Apr 1, 2009

პატრიოტული სულისკვეთებით აღშფოთებული პოსტი!

დრეს ვუყურებდი კურიერს და სიმართლე რომ ვთქვა რამოდენიმე ფაქტმა აღმაშფოთა.

1. გია მაისაშვილის გამოსვლამ, სადაც მან განაცხადა რომ მთავრობასთან დიალოგში მიიღებს მოანაწილეობას თუ მას საპატრიარქო - კათალიკოს პატრიარქიც დაესწრება. და რას ცვლის საპატრიარქო? ვერ გავიგე. საეროდ ძალიან მაღიზიანებს როცა პოლიტიკოსები პოლიტიკაში რელიგიით მანიპულირებენ!

პ.ს აკაკი ასათიანს გამზრდელი დაუწერია - ვახ ბედკრულო საქართველო!

2. გია გაჩეჩილაძე - საერთოდ რეებს ბოდიალობს? სულ გადაირია იმ საკანში ჯდომით? და საერთოდ მგონია ამ ხალხმა მთლიანად გააფრინა! ვის უდგანან გვერდით? იმათ ვინც თავის დროზე მთავრობაში იყვნენ და ბლომად ჭამეს, ახლა რა უნდათ? როცა იყვნენ მთავრობაში და რამის გაკეთება შეეძლოთ არაფერი გააკეთეს და ახლა რას გააკეთებენ?

პატივს არ ვცემ ისტერიულ ადამიანებს, გია გაჩეჩილაძეს ვინ ჰგონია თავი ნეტა? რატომ გონია რომ მისი მოწოდებით ხალხი ქუჩაში გამოვა?

3. შალვა ნათელაშვილი - მეგონა ფსიქიკურად ავადმყოფები საავადმყოფოში უნდა იყვენ და ეს კაცი კიდევ გარეთაა!

8 comments:

iasamani said...

მაგ თემაზე 2 პოსტი დავწერე მგონი უკვე

ბლინ ზუსტად ეს ხალხი იყო მიშა მიშას რომ გაკიოდა თავის დროზე და ახლა რომ დგას და მიშა წადი-ს იძახის
რააც მთავარია, იგივე ნაირად დაიძახებენ ახლაც (სიტყვაზე) ჟორა ჟორას და ცოტა ხანში ისევ ჟორა წადი-ს გავიგებთ ზუსტად იგივე ხალხისგან

Katten försvann said...

ki, ვიცი რომ დაწერე, დავაკომენტარე კიდეც შენთან, მაგრამ დღეს რომ ვუყურე კურიერს ელემენტარული ისე გავბრაზდი რომ შემომეწერა ეგრევე!

Sophie Golden said...

ეჰ, Katten, ჩვენ უკვე ისე მივეჩვიეთ მაგათ... გულისამრევები არიან, ყველანი ერთად! რაც ერია, ის ბერიო, ხო იცი, მაგრამ ესენი იმასაც არ იმსახურებენ, ვინც ჰყავთ. ვიღაც შავი ბიჭები უნდათ, რომ მოიყვანონ მთავრობაში ისევ და ხალხს საღამოს ქუჩაში გარეთ გასვლის ეშინოდეს. ახლა პატრულის იმედი მაინც მაქვს, მე პირადად, და თავს ძალიან დაცულად ვგრძნობ ამ მხრივ, მოაშორეთ ეგ უცნობი და მაგის ბლატნოი დამქაშები! ბლაჰ!

Katten försvann said...

Sophie Golden - ისე წარმოიდგინე ეგენი რომ მოვიდნენ მთავრობაში, სამარცხვინოდ ან ელეჩები ვინ იქნებიან ან ოფიციალურ შეხვედრებს ვინ გამართავს, სერიოზულად უკვე არავი შემოგვხედავ. ჯერ ისედაც არ გავქვს მთლად კარგი რეპუტაცია რიგი მიზეზების გამო

ეჰ!

unaamarga said...

ეს ყოველთვის ასე იყო, 90-იანების დასაწყისში გამსახურდიას ხალხმა შევარდნაძეს დაუჩოქა, შევარდნაძის ერთგული ლაქიები კი შემდეგში სააკაშვილს და მის ამალას მიეტმასნა. ახლაც იგივე სდება. მედროვეების ქცევის წესები არ იცვლება.

Katten försvann said...

unaamarga შეცვლის დროა!
ხალხმა უკვე უნდა ისწავლოს ჭკუა. რამდენჯერ უნდა დავუშვათ ერთიდაიგივე შეცდომა?

unaamarga said...

გეთანხმები, შეცვლის დროა და მაგის ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე ყველგან და ყველასთან, მაგრამ ზოგჯერ მგონია, ხალხი ჭკუაგამოცლილი ბრბოა, რომელსაც დაპირებებით რასაც გინდა გააკეთენებინებ!

Keti said...

ხალხს აკლია :) ბევრი რამ. პირველ რიგში წინ გახედვის უნარი. ერთდღიანი გადაწყვეტილებები და მხოლოდ პირად ინტერესებზე დარდი ერთ წრეზე გვატრიალებს.