Apr 19, 2009

ქრისტე აღსდგა!

ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს :)

მიუხედავად იმისა რომ რელიგიური ადამინი არ ვარ, არ დავდივარ ეკლესიაში, არ ვლოცულობ და ა.შ. ეს დღე მაინც რაღაც ძალიან ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს :) იმდენად ამაღლებულზე რომ ვაცხობ პასკას და ვღებავ ვერცხს :)

ამ წელს ჩემი პასკუნიები არ გამოვდნენ კარგები, მაგრამ გული არ დამწყვეტია. ერთი უკვე მივახრამუნე და მეორეს უახლოეს მომვალში მოვუღებ ბოლოს :)

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომას!

6 comments:

ERM0NIA said...

მეც გილოცავ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. .)))
კვერცხი მარტოკამ შევღებე წელს პირველად ცხოვრებაში. კაი ფერი კი დავაჯინე, მარა ეტყობა რაღაც დავაკელი, საღებავი გადადის ხელის მოკიდებისას და გაწითელბული მაქვს მტევნები. :D

Katten försvann said...

ERM0NIA - მეც გილოცავ, დღესასწაულის მადლი გფარავდეს :)
მთავარია რომ შეღებე :)პროფესიონალივით თქვი ”ფერი დავაჯინეო” ყოჩაღ.

მე საღებავს ვერ ვპოულობ ხოლმე და წითელი ფანქრით ვღებავ :ჵ

თათია said...

გილოცავ!
ამ აღდგომას მარტო ვატარებ :(
პასკის გარეშე, მაგრამ სახლიდან გამოტანებული წითელი კვერცხი მაქვს :)

Katten försvann said...

თათია მთავარია განწყობა, დანარჩენი სიმბოლიზმია! :)

Nikoloz said...

gmerti gfaravdet!

Keti said...

გილოცავ! :)
მეც – ნაკლებად ვარ რელიგიური, მაგრამ ამ დღეს ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდები, ისევე როგორც შობას..
მიყვარს კვერცხის შეღებვის ტრადიცია :)
მრავალს დაესწარი!