Apr 13, 2009

იყო საღამო არაფრის მთქმელი

აი ისეთი, რაღაცნაირი უცნაური საღამოა. ვერაფერს ვფიქობ, და ვერაფერს განვიცდი. ჩემი სხეული დევს სკამზე და თითები აკაკუნებენ კლავიატურაზე.

ხმები მესმის...

ეზოდან - ვიღაც ბავშვი ტირის, ვიღაცა მოტოციკლს აღმუვლებს, ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს ხმამაღლა არაბულად თუ სპარსულად ვერ გავიგე, ვიღაცა ბურთს თამაშობს, ვიღაცა იცინის. რამდენ ინფორმაციას იღებს ადამიანი ერთდროულად (ამ შემთვევაში მხოლოდ ხმოვანს ) ყველას გაანალიზება რომ დავიწყოთ ალბათ გავრეკავთ (იმათ არ ვგულისხმობ ვისაც უკვე გარეკილი აქვთ :D )

სახლში - ჩემი ქმარი რაღაც კომპიუტერულ თამაშს თამაშობს. იქ ერთი პერსონაჟია რომელიც მუდამ ძალიან უცნაურ ხმაზე გაჰკივის - Follow me, I'll show you the way! ამ პერსონაჟის ხმა როგორც წესი საშინლად მაღიზიანებს, ახლა კი რეაქცია არ მაქვს. (Good for my husband :D) => მიყვარს ჩემი ქმარუკა, მშვიდია და გაწონასწორებული. ეს ის თვისებებია რომლებიც მე არ მახასიათებს არადა ძალიან მჭირდება.

დამავიწყდა რატომ დავიწყე ამ პოსტის წერა, თუ გავიხსენე დავამატებ მერე.

4 comments:

Sophie Golden said...

მე კიდევ მეძინება და გამაგდეთ!!! :P
რა კარგია, ასეთი განსხვავებული ხასიათის/ტემპერამენტის ადამიანები უფრო უგებენ ერთმანეთს.
მე, პირიქით, ცოტა ხმაურიანი ქმარი მჭირდება, ტემპერამენტიანი :D :ლოლ: ;)

Katten försvann said...

lol :D :D :D

Keti said...

უცნაურია (ან არც) მეც ჩემგან განსხვცავებული თვისებების ადამიანებთან ვარ უკეთ. სოფივით, – ცოტა ხმაურიან ადამიანთან თუ შევძლებდი ცხოვრებას :)
ხმები კი... ისე მესმის. ძნელია, როცა გადაღლილი ხარ და ამ დროს სათითაოდ (თუ ერთად) აფიქსირებ "ორკესტრის" შემადგენელ ხმებს :)

Katten försvann said...

keti +ნუ იტყვი,
დღეს დილას საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. ორიენტალური მიუსიკის ხმამ. ისეთი ძლიერი იყო რომ კედლები ზანზარებდნენ.
ჰელპ!