Mar 18, 2009

Konark - მზის ტაძარი

რამოდენიმე დღის უკან ვიყავი წიგნების მაღაზიაში უბრალოდ დასათვალიერებლად ხოდა იქ ვნახე ერთი ფრიად დაინტერესო წიგნი არქიტექტურულ საოცრებებზე. რათქმაუნდა დავინტერესდი, მოვკალათდი გემრიელად იატაკზე ერთ ერთ კუთხეში და დავიწყე ფურცვლა. წიგნი მართლაც რომ საინტერესო იყო (სამწუხაროდ ვერ ვიყიდე რადგან 1. ძალიან ძვრი ღირდა, 2. ფული არ მქონდა) მოკლეთ ამ ფურცვლაში ”შევეჩეხე ” ერთ ძალიან საინტერესო ინდურ ტაძარს სახელად The Sun Temple of Konark. ჩავინიშნე სახელი და დეიდა გუგლს მივმართე დასახმარებლად.
ჯერ რამოდენიმე სურათს დავდებ თქვენც რომ დაგაინტერესოთ :)

ტაძრის ხედი


ფრაგმენტი ერთ ერთი კედლიდან :


ტაძარი აშენებულია XIII საუკუნეში და ეძღვნება მზის ღმერთს Surya. თავად სიტყვა Konark ნიშნავს Kona - კუთხე და ark- მზე. ტაძარი დგას ეტლზე რომელსაც აქვს 12 წყვილი ბორბალი. ბორბალს ორი დანიშნულება უნდა ქონდეს შეიძება ის წარმოაგენს თვეებს ან კიდევ საათებს ანუ 24 საათს. ეტლს ზიდავს 7 წყვილი ცხენი, რომლებიც წარმოადგენენ კვირის დღეებს. თითოეული ბორბალი შემკობილია ულამაზესი ორნამენტებით რომლებიც თავად შეგიძლია ნახოთ აი ამ სურათზე:



ტაძარი ცნობილია თავის აქიტექტურული გრანდიოზულობით და ორნამენტებით, ალბათ ეს თავადაც შეამჩნიეთ ზემოთ დადებულ სურათებზე. მაგრამ ის რითიც Konark არის უნიკალური აი ეს ფიგურები და ორნამენტებია (გაითვალისწინეთ რომ ორიგინალში ყველა ფიგურა საშუალოდ ადამიანის ზომისაა) :



Konark ის ტაძარი არის ყველაზე მდიდარი მასზე გამოსახული ეროტიკული შინაარსის ფიგურებით და ორნამენტებით. რატომ? იმიტომ რომ ეს არის მზის ტაძარი რომელიც სიცოცხლის და მარადიულობის სიმბოლოდ ითვლებოდა. თავად სექსუალურ შერწყმას არ ქონდა დიდი მნიშვნელობა არამეს იმას რაც ამ შერწყმის შედეგად გამოიყოფოდა - ”ჯადოსნური სითხე” რომელიც მარადიულობის წყაროდ მიიჩნეოდა. უფრო მეტი ფიგურების შესახებ შეგიძიათ წაიკითხოთ აქ

ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა რომ უზარმაზარ ბლოკებს შორის რომლებითაც ტაძარია აშენებული აბსოლიტურად არანაირი ცემენტი ან მსგავსი მასალა არაა გამოყენებული. ბლოკის ზედაპირი იმდენად წმინდადაა თლილი რომ მთელ ზედაპირზე ეხება ერთმანეთ და ჯდება ერთმანეთში. გადმოცემის თანახმად, ტაძარის დასრულება ვერ მოახერხეს რადგან გათველების მიხედვით ეტლი ვერ გაულებდა მის სიმძიმეს.

19 comments:

სოსო said...

Katten försvann გაიხარე, იცოცხლე, ბედნიერი იყავი, ყველა სურვილები შეგსრულებოდეს და ეს ტაძარიც რეალში გენახოს, და ამას ჩემს თავსაც ვუსურვებ :) ამას ნამდვილად არ მოველოდი. ამას წინადაც მოგწერე, რომ პირველად მესმის თქო სახელი, და ეს მართლა ასეა, მაგრამ ასეთები რომ უხვადაა ინდოეთში, რაც თვალსაც გააოცებს, ტურსაც და გემოვნებასაც, ამას დავა არ სჭირდება. დიდი მადლობა ამ პოსტისთვის. თუ მოვახერხე, როგორმე ჩემს პოსტებს მივალინკებ, ან რამეს მოვიფიქრებ :)

სოსო said...

მოკლედ ლინკი ჩავსვი ჩემთან ბლოგზე საინტერესო თემებში, სადაც ჩემი სტატიებიცაა სხვა ტაძრებზე და ქალაქებზე :)

Katten försvann said...

სოსო - გავწითლდი :ჵ
ის მოახერხე რომ დაწერე ხოლმე არქიტექტურულ საოცრებებზე.
მაგ ტაჯ მაჰალი ყველამ იცის, მაგრამ ესეთი ტაძრები არც ისე ფართო წრეებშია ცნობილი :)

მეც იმედი მაქვს რომ მოვახერხებთ ამ და არა მარტო ამ ტაძრის ნახვას!

