Apr 24, 2009

რომაული პირამიდა - დღე მეოთხე

მეოთხე დღე დაიწყო რესპუდლიკის მოედნიდან :) ამოვედით თუ არა მეტროს გაჩერებიდან ჩემი ყურადღება მიიბყრო მაკდონალდსის შენობამ

მოედნის ერთ მხარეს მდებარეობს ბაზილიკა Santa Maria degli Angeli, რომელიც აშენებულია 1569 და 1679 წლებს შორის. სურათები კარგი არ გამომივიდა ამიტომ არ დავდებ. ამ დღეს მინდოდა წასვლა Monument to Vittorio Emanuele II - რომელიც არის ძალიან შთამბეჭდავი უზარმაზარი თეთრი შენობა მაგრამ თურმე იმ დღეს ქალაქში მარათონი იმართებოდა, და შენობამდე ვერ მივაღწიეთ რადგან გზები იყო გადაკეტილი :)
სამაგიეროდ უგზო უკვლოდ ხეტიალი და შემთხვევასთან თამაში დავიწყეთ.
პირველად შეგვხვდა ოთხი ფანტანის პატარა მოედანჩიკი :)

შემდეგ მივაღწიეთ ძველი თეატისა და პანთეონის ნანგრევებამდე :)


ამ ადგილიდან გავეშურეთ ცესტიუსის პირამიდის სანახავად რომელიც საკმაოდ შორს Porta San Paolo -ს მოედანზე მდებარეობდა. გზად, კვლავ პატარ პატარა ქუჩებით ვიარეთ. შევნიშნე რომ რომში 80% პატარა მანქანები ყავთ, სხვანაირად ვერც გამოვა იმდენი ვიწრო ქუჩაა. რომაელების მანქანის დაყენების ტექნიკაზე არაფერს ვამბობ :ჵ ეს სხვა ისტორიაა :)

ბევრი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა დავინახეთ პირამიდა, რომელიც თურმე ძველრომაული მავზოლეუმი ყოფილა. პირამიდა აშენებულია ბეტონით ქრისტეს შობამდე 18 და 12 წლებში, მოპირკეთებულია აგურით და მარმარილოთი. ეს პირამიდა ერთადერთია მთელს რომში. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა რომ ტურისტები თითქმის არ არიან პირამიდასთან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნაგებობა ტურისტულ რუქაზეც კი არ არის დატანილი. (მხედველობაში მაქვს რუქა რომლებსაც ჩვეულებრივ სასტუმროებში იძლევიან)

პირამიდის გვერდით არის სასაფლაო, სადაც რომაელი კატების თავშესაფარია, მაგრამ კატები უკვე სხვა თემაა და სხვა პოსტში დავწერ მათ შესახებ :)

გაგრძლება იქნება :)

6 comments:

თათია said...

"რომაელი კატები" lol

საინტერესო მოგზაურობა გაქვს. იმედი მაქვს მეც მოვხვდები რომში.

Katten försvann said...

კი მოხვდები !
ყველა გზა რომში მიდის :)

Keti said...

იმედია, როდესმე ჩემი გზაც რომისკენ გადაუხვევს :)

Katten försvann said...

Keti - კი!!!

Sophie Golden said...

რა საყვარელი მანქანაა!!! ყველაზე მეტად ეგ მომეწონა :ლოლ:

Katten försvann said...

Sophie Golden - მეც მომწონს :D
For Cute Girls Only :P