Apr 14, 2009

სამი ფანტანის მოედანი და ხიდი 12 ანგელოზით - დღე მესამე

ჩვენი რომში ყოფნის მესამე დღე ძალიან მზიანი და მყუდრო იყო, მიუხედავად იმისა რომ სუსხი იგრნობოდა მაინც საგაზაფხულო განწყობაზე ვიყავით დილიდანვე :) დღის მთავარი მიზანი იყო - Castel Sant' Angelo და Piazza Navona.
Castel Sant' Angelo ერთ ერთი უძველესი ცილინდრული შენობააა რომში. საუკუნეების განმავლობაში მისი დანიშნულება ბევრჯერ შეიცვალა. Castel Sant' Angelo-ს მშენებლობა დაიწყო იმპერატორ ადრიანის დროს 135 წ., მას სურდა შენობის სამარხად გამოყენება. შემდეგ როგორც ციხესიმაგრე, პაპების რეზიდენცია, ციხე და დღესდღეობით კი არის მუზეუმი. (დაისვენა ციხესიმაგრემ ბოლოსდაბოლოს :ჵ )


ციხესიმაგრის წინ , ხედავთ მდინარე ტიბრზე გადებულ ხიდს - Ponte Sant'Angelo - რომელიც აშნებულია 139 - 134 წლებში. ხიდს ამშვენებს მარმარილოს ფირფიტები და 12 ანგელოზი.
ესეც ერთ ერთი ანგელოზი ჯვრით :)


ციხესიმაგრის უკან არის პატარა პარკი, სადაც ბავშვები თამაშობენ, ძაღლების დარბიან და რაც მთავარია თითქმის არ არიან ტურისტები შესაბამისად არც გარემოვაჭრეები, ამიტომ მშვენიერი დასასვენებელი ადგილია. ჩვენც ჩვენი ვალი მოვიხადეთ ჩვენი თავის წინაშე და პარკში რამოდენიმე საათი ჩამოვსხედით კაშკაშა მზის ქვეშ, ჩემი მიზანი იყო - ზაგარის მიღება :ჵ :ჵ
Castel Sant' Angelo -დან რათქმაუნდა ფეხით გავეშურეთ Piazza Navona-საკენ :) ამ ადგილას ადრე იყო Circus Agonalis, პირველ საუკუნეში აშენებული დომიტიანის სტადიონი დღესდღეობით კი სამი ულამაზესი ფანტანი დგას :)
1. ოთხი მდინარის ფანტანი


2.Moor Fountain. არქიტექტორი და დიზაინერი - Bernini, 1654წ.


3. ნეპტუნის ფანტანი. დიზაინერი და არქიტექტორი Giacomo della Porta.


მოედანზე ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებს ისე როგორც თითქმის მთელ ისტორიულ რომში, ამიტომ გადავწყვიტეთ რაიმე მშვიდი ადგილების ნახვა სადაც შევიგრნობდით რომის სულს, და ასეთი ადგილები მართლა ბევრია :) საუბარი მაქვს რომის პატარა და ვიწრო ქუჩებზე რომლებიც მართლა უამრავია :) დადიხარ ქუჩაში და ნებისმიერ წუთს შეიძლება წააწყდე რაიმე საინტერესოს - ეზოს, აივანს ან შენობას.

ერთ - ერთი პატარა ქუჩა

ეს ლამაზი აივანი რომელიღაც ქუჩაზე ვიპოვე, მის წინ უგემრიელესი პეჩენიების საცხობი იყო :)

ერთ ერთი შენობის ფასადი :)


და ერთ ერთი შენობის ეზო :)


და ბოლოს მინდა დავწერო რამოდენიმე რჩევა ვინც რომში აპირებთ წასვლას :)
1. როცა რაიმე საინტერესო ადგილს ნახავთ , რომელიც არაა აღნიშნული ტურისტულ რუქაზე, თავად აღნიშნეთ და აუცილებლად ჩაიწერეთ მისამართი. არ აქვს მნიშვნელობა მაღაზია მოგექონებათ, ეზო თუ აივანი. იმის შანსი რომ იგივე ადგილას მეორედ მოხვდებით ძალიან მცირეა :)
2. თავი აარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, და რაც მთავარია მეყვავილეებს რომლებიც ხელში გტენიან ვარდებს სიტყვებით საჩუქარია ჩემგანო. ეს საჩუქარი მინიმუმ 15 ევრო დაგიჯდებათ :D

გაგრძლება იქნება :)

4 comments:

Sophie Golden said...

მადლობა რჩევებისთვის, Katten! მომინდა რომში შენი პოსტის შემდეგ, განსაკუთრებით პეჩენიების საცხობმა თუ მაღაზიამ მომანდომა :ლოლ: ეს დიდი ძეგლები არ მიყვარს, პატარა ქუჩები და კაფეები დამანახეთ! :)

Katten försvann said...

კაფეები ყველგანაა. თითქმის ყველა კაფის შესასვლელთან საღამოობით ვინმე დგას და გეპატიჟება ვახშამზე :ჵ ფიქრობს რომ მისი კაფე ყველაზე საუკეთესოა მთელს ქალაქში :)

Keti said...

ლამაზია რომი, თუმცა პატარა იტალიურ ქალაქებსაც სიამოვნებით ვნახავდი:)

Katten försvann said...

keti- კი კაცო :)
მე ზოგადად ყველაფერს ვნახავდი
:D

შემგედი ქალაქი იატალაში ფლორენცია იქნება :) ასე დავგეგმეთ და ვნახოთ აბა :)