Mar 11, 2009

"We don't wanna put in"

ყველამ დაწერა და მეც მინდა დავწერო ერთი პოსტი ევროვიზიაზე და ჩვენი კონკურსანტების სიმღერაზე. როგორც ერთ ერთი შვედური გაზეთი იუწყება ქართველების მინაწილეობის საკითხი ”ევროვიზია 2009” დროებით შეჩერებულია სიმღერის პოლიტიკური შინაარსის გამო. European Broadcasting Union-მა ქართველებს მისცა არჩევანის გაკეთების საშუალება - შეცვალოს ტექსტი ან შეცვალოს მთელი სიმღერა.

გაზეთი იუწყება რომ ევროვიზიის წესების მიხედვით აკრძალულია სიმღერაში პოლიტიკური გზავნილის , ცუდი სიტყვების და ა.შ. არსებობა.

წყარო www.gp.se
ახლა რას იყტვიან წესები არ ვიცოდითო? თუ მშვენივრად იცოდნენ მაგრამ პატარა ხმაური უნდოდათ?


24 comments:

ჩორვენი¹³ said...

xmaur patara tu didi mainc kaia
ra mnishvneloba aqvs axla gavlen tu ara mtavaria ukve gaajgeres!
mament oms ase sjobia imho

No Dar 7th said...

მე თუ მკითხავ საერთოდ არ უნდა წასულიყვნენ. რაც შეეხება მაგ სიმრერას თავიდანვე ვფიქრობდი რომ ან საერთოდ არ ამღერებდნენ ან კიდე ძალიან ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა..

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ - მე ასე გამიგია მტერს პატივი უნდა სცე და დააფასოო. ჩვენ კიდე ასე გამოგვდის დათვს წინ ვუდგვართ და საჩვენებელი თითით ვეუბნევით ”აბა თუ დაგვიწერ და შეგვჭამო”

მე იმას არ ვამბობ რომ რუსებს თავი უნდა დავუხაროთ ან რამე, მაგრამ ეს teasing სრულიად ზედმეტი მგონია.

Katten försvann said...

No Dar 7th მეც ვფიქრობდი რომ არ უნდა წასულიყვნენ. ეს სიმღერა კიდე აშკარაა რომ ხმაურისთვის იყო, თორემ ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ საორგანიზაციო საბჭომ ევროვიზიის წესების შესახებ არ იცოდა.

No Dar 7th said...

Katten försvann
იცოდნენ მაგრამ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს ჭკუათხელობა..
ეხლა ვუყურე კურიერს და რუსეთის ზეგავლენას აბრალებენ. მოიცა რუსები რო ჩვენთან ჩამოვიდნენ და მიშა "ნახუი" იმღერონ მოეწონებათ და ამღერებენ? არამგონია.

პ.ს მაგრამ ის მართლა რუსეთის გავლენაა მემგონი, ქართულ ფილმს "გაღმა ნაპირი" –ს საუკეთესო ფილმის მაგივრად სხვა პრიზი რო მიცეს..

Katten försvann said...

No Dar 7th - თუ ვისი გავლენაა ადვილად მივხვდებით თუ წესებს ვნახავთ. თუ წესებშჳ მართლა წერია რომ არ შეიძლება პოლიტიური ხასიათის სიმღერა მაშინ არააა მაგთი ბრალი.

ფილმზე გეთანხმები რომ რუსების ნაჩალიჩარია. სიამოვნებით წავიკითავდი სტატიას, რა მოხდა მაგ ფილმთან დაკავშირებით.

ERM0NIA said...

აწი რაც არ უნდა მოხდეს, მაგ სიმღერამ თავისი საქმე გააკეთა. პატარა ერი ვართ და გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. :D

Katten försvann said...

ERM0NIA - ანუ რა საქმე გააკეთა? :) :D

ERM0NIA said...

