Apr 28, 2009

მანდედან ადვილია ლაპარაკი

ხშირად და განსაკუთრებით საქართველოში კრიზისის პერიოდში უცხოეთში წასულ ქართველებზე სამშობლოში დარჩენილი ჯეელები ”ჯავრს იყრიან” ხოლმე და ცივად გვაძახებენ ”მანდედან ადვილია ლაპარაკი, აბა აქ ჩამოდი და ნახე როგორია აქ ცხოვრება”. - არ მიყვარს ასეთი ხალხი! იმიტომ კი არა რომ სამშობლოში მინდა დაბრუნება, რომ ნოსტალგია მკლავს, ან თითქოს დანაშაულის გრძნობა მაქვს - არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ჩემი აზრით ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია. მათ ურავლესობას კაი სამუშაო და საცხოვრებელი რომ შესთავაზონ დარწმუნებული ვარ ერთი წუთი არ დააყოვნებდა და დატოვებდა ქვეყანას.

მე ვთვლი რომ ეს სრულიად ნორმალურია, ადამიანი სადაც კარგად გრძნობს თავს იქ უნდა ცხოვრობდეს, ერთი ცხოვრება გვაქვს და და ისიც ვიღაც იდიოტების ახირებებს შევალიოთ?! მინდა ვიცოდე რომ ერთ დღესაც ვიღაცას არ მოეხუშტურება მთავრობა და არ გადაკეტავს ქუჩებს და დაიწყებს ლანძღვა გინებას. მინდა ადამიანები პატივს სცემდნენ კანონს, კაი იყოს ცუდი მაგრამ რაღაც კარგი ხომ არის მაინც? სულ ყველაფერი ცუდი როგორაა? ის რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო, მსხვილი ფულის წვრილად დახურდავებაში 10-20 თეთრი არ მოითხოვო კანონი გვინდა ამისათვის? ესაა ადამიანობა და შეგნება და აღზრდა. რაც თავი მახსოვს სულ ასე ვიყავით, და ახლა რაც უფრო დრო გადის უფრო უარესი ხდება. დავიჯერო მთავრობის ბრალია ესა? როდემდე უნდა ვიყოთ ცხვრები ჯგროსავით და ჯგუფური პასუხისმგებლობა გვქონდეს მხოლოდ, ის თუ ასე არ აკეთებს არც მე გავაკეთებ და პირიქით. არაა დრო რომ ყველამ პირადი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქცევაზე?

იქნებ დროა ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და დაფიქრდეს თავად რა გააკეთა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მერე ქვეყანისათვის, ისე რომ ორივესათვის სარგებელი მოეტანა? ხოდა მერე ილაპარაკეთ მანდედან ადვილია ლაპარაკიო.

12 comments:

Chaotic said...

უf, აი ეგრე რა :D

რაღაც თითქოს კედელთან გაყენებენ, როგორ გაბედე, რომ სხვაგან ხარო, არადა ასეთების 100% ვიზებზე ჩალიჩობს :D

რას გაიგებ

nikaiverioni said...

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი და იცხოვროს იმ ქვეყანაში სადაც ყველაზე უკეთ ეცხოვრება, სადაც მაქსიმალურად შეუძლია თავისი პოტენციალის და ოცნებების რეალიზება.

მაგრამ როდესაც ცხოვრობ სხვა ქვეყანაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხდები ამ ქვეყნის მოქალაქე, ნელ-ნელა ინტეგრირდები ამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მერე უვე, ჩემი აზრით , არ გაქვს მორალური უფლება(რეალური ძალაც რომც გქონდეს) მოუწოდო სამშობლოში დარჩენილ მოქალაქეებს, როგორ იცხოვრონ. აირჩიონ გიჟი მიშა თუ დაუნი გრეჩიხა, იყვნენ პოზიციაში თუ ოპოზიციაში, გადაკეტონ თუ არ გადაკეტონ გზები....
რადგან თითოეული ასეთი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს და ცვლის სამშობლოში დარჩენილი ადამიანების ცხოვრებას, უფრო მეტად ვიდრე ემიგრანტებისას. მაგ: ძალიან მაღიზიანებს მამაიდაჩემის-რუსეთის მოქალაქის დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი საუბარი, მოწოდებები, შეგონებები. არადა ქალი აზრზე არ არის აქ რა ხდება, ტვინი აქვს ნტვ_თი და ოერტეთი გამორეცხილი. დიახაც მანდედან ადვილია ლაპარაკი, აბა აქ ჩამოვიდეს და ნახოს ვინ არის მტყუან-მართალი



ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. საქართველოდან წასულებმა გააკეთეს თავისი არჩევანი იცხოვრონ და იმოღაწეონ ახალი სამშობლოს საკეთილდღეოდ(არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, იმიტომ არავინ იცის ზუსტად რა არის კარგი და რა ცუდი. და ვააბშე ყველაფერი ინდივიდუალურია).


