Apr 5, 2009

სამსახურის შოვნის ოთხი გზა

ორიოდე დღის წინ hrguru ზე ვნახე ერთი საინტერესო სტატია, ვიფიქრე რომ გამოგვადგებოდა ამიტომ გადავწყვიტე ბლოგზე დამედო. იმას რასაც ქვევთ წაიკითხავთ არის შემოკლებული ვარიანტი სტატიის ორიგინალისა, რათქმაუნდა მცირედი ცვლილებებით.

"მიუხედავად იმისა ვმუშაობთ თუ არა, ვაპირებთ თუ არა სამსახური შეცვლას ან უბრალოდ უმუშევარნი ვართ და გვინდა სამუშაო, უნდა ვაღიაროთ რომ დღესდღეობით ეკონომიკურად ძალიან მძიმე სიტუაციაა და სამსახურის შოვნა ცოტა ძნელი იქნება, თუმცა შანსი მაინც არის. ქვევით მინდა დავწერო ოთხი გზის შესახებ რომლებიც შეიძლება გამოგვადგეს დასახული მიზნის მიღწევაში.

1. შევწყვიტოთ პერსონალიზაცია.
ხშირად ხდება რომ როცა სივის ვაგზავნით რაიმე კომპანიაში საპასუხოდ არაფერს არ ვღებულობთ. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარი ისაა რომ თუ მენეჯერმა პასუხი არ გამოგვიგზავნა არ ვიფიქროთ რომ საქმე ჩვენშია. სიტუაციის პერსონალიზაციით ჩვენ ვკარგავთ დროს, ენერგიას და ცუდი წარმოდგენა გვექმნება საკუთარ თავზე. ამას ჯობია მთელი დრო და ენერგია მომავალი ამოცანისაკენ და კომპანიისაკენ წარვმართოთ.

2. უკუკავშირი
შევეცადოთ ვიპოვოთ როგორ გავაუმჯობესოთ დასაქმების შანსი. როცა მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ვკითხოთ დამქირავებელს - როგორ გავრთვით თავი ინტერვიუს? რა რჩევა აქვს მას ჩვენთვის? რა უდნა გავაკეთთ იმისათვის რომ გავზარდოთ სამსახურის მიღების შანსი?

3. ვიყოთ პროაქტიულნი
ანუ, მას შემდეგ რაც გავაგზავნეთ ჩვენი სივი , ჯობია თუ ავიღებთ ყურმილს და დავრეკავთ კომპანიაში სადაც ის გადავაგზავნეთ. ასევე შეგვძლია ჩვენ ნაცნობთა წრეში გავიკითხ გამოვიკითხოთ ინფორმაცია სამსახურზე რომლის მიღებაც გვსურს, ვიკითხოთ მათ თუ აქვსთ რაიმე კავშირი ან თუ ყავთ ვინმე ნაცნობი ამ კომპანიებში. თუ უკვე გვქონდა ინტერვიუ და გვინდა გავიგოთ რა ხდება, მაშინ ჯობია ყურმილი ავიღოთ და დავუკავშირდეთ მენეჯერს ვისთანაც გვქონდა ინტერვიუ :)

4 გავიდეთ სახლიდან
მგონი ეს ყველაზე მთვარი მომენტია. გვეყო სახლში ჯდომა ! გავიდეთ სახლიდან და გავაფართოვოთ ნაცნობთა ქსელი. ახალ ადამიანებთან ურთიერთობისას მიზნად დავისახოთ არა სამსაურის შოვნა არამედ გაცნობა და დაამხანაგება. ვიყოთ გახსნილები და შევეცადოთ რომ გავიცნოთ ისინი, მათ კი მივცეთ საშუალება რომ ჩვენ გაგვიცნონ. თუ ჩვენი მიზანი იქნება ურთიერთობის დაწყება და განვითარება, მაშინ დიდი ალბთობაა რომ ჩვენ დაუკავშირდებით იმ ხალხს რომელთაც ჩვენი დახმარება მოუნდება."

რა ვქნათ ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი და ვნახოთ რა შედეგი გვექნება?

5 comments:

Sophie Golden said...

მე ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ, დაკავებული ვარ და ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ვთარგმნი, ვწერ, ვსწავლობ...
ისე, მშვენიერი "4 გზა" იყო, მომეწონა, განსაკუთრებით ის, რომ სახლში არ უნდა დაჯდე, ნაცნობები აუცილებლად უნდა გაიჩინო და გამოძრავდე. სახლში არავის არაფერი მოაქვს, პიცის გარდა :ლოლ: ისიც უნდა დარეკო, სანამ მოიტანენ ;)

Katten försvann said...

მეც მომეწონა იდეაში სახლში არ ჯდომის იდეა. მაგრამ რეალურად მართლა ვერ წარმომიდგენია ამის განხორციელება.
პირველი სამი გამიკეთებია და დღესაც ვაკეთებ, ნორმალურია და სავსებით მისაღები მაგრამ მეოთხე რაღაც უცნაურია :d

ბაბისა said...

me yvelafers vaketeb
da ra shedegi
?

chventan iseti proteqcionizmia gavrcelebuli
araferis mjera me piradad
chems garshemo tavisit samsaxuri aravis dauwyia :D

ar itvleba IT iseti samsaxxurebi razec ixela motxovnaa, rom yvela job-saitze gamalebit ezeben specialists.

mokled imis tqma minda,rom mec minda samsaxuri :D

Summer said...

კარგი რჩევებია, მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ !

Anonymous said...

BABISA,
shen gagichirdeba samsaxuris shovna it-shi radgan ITs mcodnem minimum qartuli shriftic cera unda shedzlos..

scade daxveco sakutari tavi da male dasaqmdebi

me ase vishove samsaxuri proteqciis gareshe