Mar 30, 2009

ორი საათი ბილეთის რიგში და ჯიგიტურად გადაღებული სურათი - დღე მეორე

ჩემთვის რომი და ვატიკანი ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვაა, ვატიკანი და მიქელანჯელო კი ერთი მთლიანობა, ამიტომ რომში ყოფნის მეორე დღესვე გადავწყვიტეთ ვატიკანის მუზეუმში წასვლა, destination => Sistine Chapel (შემდეგში SC ).

დილის ცხრა საათისათვის წმინდა პეტრეს ტაძრიდან კედლის აყოლებით გავეშურეთ ვატიკანის მუზეუმისაკენ - დაახლობით 15 წუთის სავალია. რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს მით უფრო მეტი ხალხი იყო. საბოლოოდ კი ორ საათზე მეტი ბილეთების რიგში მოგვიწია დგომა. ( ჩვენ საწვიმარ კურტკებში სრულიად გავიყინეთ და დავრწმუნდით რომ რაც შეიძლება მალე უნდა შევიძინოთ რაიმე თბილი, ამზე შემდეგ დავწერ).

პირველი რაც თვალში ხვდება ადამიანს ვატიკანის მუზეუმში შესვლისას არის ხალხის მასა. მართლა, ხალხი ყველგან ჭიანჭველებივით ირევიან, უამრავ ენებზე საუბრობენ და ფიქრობ რომ ეს ”პატარა” მუზეუმი მსოფლიოს ცენტრია. ეზოში უამრავი ქანდაკება დგას ძველი რომის პერიდოდან წარმართული ღმერთების და პერსონაჟების.

ხალხი მართლა ხელისშემშლელია. ძნელია რამის წესივრად დათვალიერება რადგან მასა მდინარესავით მიედინება მუზეუმის ოთახების კალაპოტში. რაც უფრო პატარაა ოთახი მით უფრო სწრაფად და ძლიერად.

არ შეიძება ცალკე არ ავღნიშნო ზოგიერთი ოთახის მოზაიკური იატაკი, ჭერი და გუმბათი თავისი მოხატულობით, ჩუქურთმითა და არქიტექტურული გადაწყვეტით. აი დავდებ რამოდენიმე მათგანის სურათსაც.

იგივე ოთხიდან იატაკი :)


ჭერის ეს ფრაგმენტი არის ხის. სამწუხაროდ ჩემი კამერა არ არის ისეთი მგრძნობიარე რომ მისი ყოველი ჩუქურთმა ნათლად დაეფიქსირებინა


დამეთანხმებით რომ ზემოთ დადებული სურათი ძალიან განსხვავდება ჭერის ამ ფრაგმენტისაგან. ზოგადად ვატიკანის მუზეუმი მეტ ნაკლებად კონტრასტულია და ეს განსაკუთრებულ ხიბლს ძენს მას :)

მუზეუმში უამარავი ოთახია როგორც ძველი ისევე ახალი ხელოვნების ნიმუშებით. ერთ ერთ ოთახში დავლანდე ჩემი უსაყვარლესი მხატვრის სალვადორ დალის სურათები (სულ სამი სურათი იყო). რექცია იყო შეკივლება და ხმამაღლა შევძახე ვიცოდი რომ აქ არიან! შეძახება და რამოდენიმე ასეული თვალის მოშტერება ერთი იყო :D

რაფაელის ოთახები ეს ის თემაა რომელიც ცალკე უნდა გამოიყოს :) ალბათ თქვენთვის ყველასთვის ცნობიალია მისი ”ათენის სკოლა” , მახსოვს კომპიუტერზეც მეყენა ერთი პერიოდი. რეალობაში ეს ნამუშევარი აღმოჩნდა სასწაულად დიდი და შთამბეჭდავი ისევერ როგორც სხვა ნამუშევრები.

როგორც ზევით ავღნიშნე მუზეუმი საკმაოდ დიდია, დადიხარ დადიხარ და ფიქრობ - კი მაგრამ სადაა SC? ბოლოს როგორც იქნა აღმოვჩნდით ერთი კარების წინ ზედ ტრაფარეტით - არ შეიძლება ლაპარაკი, სურათების გადაღება, ხმაური, მოწევა, ჭამა, მოკლე კაბითა და შორტებით შესვლა. შევედი დააა.... კიდევ გავშეშდი. ჩემი ერთ ერთი საყვარელი სურათი სადაც თითის მეშვეობით ღმერთი სულს აძლევს უკვე ხორცშესხმულ ადამს ჩემმა თვალებმა დაინახეს. ჩემი თვალით ვნახე მიქელანჯელოს შედევრი ფრესკები. როგორ გავჩერებულიყავი რომ სურათი არ გადამეღო გინდაც უხარისხო და აკრძალული?



