გამოყენა თავისი ტიტული წარმატების მისაღწევად, ასევე ბევრი მაგალითია სხვა გოგონების. მაგრამ ეს გოგო ტიპიური ამერიკული უტვინო ბარბი ჩანს :D

Sweet Baby Girl - ხანდახან ერთიდაიგივე პოსტს ვცვლი ხოლმე, ან ტექსტს ვწერ სხვას ან სურათს ვდებ სხვანაირად, ხოდა პო ხოდუ თარიღსაც ახალს ვწერ. გარდა ამისა სარეკლამო ტექსტები რომ არ იყოს პირველ პოსტად წამოჭიმული ძველებს ვწევ მაღლა რომ სარეკლამო დაბლა დარჩეს :D

Sweet Baby Girl said...

აწი სარეკლამოს შეუცვალე ძველ თარიღზე.
დამტანჯა უკვე.
დღეში 7ჯერ მიწევს მონიშვნა წაკითხულად...

თუარადა ამოვიღებ რიდერიდან, რას გემართლები ნეტა. :D

Katten försvann said...

Sweet Baby Girl კარგად ხარ?
რასაც მინდა იმას ვიზაც ჩემს ბლოგზე , შენ კიდე რაც გინდა ის ქენი.

Sweet Baby Girl said...

რამ გაგაბრაზა კაცო, მეც მაგას გეუბნები, რას გემართლები ნეტა მეთქი. :)))