Apr 12, 2009

დემოკრატია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

დიდი ხანია ამ თემაზი მინდოდა დაწერა და ვფიქრობ ახლა ზუსტადაც რომ მომენტია და აქტუალურია ამ თემის განხილვა. საუბარი მაქვს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე.

იმისათვის რომ თვალსაჩინო გახდეს რას ნიშნავს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს 1. რამოდენიმე წლის წინ შოტლანდიაში დააკავეს შვედეთის ხუთი მოქალაქე - გარემოზე მზრუნავი აქტივისტი. მათი მიზანი იყო რამოდენიმე ატომური გემის განადგურება და გარემოს დაცვა მავნე ნივთიერებებისაგან; 2.რამოდენიმე წლის წინ ერთმა შვედმა მოკლა 11 მუქი კანის მქონე მოქალაქე, მისი მიზანი იყო ქვეყნის ”გასუფთავება” ფერადკანიანებისაგან.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა (შემდეგში სდ) ქვია მოქმედებას როცა ერთი ან რამოდენიმე პიროვნება არღვევს და ეწინაამღდეგება კანონს, სახემწიფო სტრუქტურებს და ნორმებს. ასეთ ხალხს როგორც წესი აქვთ საკუთარი ღირებულებები და გაცნობიერებულად სჩადიან ამა თუ იმ ქმედებებს რათ საკუთარ მიზანს მიაღწიონ. ეს ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანები არ არიან ფსიქიკურად ავადმყოფები და არ მოქმედებენ აფექტში, არამედ იციან რას და რატომ სჩადიან.

ზოგადად სდ დიდი თავსატეხია საზოგადოებისათვის, პოლიციისათვის და თავისთავად სახემწიფოსათვის. აბა წარმოიდგინეთ, თუ თითოეული ადამიანი რომლის ღირებულებები არ მოდის შესაბამისობაში ზოგადად კანონებთან მიმართავს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას რა შედეგს მივიღებთ ქვეყანაში? მართალი ხართ - კოლაფსი და ანარქიზმი გარდაუვალი შედეგი იქნება.

დიქტატურულ ქვეყნებში სდ ჩვეულებრივი მოვლენა და ერთადერთი გზაა პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ დემოკრატიულ სახემწიფოში დიდი თუ მცირე ჯგუფის მიერ სდ ჩემი აზრით დანაშაულა. რატომ? იმიტომ რომ სდ დროს ფერხდება რეგიონის, ქალაქის და ა.შ. ნორმალური ფუნქციონირება. ირღვევა ჩვეულებრივი მოქალაქის უფლება რომელიც კანონმორჩილია ან პროტესტის დროს სდ არ მიმართავს და მთავარი დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს ყოველთვის შეუძია საკუთარი აზრის გამოხატვა სხვადასხვა კანონიერი გზით.

სოციალურ დაუმორჩილებლობას ვამართლებ, მაგრამ დემოკრატიულ სახემწოფოში მსგავს ქმედებას დანაშაულად განვიხილავ!

რას ფიქრობთ თქვენ?

6 comments:

Link said...

martali xar, magram rodesac masiuri SD aris , albat sxva ragacas nishnavs xo?

is 5 kaci atomuri gemze da
11 kacis mkvleli ar aris massa , egeni ufro idiotebi arian :D

magram sad is , rom asuftaveb shavkanianebisgan da sad is rom prezidenti ar ginda , eubnebi da ar midis.

axla rom daixion da saxlebshi cavidnen, dzalian magra daerxevat da tu gadarchnen xmas ver amoigeben. ase rom chemi azrit imitom gamoacxades SD rom sxva gza agar hqondat (da es aris prezidentis UPASUXOBIS brali)

Katten försvann said...

მასიურს რას ეძახი?

ეს თემა პოლიტიკის გამო არ დამიწრია. მაგრამ ერთს დავწერ - პრეზიდენტი თქმით არ უნდა წავიდე, არამედ არჩევნებით.

info said...

დიახ,"სდ" გაუგებარია დემოკრატიულ სახელმწიფოში, იმდენად, რომ მის გამოყენებას,როგორც პოლიტიკურ იარაღის, არავითარი ბუნებრივი საფუძველი და ეფექტი არ გააჩნია.
ამიტომაც ის სრულიად რაციონალურ მიზეზთა გამო იარაღს არ წარმოადგენს პოლიტიკურ არსენალში. ავტოკრატიულში კი "სდ"-ს გამოყენება ჩვეულებრივი რამაა. თუ ხელისუფლება არ ასრულებს ხელშეკრულებას ამავე ხელისუფლების წყაროსთან მაშინ ადამიანებს გაცილებით მეტი რადიკალური მოქმედების უფლება აქვთ. რათქმაუნდა ასეთი გარემოება სასურველი არ არის მაგრამ იგი ამ შემთხვევაში მეტი სიკეთის შემცველია ვიდრე ბოროტების. ისე ერთი კითხვა მიჩნდება აქ კომენტარის ავტორთან:არჩევნებს თუ აყალბებს ხელისუფალი მაშინ კვლავ არჩევნებს დაველოდოთ?

Katten försvann said...

info - პოლიტიკაზე არ დამიწერია!
სამოქალაქო დაუმორჩილებლობა როგორც ფენომენი განვიხილე!

გაყალბება და ა.შ. არ ვიცი მე. ვუნმეს ნალაპარაკებს ვერ დავიჯერებ. დაიდოს ოფიცილაური წყაროები თავისის სტატისტიკით (და არა ერთი ორგანიზაციის მხოლოდ) და ვაღიარებ რომ ხდება გაყალბება თუ რაც!

alex said...

verafersac vegar gaaketeben da amit magati parppashic damtavrdeba, agarasdros mag saxeebs agar davinaxavt televizorshi, :):):)
imdeni ikvires utvinod cadi cadio, bolos tviton cavlen

Katten försvann said...

alex - ვაიიი არ ვიცი რა ხდება.კატეგორიულად აღარ ვუყურებ ტელევიზორს!!!