Apr 25, 2009

გამოშტერებული მე

არ ვიცი როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი იყოს ისეთი უყურადღებო როგორიც მე ვარ. არადა არ ვიყავი ასე, ახალა მთლად ცუდადაა ჩემი საქმე.

როგორც ამ პოსტში ავღნიშნე მანქანის დასაყეებელი ადგილის პოვნა და კომპანიასთან კონტრაქტის დადება ჩემი მოსაგვარებელი იყო. ასევე ავღნიშნე რომ ბოლოსდაბოლოს ”მოვაგვარე ” საქმე. ჩამოვიყვანეთ მანქანა Trollhättan - იდან და დავტოვეთ თავის ადგილას. დღეს საღამოს ჩავედით ეზოში, მანქანაში რაღაცეების დატოვება გვინდოდა და რას ვხედავ, ფანჯარაზე ჯარიმის ფურცელია - 65 ევრო. თავიდან ვიფიქრე რომ სადგომის ნომერი შემეშალა, შემდეგ ამოვედით სახლში კონტრაქტის სანახავად და შეცდომაც ვიპოვე - კონტრაქტი ძალაშია პიველი მაისიდან. არ ვიცი როგორ გამომეპარა და არ დავაკვირდი როცა ქაღალდს ხელს ვაწერდი.

ხოდა არ ვარ მე გამოშტერებული? :( :( რა მეშველება?:(

6 comments:

უსახელო said...

მანქანის შეძენას გილოცავ! აქ რომ ყოფილიყავი ახალი შენაძენის გამო "მაღარიჩი " ხომ უნდა გეკისრა? ხოდა ვითომ იკისრე რა. :)

Katten försvann said...

hahaaa, ანუ საჯარიmო ფული როგორც მაღარიჩი ისე გავქვითო? :D :D

utvino said...

ui არაა ეგ კარგი ამბავი
ეხლა 65 ევრო რომ მომივიდეს რამეზე თავსაც ჩამოვიხრჩობ
მაგრამ ნე ვსიო ტაკ სტრაშნა

Katten försvann said...

utvino -ახლა დავმშვიდდი მეცა. მაინც გადასახდელია :(

Sophie Golden said...

ხოოოო :| კატენ, ეგ როგორ დაგემართა? მაგრამ მესმის შენი, მეც ხშირად მჭირს ხოლმე. გილოცავ მანქანას და მეტად აღარ მოგივიდეს მსგავსი დაშტერებები ;)

Katten försvann said...

ჰაჰაა, მადლობა მოლოცვისათვის :)
იმედია აღარ მომივა ასე :D :D