იმედია არ მიწყენ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებისთვის. თუ ვთვლი, რომ რაღაც მაქვს სათქმელი ან გასაკეთებელი და არ ვაკეთებ ან არ ვამბობ, მერე მთელი დღე ვიტანჯები. ამიტომ ვერ მოვითმინე და შეიძლება ვინმე გავანაწყენე კიდეც:(


დიდ პატივს გცემ, ვთვლი რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მომწონს შენი მოღვაწეობა ბლოგზე(google reader_ი ყოველდღე ამოწმებს ახალი პოსტების არსებობას, ამიტომაც არც-ერთ სიახლეს არ ვმაზავ),
+ზოგადად ვიზიარებ შენს შეხედულებებს უმეტეს საკითხებთან დაკავშირებით.

nikaiverioni said...

რაში მეთანხმებით და რაში არა :)

Katten försvann said...

გეთანხმები რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე და იქ სადაც კარგად ეცხოვრება, მანამ სანამ ამით ზიანს არ აყენებს სხვას.

სხვა ქვეყნის მოქალაქება, ინტეგრირება არ ნიშნავს საკუთარი კულტურული იდენტიფიკაციის დაკრგვას. (ასიმილაცია უნდა მოახდინო ახალ კულტურასთან, გინდაც იმიტომ რომ ისე ვერ იცხოვრებ, ვერ იმუშავებ და ა.შ.) როცა ქვეყნის შიგნით ხარ, ძნელია ხანდახან რააღაცეების რეალურად დანახვა რადგან ჯგუფური ზეგავლნის ქვეშაა ადამიანი, ხოლო შორიდან უფრო კარგად ჩანს შეცდომები და ის რაც გამოსასწორებელია.ის რომ მაგ ვინმე მოქალაქეს ვეუბნევი ეზოში ნაგავს ნუ ყრი აქ შენმა შვილმა უნდა ითამაშოს თქო ამის მორალური უფლება არ მაქვს?

ვიღაცი ბლოგზე ეწერა ”მიხარია რომ კანონმორჩილი ხარ, მაგრამ ამის მაგალითი მთავრობიდან უნდა მოდიოდესო”. სხვისი ყურებაა საჭირო იმისათვის რომ კანონმორჩილი გავხდე? სადაა აქა პირადი პასუხისმგებლობა? რასაც ამდენი ხანია ვიძახი რომ ის რაც გვჭირს ჩვენი ბრალია. (კიდე მიკვირს აქამდე როგორ მოვაღწიეთ)

მე შეიძლება წამოსულივ არ მაგრამ ხალხი ვინც მიყვარს მანდაა და იმათზე შემტკივა გული თორემ რა მადარდებს ვიცხვოვრებდი ლაღად.

პოლიტიკოსებზე არ ვწერ არაფერს. ამომივიდნენ ყელში უკვე. აქა ხალხის პრობლემა უფროა ვიდრე 4-5 პოლიტიკოსის. ხალხი აკეთებს არჩევანს ვის დაუდგეს გვერდით და არა პოლიტიკოსი ვინ მოიყენოს გვერდით.

მადლობა კომპლიმენტისათვის :) მიყვარს ჩვენზე (ჩემი ბლოგუშკა და მე ერთნი ვართ)კაი რამეს რომ წერთ ხოლმე :)

Katten försvann said...

მეც საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე , თორემ მანდ რომ ვიყავი მეც დავრბოდი გზებზე წითელ შუქზე და მარშუტკას სადაც მომიხდებოდა იქ ვაჩერებდი. მაგრამ მხოლოდ წამოსვლის მერე მივხვდი რომ იმას რასაც ვაკეთებდი არასწორი იყო. რატომ ვაკეთებდი? იმიტომ რომ ყველა ასე აკეთებდა.

nikaiverioni said...

მართალი ხარ როდესაც ხედავ, რომ რაღაც ქმედება არის აშკარად ცუდი მაგ: ნაგავის დაყრა კორპუსის გვერდით, პარკში, ბაღში, ქუჩაში საზოგადოებრივი საქონლის დაზიანება (ავტობუსებში სკამებზე ვანდალიზმი ჯერ კიდევ ხდება ჩვენთან+1000 წვრილმანი რაც უკვე ჩვევაში გვაქვს გამჯდარი); ასეთებზე თვალი არ უნდა დახუჭო, უნდა მითხრა და ეცადო შემაგნებინო, რომ არასწორად ვიქცევი.