შეიხედე გეთაყვა იუტუბში, ნახე კომენტარები. პლიუს ამას, უამრავი ევროპული რადიოდან მოდის უკცვე თხოვნები ამ სიმღერის მათ ეთერში გაშვებაზე [კაკ რაზ სიუჟეტები ვნახე ამას წინათ]. ხოდა, ეგაა რა. ანუ რა მოხდა:
1) რუსებს ნერვები მოეშალათ, ანუ სკანდალია (სხვა საკითხია რამდენად სწორი იყო ეს);
2) მსოფლიოს (ამ შემთხვევაში ევროპის) ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით.
ხოდა აწი მნიშვნელობა აღარც აქვს მაგ კონკურსზე გამოვალთ თუ არა. :D

No Dar 7th said...

ეჰ ერთი როდის გვეშველება.. რო სკანდალებით და ნეგატიური ფაქტებით აღარ მოგვიწევს თავის გამოჩენა..

ERM0NIA said...

No Dar 7th
ნეგატიური ამ ფაქტში არაფერია, მსოფლიოში არაა პირველი მსგავსი პოლიტიკური მინიშნებების მქონე სიმღერები. უფრო უარესებიც დაწერა უფრო დიდი ვარსკვლავების მიერ. აი, თუნდაც ეს კლიპი ნახე, სხვათა შორის George Michael ასრულებს და ამ სიმღერისთვის არავის დაუჭერია. :D

http://www.youtube.com/watch?v=b3q3J-_bkOI

Katten försvann said...

ERM0NIA - youtube -ის 1000 კომენტარი შენი აზრით ერების და მითუმეტეს ევროკავშირის პოზიციას გამოხატავს? მიტუმეტეს როცა ნახევარზე მეტი კართველები არიან.


მე იმას ვჩივი, რომ სულ სკანდალებით რადომ უნდა ვიყოთ ყურადღების ცენტრში? და ევროპას რომ სულ ვკიდივართ კიდე მაგი რით ვერ გავიგეთ არ ვიცი! იმდენი რომ ჩაგვიხოცეს მაგით ევროპას რა დააკლდა? ჩვენ კიდე გამოვდივართ და კატა თაგვბანას ვეთამაშებით ამხელა სახემწიფოს, რომელსაც რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ყველას ეზიზღება რუსეთიო მაინც გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკაში.

George Michael ის ეგ სიმღერა აკრძალული იყო ერთი პერიოდი როგორც მახსოვს და რაც მთავარია ჩვენების სიმღერის მიზანი ცოტა სხვა იყო და სიტუაცია მითუმეტეს კიდევ უფრო სხვა და უფრო დაძაბული. ჩვენებს რომ ისე დაეწერათ ეგ სიმღერა და ემრერათ თავისთვის რა პრობლემაა, მაგრამ მიზანი ხომ ეს არ ყოფილა?

ჩორვენი¹³ said...

ermonia martalia mec igives daceras veggamvdi mara shevamokle da rac gamovida egaa :D xoda ras vizvat ar gamogvids zalian gamogviva sityvit
skandali sauketeso sashualebaa yvela aalaparako ragacaze
ase rom eg gvexerxeba da viyenebt sxva ra gzaa

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ რა გვინდა რომ გამოგვივიდეს?

ERM0NIA said...

კომენტარები უბრალოდ მანიშნებელია დაინტერესების. ბლოგზეც ეგრეა ხოლმე. სკანდალები ყველაზე იაფფასიანი საშუალებაა ყურადღების მიპყრობის, თუმცა ზოგჯერ ეფექტურია. საერთოდ კი დროა გავიგოთ, რომ ყველა ერს ვკიდივართ და უფრო მეტიც, ყველა ერს ყველა კიდია. როცა მეგობრული გრძნობებით სახეგაბრწყინებული პოლიტიკოსები ზეაღმატებით საუბრობენ მეგობრობაზე, ეგაა ყველაზე გულისამრევი, რადგან მხოლოდ პრაგმატიზმზეა ერებს შორის დამყარებული ურთიერთობა და არა ლამაზი კულტურის ან ბუნების გამო.

