Apr 22, 2009

კვირის შეკითხვა - შეჭამეს კი ჩემი მუზა მტრედებმა?

წინასწარ გაფრთხილებთ რომ წუწუნა პოსტია!

ეს პრობლემა დღეს მოვაგვარე :) წუწუნი1. დღეს მანქანა უნდა გამოვიყვანოთ მაღაზიიდან, რომელიც გასულ პარაკსევს ვიყიდეთ და მე დასაყენებელ ადგილს ვერ ვპოულობ. უფრო სწორად ხალხი ვისთანაც უნდა გავარკვიო ამბები პარკინგ ადგილის შესახებ ოფისში არ არის. ეს ყველაფერი ჩემი გასარკვევია და არა ჩემი ქმრის იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ შვედურად, ხოდა პასუხისმგებლობაც ჩემზეა. რა ვქნა საღამომდე თუ ვერ გავარკვიე ეს საკითხი არ ვიცი სად უნდა დავტოვოთ მანქანა :(

წუწუნი 2. აივანზე ორი მტრედი შემოგვეჩვია, წაიღეს ტვინი თავისი ღუღუნით, თან ეჭვი მაქვს ჩემ კრუჟოვნიკის ბუჩქს მიირთმევენ. კრუჟოვნიკი 1 თვის წინ ჩავრგე დიდ ქოთანში და იმედი მაქვს მოსავალი მექნება ივლის-აგვისტოში მანამდე მტრედებმა თუ არ ააოხრეს.

წუწუნი 3. მუზა დავკარგე. პოსტების იდეეები კი მაქვს მაგრამ საშინაო დავალებებს ვერ ვწერ. დავალებული მაქვს ერთი დებატ - სტატიის დაწერა, წიგნის მიმოხილვა, და პატარა თეზისების დაწერა ენის სოციოლოგიასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი 10 დღეში უნდა მოვათაო, მე კიდე დაწყებულიც არ მაქვს იმიტომ რომ ჩემი მუზა სადღაც იმალება ან უარესი მტრედებმა შეჭამეს :(

ჰელპ!

8 comments:

უსახელო said...

ცუდი რჩევა: მომავალ კვირა დღეს, "შემწვარი მტრედი მაიონეზში" ან რაღაც მსგავსი კერძის რეცეპტი შემოგვთავაზე და მუზების პრობლემაც მოგვარდება. :)

Katten försvann said...

მტრედებს მოწამლული ნამცხვრები უნდა დავუყარო აივანზე :D

iasamani said...

დიიიიდი საფრთხობელა დააყენე, მარა მე მოწამლული ნამცხვრების იდეაც მომეწონა )))
ან საერთოდ, ქალაქში ჭორი გაავრცელე, ცოფიანი მტრედები შემოგვეჩვივნენო და სულ ყველას დახოცავენ ;)

Katten försvann said...

iasamani - ისედაც ხოცავენ :)
ყოველ დილას :)

საფრთხობელაც კაი აზრია :D :D

Sophie Golden said...

Katten, არ გაბედო!!! :( სხვა რამე მოიფიქრე, კრუჟოვნიკის ბუჩქი სხვაგან დადგი :P
მეორე - მოვა მუზა ;) დააცადე :P

Katten försvann said...

Sophie Golden ბუჩქი სად გადავდგა?

მითხარი მაშინ სხვა :D :D

ვაცდი მუზას, მაგრამ გამოცდების მერე რომ მოვიდეს რა ვქნა მერე? :D

Keti said...

იქნებ მუზას სამუშაო მაგიდაზე ჩამოეძინა, ჰოდა, მხოლოდ ლოდინი არ გამოგადგება.. აბა, მიუჯექი მაგიდას და იქნებ გამოფხიზლდეს პატივცემული :)

მტერდები კი შემეცოდნენ:(

Katten försvann said...

Keti - სულ მაგიდას არ ვუზივარ. ვინ იცის ვინმემ რომ ამაგდოს ამ ადგილიდან იქნებ სადე ვნახო კიდეც :D

მეც შემეცოდნენ მტრედები ეგ ამბავი რომ გავიე, ანუ ყოველ დილას რომ ხოცავენ. მაგრამ, ისეთი აბეზრები არიაააანნნ და იმდენიიი. ცენტრალურზე საჭმელით ვერ დადგები ხელში, შეგჩამენ საჭმელიანად ისეთი ნაგლები არიან.