Apr 9, 2009

პოზიტიური თვითშთაგონების პოსტი

ვიცი რომ ძალიან ძნელია ეს ყველაფერი, რაც დღეს ჩემს თავს და ჩემს გარშემო ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი შეგნებული არჩევანი იყო რამოდენიმე წლის წინ. ვიცოდი რომ ადვილი არაფერი იქნებოდა, რომ გამზადებულის ლანგარზე დადებულის მიღება გამორიცხული იყო, მაგრამ ჩემი შეგნებული არჩევანი მაინც გავაკეთე.

დღეს ვიხედები წარსულში და ვხვდბი რა მართალი ვიყავი, თუმცა არ მაძლევს იმის საშუალებას რომ წარსულს გავეტირო. ვცხოვრებ დღევანდელი დღით და ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას. ვარ დაღლილი, დათრგუნული მაგრამ მომავალზე ფიქრი არ მაძლევს დანებების საშუალებას. ვიცი დღეს თუ დავნებდები მომავალში არჩევნის უფლება და საშუალება აღარ მექება!

ჩემი მომავალი ჩემს ხელშია!

4 comments:

LadyCrow said...

მე მჯერა, რომ შენი მომავალი მართლა შენს ხელშია და შენ შეგიძლია ყველაფერი : ) :*

ჩორვენი¹³ said...

warsuli sauketeso shansia momavali gaiumjobeso da awmyo amis berketi/iaragi/ sashualebaa :D

aase rom yvelaferi krgadaa

Sophie Golden said...

რა ადვილია ვითომ თქმა და თავის დამშვიდება, მაგრამ... სინამდვილეში ძალიან ძნელია. მაგრამ თუ მოინდომებს ადამიანი, ძალას აუცილებლად იპოვის, მთავარია, არ დაჯდე და თავი არ შეგეცოდოს, ვაი რა საწყალი და ჩაგრული ვარო. ზოგჯერ ესეც "მოსულა", მაგრამ ბოლოს მაინც უნდა წამოდგე და გაიარო, if you know what I mean.

Katten försvann said...

Sophie Golden- თავის დამშვიდება არაა ეს პოსტი. ესაა თვითშთაგონება. წმინდა წყლის.

თავის შეცოდებაზე კი გეთანხმები მოსულა ხანდახან, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ადამოანს შეუძლია რაღაც მომენტში დასძლიოს საკუთარ თავს. პირადად მე ტავის შეცოდებას თუ მივყევი ისე ცუდად ვხდები ლოგინიდან არ მინდა ადგომა ამიტომ ეგეთი რაღაც ამოღებულია ჩემი ფსიქიკური მენიუდან! :D :D :D