Apr 12, 2009

ჩემი სუსტი წერტილი - ლამაზი თეთრეული !

მოკლეთ და კონკრეტულად რომ ვთქვა, ერთი სუსტი წერტილი მაქვს სახელად - ლამაზი , კომფორტული და ხარისხიანი თეთრეული. ჩემს განწყობას და ხასიათს ქმნის თეთრეული! ის რომ სილამაზე სუბიექტურია გეთანხმებით, შეიძლება კომფორტიც მაგრამ ხარისხი არანაირ ინდივიდუალურობაზე არაა დამოკიდებული და მხოლოდ ფაქტს წარმოადგენს.

ჩემი აბსოლიტური ფავორიტი ხარისხის მიხედვით არის იტალიური ბრენდი პომპეა შესახედად დიდი არაფრი მაგრამ ამ ბრენდის თეთრეულის ტარება მთელი სიამოვნებაა. ამიტომ ჩემი თქვენს მიმართ რჩევა იქნება, თუ სადმე წააწყდით ამ ბრენდის თეთრეულს ერთი მაინც იყიდეთ და სინჯეთ, პირობას გაძლევთ რომ თქვენი ფავორითი გახდება :)

შემდეგ მინდა ვისაუბრო მაღაზიაზე ველური ორქიდეა . მაღაზია ვაჭრობს სხვადასხვა ცნობილი დიზაინერების პროდუქტით მაგ. არმანი, ლა პერლა, კავალი და ა.შ. ფასები ძალიან ძვირია მაგრამ ყოველ თავმოყვარე ქალს მგონია რომ უნდა ქონდეს რამდენიმე სექსი სამოსი :ჵ:ჵ ამ წელს ყვავილები და ფერადი ფერებია მოდაში, ხოდა ალბათ მსგავსი თეთრეული კარგი იქნებოდა :ჵ ფერადი, გამჭირვალე სარაფანების ქვეშ :ჵ
















ორ ფერში გადაწყვეტილი თეთრეული ძალიან მიმზიდველია ჩემი აზრით. აი , როგორია იცით, რა ფერის სამოსიც არ უნდა შეარჩიო ზემოდან ჩასაცმელად, შედეგი ყველა ვარიანტში მიმზიდველი და სექსუალური იქნება.

თქვენ რაზე გაქვთ გართულება? რა სახის ტანსაცმელში იმეტებთ ფულს მიუხედავად იმისა რომ ძვირია?

9 comments:

თაზო said...

მმმმმმმ, ჩასაყლაპი რამე-რუმეებია!!!

რაც შემეხება მე, ფული არასოდეს დამენანება ფეხსაცმლისათვის.

Katten försvann said...

ფეხსაცმელი მეორე სუსტი წერტილია ჩემთვის. მაგრამ თეთრეული მაინც უფრო მნიშვნელოვანია.

Sophie Golden said...

მე ვგიჟდები შარფებზე, მილიონი შარფი მაქვს, პლუს მე თვითონაც ვიქსოვ ხოლმე და მაინც არასოდეს მყოფნის. კიდევ ჩანთებზე ვაფრენ, დედაჩემი ხშირად მოგზაურობს, ამიტომ როცა მეტყვის, სოფი, რა ჩამოგიტანო, ფეხსაცმელი, ან კაბა, მეთქი - ჩანთა, ჩანთა!!! :)
თეთრეული ძალიან ლამაზია, მაგრამ მე დიდი გართულება არ მაქვს ამაზე.

Katten försvann said...

ჩანთები არა მაგრამ შარფეში შენი არ იყოს მეც მიყვარს. არ ვგიჟდები მაგრამ მიყვარს :)

hexe said...

მე ჩანთებზე მაქვს გართულება და კიდე ქუდებზე.
არ შემიძლია მშვიდად ჩავუარო მაღაზიას, სადაც ეს ორი რამ იყიდება.
ფულიც რომ არ მქონდეს
მაიონც დებილივით ვდგევარ და ვათვალიერებ


ხო თეთრეულს რაც შეეხება
ერთი ცნობილი დიზაინერი ( ვინ არ მახსოვს :D ) ყოველთვის ურჩევდა ქალებს რომ ეკონომია არასდროს გაეკეთებინათ თეთრეულის ხარისხზე , რადგან მიუხედავად იმისა რომ ის ყოველთვის არ ჩანს, თეთრეულის ხარისხი ყოველთვის აირეკლება თქვენს თვალებშიო :D

ხოდა ეგრე

Katten försvann said...

hexe ნეტა როგორ აირეკლება თვალებში ?:ჵ:ჵ

ntvare said...

me tetreuli da msgavsi aqsesuarebi miyvars

kargi korseti minda :weep:

boticelli said...

fantastiuri gemovneba gaqvT, miss... Znelia, lainjeris mniSvnelobis gadameteba, albaT ar arsebobs qali, romelic intimuri garderobis am nawils gulgrilad ekideba da mxolod samosis erT Cveulebriv saxed aRiqvams, magram Tqveni posti mainc gansxvavebul damokidebulebaze da daxvewil gemovnebaze metyvelebs..

qali, ramdenadac mesmis, pirvel rigSi sakuTari TavisTvis imoseba da lamazi, gemovnebiT SerCeuli TerTeuls tareba, upirvelesad, Tavad mflobels siamovnebs., sarafani imTaviTve mometebuli seqsualobis matarebeli samosia da Tu gamWvirvale sarafans ferad lainjeris uxameb, efeqti (gareganic da Sinaganic) garantirebulia..

or ferSi (umTavresad klasikur Sav-TeTr ferebSi) gadawyvetili TeTreulis eleganturobas da seqsualobas mamakacebi ki ara, xSirad Tavad qalebic ver afaseben saTanadod.. bravo! :)

da kidev erTi ulamazesi, oRond metAd arapraqtikuli (rogorc amboben) ram – windebi qamriT.. fantastiuria..

ნინ said...

ჰო, თეთრეული ჩემთვის მართლა სუსტი წერტილია, რადგან შენთან მიმსგავსებული მკერდი სად მაქვს:))))