Apr 7, 2009

ვსწავლობ მაშასადამე "ვამსხვრევ" სტერეოტიპებს

დაახლოებით წელიწადი და ექვსი თვეა რაც შვედეთში გადმოვედით. ნუ რა ვთქვა ახლა, მეტ ნაკლებად კმაყოფილი ვარ , მაგრამ უფრო კმაყოფილი ვიყავი გადმოსვლიდან პირველი 6 თვის განმავლობაში :ჵ და რატომ იცით? იმიტომ რომ იმ დროს კითხვა არ ვიცოდი, არც წერა და შვედური ძალიან ნაკლებად მესმოდა, ხოდა ვერ ვკითხულობდი გაზეთებს და ვერ ვგებულობდი საინფორმაციო გამოშვებებებში რას ლაპარაკობდნენ, ამიტომ ღრმად მჯეროდა, რომ დალაგებულ და წყნარ ქალაქში ვცხოვრობ.

გადიოდა დრო, ჩემი ცოდნა ღრმავდებოდა შვედურში და არა მარტო შვედურში არამედ რეალურ სიტუაციაშიც. აღმოჩნდა რომ ჩემი წყნარი ქალაქი სულაც არა ისეთი წყნარი როგორც მე მეგონა - ყოველ დღე იკარგება ვიღაცა, ხდება თავდასხმა კიოსკებზე, აფთიაქებზე და მობინგის ძალიან ხშირი შემთხვევებია. ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ ბოლო ერთი თვეა მათხოვრები შევნიშნე ქუჩებში. ოი საოცრებავ აქამდე ერთიც კი არ მინახავს (მუსიკალურ ინსტრუმენტებზე რომ უკრავენ და ისე შოულობენ ფულს მათ არ ვგულისხმობ, რადგან ეს სამუშაოა და არა მათხოვრობა) .

ხოდა ახლა ვფიქრობ რომელი ჯობია ის დრო როცა ჭურში ვიჯექი და ყველაფერი იდეალური მეგონა თუ ახლა როცა შემიძლია სიმართლე წავიკითხო და გავიგო?

10 comments:

ჩორვენი¹³ said...

erti da igive kvercxbvaa imho

unaamarga said...

ზოგჯერ მართლა ჯობია არ იცოდე რა ხდება შენს ირგვლივ, ნერვები ნაკლებად დაგაწყდება. რა გინდა, რაც მთავარია მანდ მიტინგები არ არის :D სავაჭრო ობიექტების ძარცვას რაც შეეხება, ეს დედამიწის ყველა კუთხეში ხდება. ქვეყანა არ არსებობს სადაც ამ ტიპის დანაშაული ბოლომდე აღმოფხვრილია.

Katten försvann said...

unaamarga მიტინგები ისე როგორც ჩვენთანაა არ ხდება ნამდვილად. თემა და ხალხის რაოდენობა სხვაა და დემონსტრაცია ქვია :ჵ:ჵ

კი ხდება დზარცვა ყველგან. უბრალოდ მე მეგონა რომ აქ არ ხდებოდა :D

Keti said...

რამდენადაც ვახერხებ, ვზღუდავ ტვ–ს ცქერას, ჰოდა... ან მე ვზივარ ჭურში, ან ... ნუ, აქ მასიურად არ ხდება მაღაზიების /აფთიაქების ძარცვა. მათხოვრები კი გვყოლია საერთო, ჰოდა... რა საჭიროა შორს წასვლა :))

Sophie Golden said...

მაინც ცოდნა ჯობია ;) ჭურში ჯდომა ცუდია, მერე უცებ რომ მოგიწიოს იქიდან გასვლა, უხელფეხო დარჩები.

egoistka said...

ყველგან ასეა: ) იდეალური არსად არ არის,საკუთარი გამოცდელებიდან ;)

Anonymous said...

ჭურში,და თანაც ცარიელში, ჯდომა საშინელებაა, თუ გაავსებ (გააჩნია რითი) მაშინ ან ყველაფერი მშვენიერი იქნება, ან ყავისფერი! ყველა ვარიანტში თავის მოტყუებაა,ასე რომ ჯობს ამოვძვრეთ ნებისმიერი ჭურიდან!

Katten försvann said...

ამოვძვერი და ეგაა.
თუმცა რაღაც მხრიც იმ ჭურში ჯდომა მაინც მერჩივნა :) ანუ ნაკლებად ვშფოთავდი :)

Sweet Baby Girl said...

ჭურში ჯდომა ჯობია. გავუფრთხილდეთ ნერვებს!

აი მე უკვე მესამე დღეა გული მტკივა... ვერაფერი მოვუხერხე :(

Katten försvann said...

Sweet Baby Girl - mgonia mec mag daskvnamde mivedi :D awi ararc politikaze davpostav da ararc komentars gavaketeb msgavs temebze!