მაგრამ როდესაც საქმე ეხება პოლიტიკას, სადაც ყველაფერი ცალსახა და ადვილად დასანახი არ არის, მაშინ კორექტულობა და ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ. ბევრჯერ მსმენია და მინახავს უცხოეთში წასული ქართველებისგან ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება საქართველოში მყოფი თანამემამულეების შეხედულებების მიმართ.

არ ვარ მე ის ადამიანი, ვისაც კარგის დანახვა არ შეუძლია და ყველაფერში ცუდს ეძებს. მაგალითად ასეთები სულ რო წივიან „ეკლესიებს გვინგრევენ“, „სარწმუნოებას გვართმევენ“, „ყველაფერი გაყიდეს“, „სოროსელები ესენი“, „აბა ასფალტი ვჭამოთ“.......

უცხოეთიდან ჩანს თითქოს აქ ყველაფერი კარგადაა. გვაქვს შუქი, წყალი, გაზი, კეთდება გზები, იქმნება სამუშაო ადგილები და მტერი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი არ გახარებდეს.
მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ მაკიაჟი, რომელსაც თუ ჩამოიბან, დაინახავ მრავალ სტრატეგიულ შეცდომას. ეს შეცდომები კი ძალიან ძვირად დაუჯდა და უჯდება ქვეყანას. Marginal costs far exceed marginal revenues;

ამიტომ თავი შორს დავიჭიროთ პოლიტიკისგან და სხვას თუ არაფერს, ნერვებს მაინც დავზოგავთ....

Katten försvann said...

”ამიტომ თავი შორს დავიჭიროთ პოლიტიკისგან და სხვას თუ არაფერს, ნერვებს მაინც დავზოგავთ....” ამის აუცილებლობას უკვე ვხედავ. :D :D

პოლიტიკა მართლა არაა ცალსახად, მაგრამ სამაგიეროდ შეილეძა თითოეული ადამიანი შეფასდეს მისის სიტყვების, ქცევის და ა.შ. მიხედვით. ასევე ერის ფსიქოლოგიაც, რომელიც რაღაც დონეზე თითქოს ეთიშება რეალობას, იმდენად არ მოსწონს რეალობა და სურს შეცვალოს ისა რომ მზადაა გარისკოს და უარეს მგომარეობაში ჩაიგდოს თავი.

Keti said...

ყველაფერში გეთანხმები!!!
ნუ ინერვიულებ ასეთებისგან გამოსროლილ რეპლიკებზე. ცუდი ის არის, რომ მსსგავსი მენტალიტეტის ადამიანები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და ამის გამო ქვეყანა უკან მიდის.
არაფერი გვეშველება, სანამ ტვინებში არ ჩავიტარებთ გენერალურ რეორგანიზაციას.

utvino said...

ნუ მართალი ხარ, მაგრამ მეორე მხარეც არის ამ ყველაფერში და მესამეც და მეოთხეც
ყველას რომ შემოგვთავაზონ კარგი ცხოვრება და წავიდეთ ვისთვის ვტოვებთ ქვეყანას ან ვის ვუტოვებთ?

თან სანამ საზოგადოებას მოთხოვ კანონის დაცვას, ხელისუფლება უნდა გყავდეს კანონმორჩილი

Katten försvann said...

utvino - არავინ არავის არ სთავაზობს :)
შენც იგივე დაწერე ახალ რაც ერთ ერთ ბლოგზე ამოვიკითხე. მგონია იმისათვის რომ კანონმორჩილი იყო, არაა საჭირო სხვას უყურო, არის თუ არა ის კანონმორჩილი :) შენ თავზე შენ უნდა აგო პასუხი. მერე ხალხი რომ კანონმორჩილი იქნება, ყველა პირადი პასუხისმგებლობით, არღარც არჩევნების გაყალბება მოხდება და ხელისუფლებაც ნადვილად არჩეული იქნება.

ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ და მერე ყველაფერი შეიცველბა ნელ ნელა.

nati kuda said...

gaatare xolme, mec momxre var, sadac uket iqneba adamiani, iq icxovros.

Sophie Golden said...

სინამდვილეში ვინც იცის, რა ძნელია სამშობლოდან შორს ცხოვრება, მუშაობა და ადამიანურად ცხოვრება, ის ასეთ რამეს არ იტყვის. ამიტომ სულელების ლაპარაკს საერთოდ არ უნდა მოუსმინო!