დარბაზში დიდი ხანი დავყავით, მე ვცდილობდი მისი ყოველი კუთხე კარგად დამემახსორებინა ჩემი ქმარი კი ცდილობდა მოთმინება გამოეჩინა ჩემი მცდელობის მიმართ :D, ბოლოს გამოვედით და ჩემმა ქმარმაც ამოისუნთქა, მე რომ არა ალბათ არასდროს არ არ ჩადგებოდა 2 საათიან რიგში ამ დარბაზის სანახავად :)

ვფიქრობ პოსტი დიდი გამოვდა, ამიტომ ამით დავამთავრებ და იგივე დღის გაგრელებას მომდევნო პოსტში დავწერ :)


16 comments:

daliela said...

სურათები --უუხ მაგარია და წარმომიდგენია ლაივში ეს რომ ვნახო რა დამემართება.

Keti said...

აი, ის, გუმბათის პირველივე ფოტო! ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესასვლელის ჭერი ამავე სტილშია გაკეთებული..

ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა ბედნიერებაა!

Katten försvann said...

Keti - კი რაღაც მსგავშია ჩვენ ბიბლიოთეკაში :)
ოღონდ არ მახსოვს იქ დახატულია თუ არა :)
ეს გუმბათი მოხატულია სინამდვილეში და ისე ჩანს თითქოს ამოტვიფრულია :)

Keti said...

დიდი კვადრატები ამოტვიფრულია, შიგნით – მოხატული.. ხვალ დავაკვირდები კიდევ :)

Anonymous said...

martalia suratebis gadageba akrdzalulia magram sakmaod bevri surati gadavige SC is darbazshi... xom lamazia romi... mtel roms vatikanis Sixtina Capela mirchevnia...

p.s. aranakleb didi shtabechdileba moaxdina villa borghes shi daculma Gean Lorenzo Berninis da Canovas qandakebebma...

romi mainc romia...

Katten försvann said...

შენც გადაიღე??
თავი დამნაშავედ არ იგრძენი? მე დღესაც კი ვგრნობ თავს დამნაშავედ.

ვილა ბოგხესი მეც ძალიან მომეწონა :)

iasamani said...

იეაჰ
ვატიკანი რულზ ))) მე რომ ვიყავი, კაპელა სისტინაში ერთმა დააჩხაკუნა ფოტოაპარატი და ზუსტად 2 წამში მთელმა აიქ მყოფმა ხალხმა ჩხაკუნი დაიწყო. ბოლოს რამდენჯერმე გაიმეორეს მიკროფონში, ნუ იღებთო და მგონი მეხუთე გამეორებაზე გაჩერდა ხალხი )))

Anonymous said...

sindisis qechna mashin ufro shemacuxebda rom ar gadamego da ise camovsulikavi...
cesi cesia magram roca aset rames xedav dznelia cdunebas gaudzlo adamianma...
nebiera

Sophie Golden said...

ძალიან საინტერესოდ აღწერე ეს დღე, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ისეთი დიდებული რაღაცები გინახავს. მე უფრო ის აღმაფრთოვანებს ხოლმე, რომ მიქელანჯელომ, მოკვდავმა ადამიანმა, რა სილამაზე შექმნა და ადამიანები მიყვარდება :)
ველოდები გაგრძელებას!

Katten försvann said...

Sophie Golden მეც მასე ვარ :) ზუსტად :) და კიდე უნდა გავითვალისწინოთ რომ მიქელანჯელო სკულპტორი იყო და არა ფერმწერი. როცა რომის პაპს მისთვის უთხოვია SC მოხატვა , მიქელანჯელოს ზუსტად ასე უპასუხია რომ მე მოქანდაკე ვარ და არა ფერმწერიო, თან დაუმატებია ”თქვენ” სამარხზე ვმუშაობო. პაპს კი პასუხად უთქვია ჯერ სიკვდილს არ ვაპირებო :ჵ :ჵ

მოკლეთ , პაპის მხრიდან დიდი მხარდაჟერა და მფარველობა რომ არა, მიქელანჯელო ინკვიზიციის ცეცხლზე იქნებოდა დამწვარი :)

egoistka said...

magaria dzalian:)

LadyCrow said...

ე მაგარია :ჯუმპ: ველოდები მესამე დღეს :ჯუმპ:

LadyCrow said...

ეუფ, გაჭედა :დ

clic said...

Brings me back good memories! :)

Katten försvann said...

clic - can u tell me more about your memories :)

clic said...

Nothing special, just my visit to the Sistine Chapel and Rome! :)