მსოფლიოს ქვეყნებს რომ ერთმანეთი არ ეკიდოს, არ იარსებებდა შიმშილი თუნდაც აფრიკის ქვეყნებში. შოთა რუსთაველითა და იაკობ ცურტაველით ერთბაშ ყურადღებას ვერ მიიპყრობ. სამაგიეროდ დისკოს ჟანრში აჟღერებული პოპ-სიმღერით მაქსიმუმ ყურადღებას მიიპყრობ. ზუსტად მაგაზე მქონდა ლაპარაკი პირველ პოსტში. ქართული ეგო დაკმაყოფილდა. :D რამდენად ეთიკურია ეგ და მომგებიანი არ მაქვს საუბარი. უბრალოდ დავწერე, რომ ყურადღება მივიქციეთ და ამ სიმღერის ეთერში გაშვებაზე მსხვილი ევროპული რადიოები დაინტერესდნენ (ეგ ინფორმაცია გადმოიცა უკვე მედიით და აღვნიშნე).

ურთიერთობა ჩვენსა და რუსეთს კი მანამ იქნება დაძაბული, სანამ ჩვენ არ გავიაზრებთ, რომ ამ გეოგრაფიული ადგილიდან ვერსად გადავსახლდებით და ყველა ვარიანტში მაგ ქვეყნის მეზობელი ვიქნებით. :D

P. S. ღმერთო ამას რას მოვესწარი! ესტრადის მომღერლების ვექილობა დავიწყე, თუმცა "მეამბოხეებმა" უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს! :D

Katten försvann said...

ERM0NIA - მაგას ვჩივივარ მეც! აბა რას ვწერ ამდენი ხანია? რაც არ უნდა ბევრი იხტუნაონ ასე, შედეგს ვერ მიაღწევენ, გარდა იმისა რომ სიტუაცია გაუარესდება. კიდევ ერთელ ვამბობ თავის დახრა არაა საჭირო, მაგრამ მტერს პატივი უნდა სცე და რით ვერ გაიგეს არ ვიცი რაა.
ევროპამ ისეთი შიში ჭამა გაზი რომ არ ქონდათ, (და მანდ რაც არ უნად ილაპარაკონს სულ არ მადარდებს)ძალიან მეეჭვება რუსეთს პირდაპირ გინდაც არაპირდაპირ შეეწინაამღდეგოს. (თუმცა ამ გაზის პრობლემაში უკრაინის წვლილი დიდი იყო! )

ხოდა მეც მაგი დავწერე ,რომ რითი ვერ გვეყო ამ სკანდალებით ყურადღების მიპყრობა, რითი ვერ ვისწავლეთ რომ საუკეთესოა საქმე აკეთო! თუმცა რა, ასეთი სკანდალებით უბრალო ხალხს პატრიოტულ გრნობებს უღვივებენ, რა მაგრები ვართ ქართველები, სულ ფეხებზე გვკიდია რუსები და რასაც გვინდა იმას ”ვიმღერებთ”

Katten försvann said...

დამავიწყდა მიწერა, ეს მომღერლები რომ მხოლოდ თავისი ინიციატივით ვერ შელებდნენ ამ სიმღერით წასვლას მაგი ხომ ნათელია.

ERM0NIA said...

კი გენაცვალე, ოღონდ, ჩემთვის ეგ, რაც გაკეთდა მიუღებელი არაა. .) პირიქით, ომს ყველა ვარიანტში ჯობია. 16–ში გადაწყდება საბოლოოდ მაგ სიმღერის ტექსტი შეიცვლება თუ არა ან საერთოდ გამოვალთ თუ არა მაგ ფესტივალზე. მიუღებელი კი იმიტომ არაა, რომ თუნდაც რუს ერს შეურაცხყოფას არ აყენებს. მიშაზე და ტიმოშენკოზე პორნო-ფილმი გადაიღეს ჟირინოვსკის დაკვეთით. მერე რა?! ყველა ადამიანს აქვს უფლება "გაიკაიფოს" ნებისმიერ პოლიტიკოსზე. ეგეთია მაგათი ხვედრი. :D უფრო მეტიც, ბუშს ფეხსაცმელი ლაივში ესროლეს შარშან. სხვათა შორის, სრულებითაც არ დამდაბლებულა ჩემს თვალში მაგ საქციელით ეგ ერაყელი ჟურნალისტი. ეგაა ამბოხი და არა კაცის კვლა. .)))

