Apr 4, 2009

ჩვენი ოცნების სამსახური

ვინაიდან და რადგანაც არ ვმუშაობ, ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რეალურად როგორი სამუშაო მინდა. ადრეც ვწერდი სადღაც რომ ძალიან ბევრ ადგილას გავაგზავნე ჩემი სვ და თითქმის ყველანაირ ადმინისტრაციულ პოზიციაზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ რეალურად მინდა კი ესეთი სამუშაო? და ბოლოსდაბოლოს რა მინდა?

მაქვს რამოდენიმე მოთხოვნა რაც მართლა მნიშვნელოვანია სამსახურთან დაკავშირებით. არ მინდა მყავდეს უფროსი პირდაპირი გაგებით, ზედამხედველი რომლის დავალებები უნდა ვასრულო, მაგრამ ამავე დროს თავად არ მინდა ვიყო ვინმეს უფროსი. მინდა მქონდეს სამსახური რომელიც არის შემოქმედებითი და შემიძლია საქმე გავაკეთო ისე როგორც მე მინდა, გარკვეულ მითითებებზე თანახმა ვარ :ჵ - ანუ არის დასმული საკითხი და ამ საკითხზე თავად მინდა ვიმუშაო ისე როგორც მინდა. ჩვეულებრივი ლაბორატორიულ კვლევითი საქმე ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა ჩემს შემთვევაში.

ამავე დროს არ მინდა თავი გამოვიკეტო კაბინეტში ან რაიმე შენობაში, ხოდა ვფიქრობდი რამე ისეთზე რაც ცხოველებთან ან მცენარეებთანაა დაკავშირებული. საკუთარი ძაღლების სასტუმრო ან ძაღლების სასეირნო კომპანია სიამოვნებით მექნებოდა.

თქვენ თუ გაქვთ თქვენი ოცნების სამსახური? როგორზე ოცნებობთ?

13 comments:

Sophie Golden said...

მგონი, ჯერ ზუსტად უნდა გაარკვიო, რა გინდა მართლა და მერე იმუშაო, იქნებ სულაც უბრალო სამსახური გინდა, ოფიციანტი რომ იყო? მე მევასება ასეთი არაპერსპექტიული სამსახურები ხანდახან :ლოლ: განსაკუთრებით 'American Beauty'-ს ნახვის შემდეგ :D
ჩემი ოცნების სამსახურია Travel channel-ის სამოგზაურო გადაცემების host ვიყო!!! Oh!..

No Dar 7th said...
This comment has been removed by the author.
No Dar 7th said...

ძაღლების სასეირნო კომპანია კარგი იდეაა :) თან ბევრ სტუდენტსაც დაასაქმებდი

ჩემი საოცნებო სამსახური არის თუ გაქვთ ნანახი Discovery Channel –ზე Future Weapons მაგის წამყვანობა :) იმისდამიუხედავად რომ იმ პროფესიასთან არანაირ კავშირში არაა რომელსაც ვეუფლები..

Katten försvann said...

არაპერსპექტიულ სამსახურზე საშინელება არაფერი არ არსებობს ჩემთვის. გარდა ამისა ის რაც სერვისს ეხება კიდევ უარესი ჯოჯოხეთია :D საშინლად არასერვიორიენტირებული ადამიანი ვარ :D

არ ვიცი Travel channel რა არის :(

No Dar 7th - არ ვიცი მაგ გადაცემა :) შენ რა პროფესიას ეუფლები და რატომ?

Keti said...

ჩემი ოცნება:
წიგნის მაღაზია (ეს თუ ორი სიტყვით ვიტყვი. წარმოდგენილი მხოლოდ მაღაზიას ბევრად სცილდება):))))

Katten försvann said...

Keti - ოცნება კაია, მაგრამ საქართველოში წიგნის მაღაზია არ გამოდგება მგონია. რუსეთში რომ იყო კიდე მესმის :)

Keti said...

იქნებ ოდესმე გამოდგეს:) და მანამ საწყისი კაპიტალიც მოვაგროვო:)

Katten försvann said...

იმედია! :)
მიყვარს მოხერხებული წიგნის მაღაზიები :)რბილი დასაჯდომი ბალიშებით, ელექტრონული კატალოგებით და მომღიმარე პერსონალით :)

თაზო said...

ოოო, საოცნებო სამსახურის შოვნა კარგია. ჩემთვის ეგეთი იქნება რომელიმე რედაქცია ან სტუდია, სადაც თანამშრომლები ერთმანეს არ ექიშპებიან და არ ემტერებიან. თუ ასეთი ვერ ვიპოვე, თავად შევქმნი. ოდესმე ალბატ გარშემო ისეთ გუნდ შემოვიკრებ, თავისი საქმე რომ ეყვარებათ, პასუხისმგებლობაც ექნებათ და ერთმანეთსაც პატივისცემით მოექცევიან. ნუ, საკმაოდ ოპტიმისტი ვარ :)

Katten försvann said...

თაზო - გეთანხმები! საოცნებო სამსახური რომ გვაონდეს ჯობია ჩვენ შევქმნათ თავად რაღაც, ჩვენ შემოვიკრობით ისეთი ხალხი რომელიც ვფიქრობთ რომ აკმაყოფილებს ჩვენს ხედვას. და არა ვიყოთ დაქირავებული ვინმე უფროსის მიერ რომელიც კონფლიქტებზე ცხოვრობს ანდა უარესი არ არის ბუნებით ლიდერი და არ შეუძლია მართვა.

Sophie Golden said...

Katten, Travel channel - არის არხი მოგზაურობაზე, სადაც სხვადასხვა გადაცემები გადის, მაგალითად ჩემი საყვარელი Globe trekkers, How to holiday greener და ასე შემდეგ.
www.travelchannel.co.uk

Katten försvann said...

Travel channel - ვნახე და მართლა საინტერესო ჩანს :)

13th Cinnamon said...

travel channel-ზე მომწონს კულინარიული მოგზაურობები. აი, სიამოვნებით ვიქნებოდი ამ კულინარიული მოგზაურობების წამყვან-მოგზაური.

ისე კი, მე კმაყოფილი ვარ ჩემი ახლანდელი სამსახურით. ჩემი საქმის უფროსი მე ვარ, უფრო სწორედ, კი მყავს უფროსი მაგრამ რამოდენიმე პროექტს მხოლოდ მე ვხელმძღვანელობ. ეგ ტურიზმს და საოფისე სამსახურს რაც შეეხება.

ხოლო პროფესიით მთარგმნელი ვარ და ძალიან მომწონს Freelancer-ობა <3 აქაც მხოლოდ საკუთარი თავი მაბარია.

თუმცა, არცერთი არაა ჩემი ოცნების სამსახური.

რომ დავფიქრდე, ასეთი მგონი არც მაქვს...