Apr 6, 2009

მე ვირჩევ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს!

დაგისვავთ თქვენი თავისათვის შეკითხვა - მე როგორც მოქალაქე, როგორც დედამიწის ერთ ერთ ერთი მობინადრე როგორ ვუფრთხილდები გარემოს და რას ვაკეთებ იმისათვის რომ გარემო სუფთა შევინაჩუნო?

ბოლო ათწლეულებია გამუდმებით ლაპარაკობენ გლობალურ დათბობასა და მის შედეგებზე. რაც აქ გადმოვედი ხომ საერთოდ მთელი ყურადღება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და შენახვაზეა საუბარი. მე როგორც ადამიანი - რომელსაც ძალიან უყვარს ბუნება და წუხს იმ ყველაფერზე რაც გარშემო ხდება
ძალიან ვაფასებს შვედების ამ შემართებას და თავადაც ვცდილობ
მონაწილეობა მივიღო ისე როგორც შემიძლია.

რას ვაკეთებ ამისათვის?
1. ვახდენ ნაგავის სორტირებას.
2. სახლში მაქვს მცირე ენერგო მოხმარების ტექნიკა და ნათურები
3.იმისა ნაცვლად რომ მტვერსასრუტი გამოვიყენო ვიყენებ ჩვეულებრივ ცოცხსა და აქანდაზს.
4. იშვიათად ვრეცხავ სარეცხს. ბევრს ვაგროვებ და მერე ერთიანად ვუკრავ ხოლმე თავს
5. არ ვყიდულობ ნახერაფაბრიკატებს
6. ვსარგელობ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
7.არ ვანაგაგვიანებ გარემოს
8.ვცდილობ ვიყიდო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია


ქვევით მინდა ჩამოვწერო რამოდენიმე ნიშანი რომელიც მიუთუთებს რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და გარემოს არ აზიანებს.

1.ეკოლოგიური მიწათმოქმედება. ეს არის ევროკომისიის ლოგოტიპი და ნიშნავს რომ პროდუქტის მინიმუმ 95 პროცენტი ეკოლოგიურად არის დამზადებული.

2. ეუ. ყვავილი - ნიშნავს რომ პროდუქტის წარმოებულია ტექნილოგიებით რომლიც ხელს უწყობს გარემოს სისუფთავეს.

3. კრავ - ნიშანი პროდუქტზე ნიშნავს რომ ის წარმოებულია ყოველგვარი სასუქებისა და დანამატების გარეშე. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ეკოლოგიურად სუფთა გზით.


4. ეკოლოგიური ტექსტილი - არის მნიშვნელოვანი ნიშანი იმ ადამიანებისათვის რომელნიც ეძებენ უსაფრთხო და ეკოლოგურად სუფთა ტექსტილს.


13 comments:

Keti said...

ამ თემაზე დაწერა მეც მსურდა.
კარგია, რომ დამხვდა.. სხვათაშორის ძალიან განვიცდი.

მე:
*დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
*ვცდილობ ელექტროენერგია ნაკლებად ვხარჯო .
*ნაგავს არ ვყრი ქუჩაში, მდინარეში, ბუნებაში(ჩვენთან სორტირებას მნიშვნელობა არ აქვს, ნარჩენებს არ ამუშავებენ, პირდაპირ წვავენ)
*ვრგავ მცენარეებს

მეტი ვერ მოვიფიქრე. მგონი ცოტაა. მაინც :(

Keti said...

p.s. ჰო, მეც ვცდილობ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ყიდვას.

და ნიშნებს დავაკვირდები :)

Katten försvann said...

ქეთი - ეგეც შესანიშნავია რომ აკეთებ იმას რაც შეგიძლია. ხანდახან იცი რა პასხუხი მესმის ერთი კაცი მაინც ვერ შეცვლის ვერაფერს და რა აზრი აქვს მცდელობასო.

Sophie Golden said...

მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ და ვღიზიანდები ამდენ მანქანას რომ ვხედავ, თან რაღაც უზარმაზარ ჯიპებს, კი იცით, თბილისში რა ხდება. დენს ვუფრთხილდები, ნაგავს არასდროს ვყრი ქუჩასა თუ მდინარეში, მაგრამ ის არ ვიცი, ურნებიდან სად მიაქვთ ნაგავი :| "ფოკუსს" ვკითხულობდი იმ დღეს და საქართველოში საშინელი მდომარეობაა ნაგვის გადამუშავების საკითხში. ნაგავსაყრელები თავისით ალდება და უამრავ საშიშ ნივთიერებას გამოჰყოფს.
გლობალური გათბობის გარდა, სამწუხაროა, რომ იმდენი ქაღალდი გამოდის, ხე-ტყე იწვის და გამწვანებაზე არავინ ფიქრობს. სამწუხაროდ, მეც ბავშვობის მერე აღარაფერი დამირგავს :|

Katten försvann said...

