Apr 16, 2009

პეპელას ეფექტი

პეპლას ეფექტზე თუ გსმენიათ რამე?

რამოდენიმეჯერ დავწერე, რომ შვედები და ზოგადად სკანდინავიელები ძალიან ზრუნავენ გარემოზე და შეძლებისდაგვარად ცდილობენ შემაცირონ გამონაბოლქვის პროცენტული რაოდენობა, ააშენონ გარემოზე ორიენტირებული საგზაო ინფრასტუქტურა - ტრამვაი და მატარებლის ხაზები, შეიძინონ გარემოზე ორიენტირებული ეთანოლზე მომუშავე მანქანები.

სიმართლე რომ ვთქვა, მეც ავყევი ამ ხალხს გარემოზე ზრუნვაში. მიუხედავად იმისა რომ ეთანოლზე მომუშავე მანქანები უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები, ჩემს ქმარს გამუდმებით ვეჩიჩინებოდი, რომ მანქანა თუ გვექნება მხოლოდ ეთანოლიანი, მაგრამ სად ვცურაობ თურმე.

დღეს გავაკეთე პატარა გამოკვლევა თუ რა არის ეთანოლი და საიდან ღებულობენ მას.
ეთანოლი არის სუფთა სპირტი რომელსაც ღებულობენ მცენარეებისაგან. რაღაც პერიოდის წინ აღმოაჩინეს, რომ წვიმის ტყეები მდიდარია ამ ნივთიერებით და დაიწყო მასობრივი ჩეხვა ”ძვირფასი” სპირტის მისაღებად. ბრაზილიაში ტყეები იჩეხება, ის ტყეები რომლებიც ჟანგბადის აკვანია, ჩვენ კი ვღებულობთ მანქანის საწვავს რომელიც გარემოზეა ორიენტირებული. ხედავთ რამე ლოგიკას ??

”The flap of a butterfly's wings in Brazil set off a tornado in Texas"

უარი ვთქვი ეთანოლიან მანქანაზე.

7 comments:

lasharela said...

ანუ ის ვისაც არააქვს ნავთი და აქვს ხე, თქვა...მკიდია ამაზონის ტყეები (რომელიც ჩემს დროს გეოგრაფიის წიგნში "დედამიწის ფილტვებად" იყო მოხსენიებული) და რა სარგებლობა მოაქვს მათ დედამიწისთვის....მე ფული მინდაო...და ესეც ბუნებაზე ზრუნვით შეფუთა :)

მოკლედ ყველაფერი დღევანდელ სამყაროში ფულს უკავშირდება. გარემოზე მზრუნველი ორგანიზაციებიც კი.

ისე წყალბადის მიღება გაცილებით იაფი უნდა დაჯდეს წესით...რატომ წყალბადის ძრავები არა? (რეალურად წყალბადის ძრავა ნამდვილად არსებობს და წვის შედეგად უბრალოდ წყალი მიიღება მეტი არაფერი)

ხის მოჭრა, სპირტის მიღება უფრო იაფი ჯდება ვიდრე ელექტრო ენერგიის გამოყენებით წყალბადის მიღება?

ელექტრო ენერგიას კიდე ჰესებიდან მივიღებდით, ან თუნდაც ატომური ელექტროსადგურიდან (გაცილებით ნაკლები მავნე ზეგავლენააქვს გარემოზე ვიდრე ნავთობის გამონაბოლქვს)

Katten försvann said...

lasharela - არ ვიცი რატომ არ ანვითარებენ წყალბადის ძრავებს. ისიც არ ვიცი მაგ. რატომ არ ანვითარებენ ელ-მანქანებს - მინუსად იმას ასახელებნ რომ შორი დისტანციებისთვის არ ვარგა ეს მანქანებიო, მაგრამ მოკლესთვის ხომ ვარგა?

Keti said...

ვაის გავურბივართ და ვუის ვპოულობთ :(

ისე მომწონს ტრამვაი, ჩვენთან ალბათ აღარ იქნება..

Katten försvann said...

keti იქნებ იყოს?მე კიდე იმედი მაქვს რომ რაღაც შეიცვლება ჩვენთან ტრანსპორტის მხრივ:)

Keti said...

რავიცი.. არ მგონია. ამ დღეებში მგონი უკანასკნელი ლიანდაგები აყარეს და ახალი გზა დააგეს. არადა, ძალიან კარგი რამ არის. ბავშვობაში მიყვარდა, მერე რა, რომ მორყეულ–რახრახა იყო :)

Katten försvann said...

Keti - მეც სულ მიყვარდა ტრამვაი :)
და მართლაც რომ რახახა იყო :)
დრევანდელ დრეს , თანამედროვე ტრამვაიჩიკები აღარ არიან რახრახები, ავტბუსებზე ბევრად კომფორტულები არიან და უხმაურო :)

m i r a m a x said...

ეთანოლი კი არა წიწაკა უნდათ მაგათ, კაი მეგრული ჭიჭე წიწაკები ერთ ადგილას

კარგად ივლიან მერე :)