და საერთოდ, ტერორისტული ორგანიზაცია მინდა ჩამოვაყალიბო, ოღონდ ტყვია–წამლით და ბომბებით კი არა, ტორტებით და ლაყე კვერცხებით მინდა "შევამკო" არასასურველი პოლიტიკანები და სხვებიც, ვინც ამას დაიმსახურებს. :D

Katten försvann said...

ERM0NIA -ომს როგორ არ ჯობია, მაგრამ ასეთმა რამეებმა კიდე ომისკენ შეიძება წაგვიყვანოს.
ცუდი რაც კეთდება ცუდია, ნაგრამ რაღა მაგაში უნდა მივბაძოთ სხვას? რატომ კარგში არა? და საერთოდ როდის უნდა მივხვდეთ რომ ჩვენი კეთილდღეობა ჩვენს ხელშია.

უფ, რა პატრიოტული ტექსტი გამომივიდა :D

Alexander said...

მოკლედ დავწერ ჩემს აზრს, ფისკუსიებში რომ არ შევიდე. დარწმუნებული ვარ რუსეთთან ბევრ სხვაზე მეტი რამ მაკავშირებს, მაგრამ პუტინის დედაც! პუტინი სატანაა და სატანასთან სალაპრაკო არაფერია.
სიმღერას რაც შეეხება ძალიან მხიარული სიმღერაა, და თუ დებილმა პუტინმა თავისი გვარი "შედება–ჩადებასთან" გააიგივა, ეგ არავისი ბრალი არ არის. თუ ეს ჩვენი სიმღერა მოსკოვში არ ან ვერ მოხვდება, ამით არც ჩვენ და არც მომღერლებს არაფერი დააკლდებათ. პუტინ სატანა! და ახლა გინდა ფუთ ინ და გინდა ფუთ აუთ :)

Alexander said...

ხო დამავიწყდა მეთქვა – აღარ მიდიან, ასე რომ დაწყნარდეს პუტინი. ისიც ეყოფა, რო რუსეთს ქართველის დაწერილი უკრაინული სიმღერით უკრაინელი წარადგენს :)

Katten försvann said...

კი ვუყურე რომ არ მიდიან.

Keti said...

თავიდანვე არ მომეწონა ეს არჩევანი – ანუ ამ სიმღერით წასვლა.
საერთოდ, რა უცნაური მიზანი გაგვიჩნდა – რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, "ევროვიზია" არ გამოვტოვოთ:) ეს კონკურსი ჩემთვის არანაირ ფასეულს არ წარმოადგენს.
ან რატომ არ შეიძლებოდა პროტესტის ნიშნად თავიდანვე – მონაწილეობაზე უარის თქმა?
შედეგი ერთია – მხოლოდ დაძაბულობას მოგვიტანს. პუტინ –ლილიპუტინსაც ამბობდნენ და ამით გულს კი იფხანდნენ ზოგიერთები, მაგრამ მტრობის სურვილსაც უღვივებდნენ მას, ვინც ჩვენს ფონზე რეალურად გოლიათია.
და საერთოდ, არ მესმის გვარზე კაიფი. სკოლაში რომ იციან ბავშვებმა, ისე გამოგვივიდა.

Katten försvann said...

Keti -არც მე არ მინდოდა თავიდანვე რომ წასულიყვნენ და აი არც მიდიან. ჰეჰეე, დავთარსეთ.

ისე ეგ ამბავი მართლა რუსების ნაჩალიჩარს გავს.თურმე რამოდენიმე სიმღერა ყოფილა ძალიანაც პოლიტიკური ხასიათის და არავინ ”დაუწუნებიათ”
მაგრამ, ამ ეკონომიკურ კრიზისში უნდოდათ ახლა რუსებს ასეთი სიმღერა?? :ჵ:ჵ