Sophie Golden- მანქანების დიდ რაოდენობაზე სრულიად გეთანხმები. თან უხარისხო მანქანები,რომლებიც ბევრს წვავს და რომლებიც უამრავ ნახშიროჟაგს გამოყოფს.მიზეზად ხშირად ასახელებენ რომ საშჳნლად მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავქვს, კი ბატონო მესმის რომ მოუწესრიდებელია მაგრამ სამსახური რომ ორი გაჩერებით შორსაა სახლიდან არ შეიძლება ფეხით წახვიდე ანდა გინდაც მოითმინო ის ორი გაჩერება ავტობუსში? ამაზე კიდევ ერთ თემას დავწერ უახლოეს მომავალში.

ნაგავზე როგორც ვიცი, იწვება. ესეც ნახშიროჟანგის საკმაოდ ძლიერი წყაროა და საკმაოდ საშიში. ქაღალდი და ხე-ტყეც მძიმე საკითხია მგრამ შექცევადი, ანუ ზოგადად შეიძება აღდგენა ტყის უბრალოდ დიდი დრო მიაქვს. თუმცა არის ტყეები რომლების ფასდაუდებელია და გაჩეხვა პლანეტის მკვლელობა, მაგალითად Rain forests ჟანგბადის დედა ტყე.

Keti said...

კატენ, ეგ ყველაზე ცუდია, როცა ფიქრობენ, რომ ერთი კაცი რას გააკეთებს. ასევე წარმატებით რომ პირიქით იფიქრონ, რა გვიჭირს – როგორც ამ , ისე სხვა ბევრ საკითხში.

Katten försvann said...

როგორ არის იცი, პირადი პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არავის არაფერში და არც ამ კერძო შემთვევაში.

ქუჩაში რომ ნაგავი ყრია, თავად იმიტომ ამატებენ ნაგავს რომ ”მაინც დანაგვიანებულია” და ერთი სიგარეტის კოლოფით მეტი რომ ეგდოს არაფერი მოხდება.

თაზო said...

1. მიყვარს ხეების დარგვა, სოფელში დაახლოებით 100 ძირი მაქვს დარგული
2. ნაგავს ქუჩაში არ ვყრი
3. ვყიდულობ სოფლის პროდუქტს(უფრო სწორად, სხვა ყიდულობს, მე ვჭამ)
4. დავდივარ საზ. ტრანსპორტით. ეს ძირითადად იმის "ბრალია", რომ ავტომობილი არ მყავს(თუ მაქვს).მისი ყიდვა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია
5. სამწუხაროდ ვერც ელ. ენერგიას ვზოგავ. რა ვქნა, ოთახი კარგად თუ არ არის განათებული ვერ ვიტან.

Katten försvann said...

თაზო - მანქანა რატომაა პრიორიტეტი?

თაზო said...

ჩავთვალოთ რომ ერთი ადამიანური ახირებაა. თან ნერვები მაგრად მეშლება ტრანსპორტის ლოდინში. სახლიდან ცენტრამდე რომ მივაღწიო, მინიმუმ ერთი საათი მჭირდება(ხშირად 1,5სთ), თან 2 მარშუტკა უნდა გამოვიცვალო....მოკლედ დავიტანჯე.

Katten försvann said...

ცუდია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების გზებია მოსაფიქრებელი და განსახორციელებელი. ის რომ დიდი ხანი უნდები ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას იმის ბრალია რომ 1. ბევრი მანქანებია და საცობები შესაბამისად 2. ტრანსპორტის გრაფიკი არაა მოწესრიგებული.

ia gigiberia said...

თუ შეიძლება ამ პოსტის მისამართს ჩემ ბლოგზე დავდებ-http://bakursulakauri.blogspot.com/

Tomushka said...

რათქმაუნდა შეიძლება თუ იმ მისამართსაც მიუთითებ საიდანაც პოსტი აიღე :)