Sophie Golden said...

ძალიან ლამაზია, ვიმედოვნებ, ოდესმე ვნახავ ამ ტაძარს. გმადლობ, კატენ, ასეთი საინტერესო პოსტისთვის.

სოსო said...

რასაც ვახერხებ ვწერ :) თან ჩემი ინტერესი მარტო არქიტექტურული საოცრებები არ არის. ისე მაქვს უკვე სტატიები ყუტბ მინარზე (დელიშია), ლოტოსის ტაძარზე, ქალაქ ვარანასზე, რომელიც მთლიანადაა ქალაქი ტაძარი, ისტორია, რელიგია და ცხოვრება ყველაფერი ერთად. შენთვის ეს ალბათ მხოლდო არქიტექტურაა, ჩემთვის კი ბევრად მეტს ნიშნავს და მით უმეტეს მთელი სტატია ინდურ ტაძარზე :)

Katten försvann said...

ქალაქ ვარანასი - არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს ამ ქალაქზე. მოუხედავად კულტურული და იდეური გრანდიოზულობისა მაინც არ მინდა იქ წასვლა რადგან დარწმუნებული ვარ კრემირებული ადამიანების სუნი დგას.

Sophie Golden - მადლობა :)
თუ ინტერესი იქნება კიდე დავწერ ხოლმე მსგავს პატარა პოსტიკებს :)

სოსო said...

ხო შემწვარი ხორცის სუნი ალბათ იქნება, სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე სამწუხაროდ იქ წასვლა, მაგრამ სადაც ვიყავი სუნები სხვაგანაც არანაკლები იყო, მაგრამ ამასთანავე კეთილსურნელებაც ბლომადაა, ყველაფერი ერთმანეთსია არეული. ახლა გავჩერდები, თორემ პროპაგანდა გამომივა, ჩემი ბლოგიც მეყოფა :)
შენ თუ არ დაგერაზება და დაწერ, მაგრად გამიხარდება :)

Katten försvann said...

გამოვიდეს შენი ბლოგის პროპაგანდა მერე რა ? მე არაფერი საწინამღდეგო არ მაქვს.

სად ხარ ნამყოფი? მე არსად ვარ ნაყოფი ინდოეთში, მინდა წასვლა ძალიან თან მეშინია ინფექციების.
ჩემი ამხანაგი იყო 6 თვე. ინგლისურის მასწავლებელია და დადის აქეთ იქით თან ასწავლის და თან ათვალიერებს ქვეყნებს :) ერთ ადგილზე 6 თვეზე მეტი არ ჩერდება. მშურს მისი.

სოსო said...

როცა ინდოეთზე ვაკეთებდი ბლოგს, მის პროპაგანდაზე არ მიფიქრია, ჩემთვის ვაკეთებდი და მეგობრებისთვის, ვინც მე მიცნობს და იცის ჩემი "ხუშტურები". არ მინდა ვინმეს თავი მოვაბეზრო და ბლოგპოსტის "კავკასია" დამარქვან :)
ქალაქებს რაც შეეხება სადაც ნამყოფი ვარ – დელი, აგრა (თავისთავად, ისე არ ჩამეთვლებოდა) ალაჰაბადი, ვარანასი (გავლით), მუმბაი. დრო ბევრი არ მქონდა, 2 კვირისთვის ესეც საკმარისი იყო :)
ხო და სტატიებში მოგონებებსაც ჩავურთავ ხოლმე შიგადაშიგ :)

Katten försvann said...

სოსო ორი კვირისთვის ბევრგან ყოფილხარ. თუ გავითვალისწინებთ იმას რამხელა ქალაქებია და რამდენია სანახავი.

სოსო said...

ყველაფრის სანახავად ადამ იანს მთელი ცხოვრება არ ეყოფა..

Katten försvann said...

სოსო - გეთანხმები, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი არ აინტერესებს ადამიანს :) ის კი რაც მართლა გაინტერესებს შეიძლება ნახო, მეტ ნალებად დაფარო ”ზონა”. :)

paaawu said...

აუ რა სილამაზეა... აუ რა მაგარია ახლა იქ დამსვა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება... ეჰჰჰჰჰ =(((

No Dar 7th said...

მაგდაგვარი წიგნი ვნახე ერთხელ ინგლისურენოვანი რომელიც იყო ორიგინალურ ნაგებობებზე და რაც ყველაზე გასაკვირი იყო არმოვაჩინე მასში თბილისში ცსკო–ს ეხლანდელი შენობა :)

Katten försvann said...

No Dar 7th ნეტა რას წერდნენ რითი არის გამორჩეული შენობაო? :)

No Dar 7th said...

Katten försvann

ეგ აღარ მახსოვს სურათს ისე მივაშტერდი ნაღდად ეგაათქო :) მაგრამ ეგ იყო.. თბილისი, ჯორჯია ეწერა

Katten försvann said...

No Dar 7th ნეტა რითია აღსანიშნავი ეგ შენობა. დავინტერესდი ახლა.

tornike said...

ინდოელებს ფანტაზიაში ხუთიანი

Spieler said...

სიამოვნებით ვნახავდი და დავათვალიერებდი ახლოდან :)